"21 მარტს, თბილისის დროით 21:23 საათზე ახალმთვარეობაა და ეს პერიოდი ცნობიერების გაფართოების დაწყებაზე მიანიშნებს" - რამაზ გიგაური

"21 მარტს, თბილისის დროით 21:23 საათზე ახალმთვარეობაა და ეს პერიოდი ცნობიერების გაფართოების დაწყებაზე მიანიშნებს", - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს:

"21 მარტს, თბილისის დროით 21:23 საათზე ახალმთვარეობა ვერძის ზოდიაქოს პირველ გრადუსში იქნება. მისი გავლენა გაგრძელდება შემდეგ ახალმთვარეობამდე (20 აპრილამდე).

ვერძის პირველი გრადუსი სიმბოლურად მიანიშნებს ცნობიერების გაფართოების დაწყებაზე, ინიციატივის გამოვლენაზე და ახალი ფორმების ძიებაზე.

ეს ახალი ასტროლოგიური წლის პირველი ახალმთვარეობაა, რომლითაც ახალი ერთწლიანი ციკლი დაიწყება. თუმცა თუ უფრო კონკრეტულები ვიქნებით, ახალი ასტროლოგიური წელი 21 მარტს, თბილისის დროით 1:25 საათზე დადგება. სწორედ ამ დროს მზე გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოს პირველ გრადუსში. ეს იქნება გაზაფხულის ბუნიობა და ასტროლოგიური ახალი წელი. ეს უკავშირდება ბუნების განახლებას და „ნამდვილ“ (არაკალენდარული) გაზაფხულის დაწყებას.

ეს ახალმთვარეობა ასტროლოგიური თვალსაზრისით, ის ერთთვიანი პერიოდია, რომელიც გახდება მომდევნო ერთწლიანი ციკლის პირველი იმპულსი, პირველი ამოსუნთქვა და „დაბადება“. ეს შეიძლება შევადაროთ ახალშობილის პირველ ტირილს და ჰაერის პირველ ჩასუნთქვას, რომლითაც იწყება სიცოცხლე.

საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-5 ასტროლოგიურ სახლში დაფიქსიდება, ამიტომ ასტროლოგიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გახდება ბავშვებთან დაკავშირებული თემები, სწავლასთან, თამაშებთან და საერთოდ, ბავშვების ცხოვრებასთან, უსაფრთხოებასთან და გართობასთან დაკავშირებული თემები. გარდა ამისა, მოსალოდნელია ასევე გააქტიურდეს კინოსთან და თეატრთან დაკავშირებული საკითხები.

არ არის გამორიცხული თეატრალურ სამყაროსთან დაკავშირებით ისეთმა პრობლემებმა იჩინოს თავი, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას გარკვეულ უსიამოვნო გარემოებაში ჩააყენებს.

ასევე მოსალოდნელია აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული თემების წინ წამოწევაც.

შეიძლება ეს იყოს ტოტალიზატორებისა და კაზინოების თემატიკის გააქტიურება და საერთოდ, სათამაშო ბიზნესის დღის რეჟიმში შემოსვლა. მუნდანურ ასტროლოგიაში მე-5 სახლი მიანიშნებს პარლამენტის მუშაობაზეც, ამიტომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხები წინა პლანზე წამოვა და პარლამენტს მოუწევს ბევრი რთული საკითხის შესახებ საკუთარი პოზიცია აქტიურად გამოხატოს.

არ არის გამორიცხული ამ პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის დაპირისპირება.

ზოგადად, 21 მარტი არასასურველია ახალი საქმეების დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის. თუმცა ეს დღე სასიკეთო იქნება ძველი საქმეების დასრულებისთვის და მომდევნო ერთთვიანი პერიოდის (დამდეგი მთვარის თვის) დაგეგმვისთვის.

მზესა და მთვარესთან შეერთებაში იმყოფება ნეპტუნიც, რაც მიანიშნებს, რომ 21 მარტიდან მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გაზრდილი იქნება ილუზიის და საკუთარი თავის მოტყუების ალბათობა. პრაქტიკული და პრაგმატული მიდგომით ამ ილუზიური გარემოებების თავიდან არიდება შესაძლებელი გახდება.

ეს ახალმთვარეობა პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება:

ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (განსაკუთრებით იმათთვის, ვინც 20-22 მარტის შუალედშია დაბადებული);

ცეცხლის სტიქიის დანარჩენი ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (ლომი და მშვილდოსანი);

ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვერძის, კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის ზოდიაქოს პირველ გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვს განთავსებული", - წერს გიგაური.

ასევე საინტერესოა:

რა გელოდება დღეს? - 20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794639470

ახალი ამბები

განათლების სფეროში საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის

საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლე...

განათლების სფეროში საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის

1794637774

მსოფლიო

The Hill: ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ჩინეთში პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, თუმცა უკრაინას არ განიხილავენ

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას, ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრ...

ჩინეთის დროშა

1794636223

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 ნოემბერს საქართველოში

14 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსა...

ამინდი

1794602151

სპორტი

მერაბ დვალიშვილი: იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, არავის ვუჩივლებ

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი გათავისუფლებული არიან. დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ სპორტსმენმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და მხარდაჭერი...

მერაბ დვალიშვილი

1794600976

მსოფლიო

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი ამერიკული იარაღის შესაძენად უკრაინის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

პოლონეთი PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სია) პროგრამაში წვლილის შეტანას წყვეტს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ...

 დონალდ ტუსკი