14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?


ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში საკუთარი გეგმების განხორციელებას ადვილად შეძლებთ. პარტნიორებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა წარმატებული იქნება. ვითარება დღის მეორე ნახევარში შეიცვლება. არახელსაყრელი გარემოებების გამო შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ ან ფინანსურად დაზარალდეთ. მოერიდეთ ლომთან და კუროსთან შეხვედრას და, თუ შესაძლებელია, საღამო ბუნებაში გაატარეთ.

კურო

კრიტიკული დღეა. სასურველია საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და რეალობა ობიექტურად შეაფასოთ. გამორიცხული არ არის, რომ დღეს უცნობ ადგილას და უცნობ ადამიანებთან სტუმრად მიგიწვიონ. ეცადეთ, ურთიერთობის დროს მეტი წინდახედულება და თავშეკავება გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, ნებისმიერი საქმის წარმატება თქვენს გამძლეობაზე და გამჭრიახობაზეა დამოკიდებული.

ტყუპები

კოსმოსური ენერგიის ტრანსფორმაციის დღეა, რომელიც, ფიზიკური თვალსაზრისით, არახელსაყრელი იქნება. მოსალოდნელია მტანჯველი სიზმრები და ჯანმრთელობის გაუარესება. სავარაუდოდ, მცირე ოჯახური პრობლემის ან ფინანსური საკითხის მოგვარება მოგიწევთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას და ბიზნესგარიგებას, რომელიც მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს. დავიწყეთ რისკი და თავგადასავლები. შეამცირეთ კონტაქტები მინიმუმამდე და სრულად გამორიცხეთ შემთხვევითი ნაცნობები. ამ დღის პრობლემა კომპრომისულ გადაწყვეტას მოითხოვს.

კირჩხიბი

ამ დღეს მცირე საყოფაცხოვრებო პრობლემებისა და ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწევთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ მიმდინარე მოვლენები შეაფასოთ, რისი დრო და სურვილიც ადრე არასოდეს გქონდათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს - მათთან ურთიერთობა სიხარულსა და სიმშვიდეს მოგანიჭებთ.

ლომი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, გადაუჭრელი პრობლემები ან დაუსრულებელი საქმეები თავის ტკივილის მიზეზად იქცეს. ბედი თქვენს გამბედაობასა და სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს - თამამად იმოქმედეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია უკიდურესობამდე დაიძაბება. დღეს ტრავმის ალბათობა დიდია, ამიტომ ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ყველა საქმე სწრაფად და ადვილად მოაგვაროთ. პარტნიორებთან თანამშრომლობა წარმატებული იქნება. ამ დღის ერთადერთი უსიამოვნება შეიძლება, ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი იყოს. შეეცადეთ, სიბრძნე და ტაქტი გამოიჩინოთ, რათა კონფლიქტი დიდხანს არ გაგრძელდეს. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, საღამო ბუნებაში გაატაროთ.

სასწორი

შემოქმედებითი აღმაფრენის დღეა, რომელიც პირად ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებს გპირდებათ. მნიშვნელოვანი საქმეები ან მოულოდნელი სიახლეები სასიყვარულო საქმეებს ცოტა ხნით დაგავიწყებთ. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს ძველმა ნაცნობებმა მოგინახულონ. ეცადეთ, საღამო სიმშვიდეში და მარტოობაში გაატაროთ. გამოიყენეთ ხელსაყრელი მომენტი, რომ გადაუჭრელ პრობლემებს გაუმკლავდეთ.

მორიელი

გართობისა და ჰარმონიული ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ, მუდმივი პრობლემებისა და აურზაურისგან დისტანცირება მოახერხოთ. სასურველია სტუმრად წასვლა ან სტუმრების მიღება. შედეგად, შეიძლება სასიყვარულო, პარტნიორულ ან ცოლქმრულ ურთიერთობებში არსებული გაუგებრობები გაქრეს.

მშვილდოსანი

ეს დღე უარყოფით ტენდენციებს შეიცავს და ცრუ დაპირებებითა და ფუჭი იმედებით სავსეა. პლანეტების არახელსაყრელი მდებარეობა ფინანსურ სირთულეებს ან გაუთვალისწინებელ ხარჯებს გამოიწვევს. ნებისმიერი კომერციული საქმიანობა ფინანსური ზარალით დასრულდება. ამ დღეს ხალხთან ურთიერთობამ შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. მოთმინება გამოიჩინეთ და დაელოდეთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა. ჩანაფიქრის განხორციელებას მარტივად შეძლებთ. სასურველია ვარსკვლავების კეთილგანწყობა ძველი და დავიწყებული საქმეების დასრულებისთვის გამოიყენოთ. ნუ შეეცდებით გლობალური მიზნების დასახვას ან ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოვლენების არახელსაყრელი განვითარება შეიძლება, თქვენს პირად ცხოვრებაზე უარყოფითად აისახოს. ოჯახის წევრები თქვენით უკმაყოფილოები არიან. მიზეზი თქვენი მუდმივი მოუცლელობა და უყურადღებობაა.

მერწყული

ეს დღე ფინანსურ ზარალს და მატერიალური დანახარჯებს უკავშირდება. ხარჯების გაზრდის მიზეზი, სავარაუდოდ, შეცვლილი ცხოვრების წესი, ბავშვების ან მოხუცი ნათესავების პრობლემები იქნება. ფრთხილად იყავით და აკონტროლეთ ყველაფერი, რაც თქვენს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში ხდება. გაითვალისწინეთ, რომ სიძუნწე ღირსებას არ შეგმატებთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ყველა საქმე სწრაფად და ადვილად მოაგვაროთ. პარტნიორებთან თანამშრომლობა წარმატებული იქნება. ამ დღის ერთადერთი უსიამოვნება შეიძლება ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი იყოს. შეეცადეთ, სიბრძნე და ტაქტი გამოიჩინოთ, რომ კონფლიქტი დიდხანს არ გაგრძელდეს. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, საღამო ბუნებაში გაატაროთ.

 

funtime.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794125485

მსოფლიო

ტრამპმა ერდოღანთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური განვითარ...

დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1794123143

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს

„შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანი“, - ამის შესახებ საქართველოს...

მარიამ ქვრივიშვილი

1794122215

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი

„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც ჩინეთი საქართველოს სა...

მარიამ ქვრივიშვილ

1794121199

საზოგადოება

ხან ჭენგი: მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციას, განვითარებას, მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში

„ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის...

ხან ჭენგი

1794120476

საზოგადოება

ხან ჭენგი: შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი, საქართველოს ხელმძღვანელობის ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

„ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოები არიან, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო სხვადასხვ...

ხან ჭენგი ხან ჭენგი