„2 ოქტომბერს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა! ამიტომ, მეტი სიფრთხილით გავიაროთ ეს დღე და შემდეგი 2-3 დღე, რათა შემდეგი 6 თვის მანძილზე არ გქონდეთ დაძაბულობა და პრობლემები…“ - მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დღევანდელი, 2 ოქტომბრის მზის დაბნელების და ახალმთვარეობის შესახებ წერს. 

„ყველას ბედნიერ, მშვიდ და ჰარმონიულ დღეს გისურვებთ და შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ოქტომბერს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა!

ამიტომ, მეტი სიფრთხილით, დაკვირვებულობით, სწორად გავიაროთ ეს დღე და შემდეგი 2-3 დღე, რათა შემდეგი 6 თვის მანძილზე არ გქონდეთ დაძაბულობა და შესაბამისი პრობლემები…

მოერიდეთ გარეთ სიარულს, მზის მუქი სათვალე გამოიყენეთ, დიდხანს ნუ გაჩერდებით ხალხმრავლობაში,
ნუ გადაიღლებით ფიზიკურად ან ემოციურად.

შეძლებისდაგვარად გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები, არ ვარგა მკურნალობის დაწყება, ხელშეკრულებების დადება, მსხვილმანი შენაძენის გაკეთება.

არ მოუსმინოთ ნეგატიურ ინფორმაციებს, ნუ მოუსმენთ ისეთ ადამიანებს, ვინც გაცლით ენერგიებს ადექით და გაერიდეთ.

ნუ გადატვირთავთ კუჭს მძიმე და დაბალვიბრაციული საკვებით ( ხორცი) ასევე გამორიცხეთ ალკოჰოლი, კოფეინი, თამბაქო, ბრაზი, წყენა, განკითხვა და ბილწსიტყვაობა.

შექმენით მშვიდი გარემო, მიიღეთ სუფთა წყალი, მშვიდად ილოცეთ, გაიღიმეთ მთელი არსებით, აივსეთ უფლისადმი მადლიერებითა და სიყვარულით და ყველას სითბო და სიხარული გაუგზავნეთ…

სიკეთე გქონოდეთ“, - წერს მიხეილ ცაგარელი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი

1794673487

სპორტი

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...

საქართველოს ნაკრების

1794671457

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...

გიორგი სოსიაშვილი

1794670023

ახალი ამბები

ალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...

აკაკი ალადაშვილი