21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ამ დღეს დამოუკიდებლად მოქმედებას ცდილობთ, მაგრამ საბოლოოდ, კომპრომისის პოვნა და ახალ გარემოებებთან ადაპტაცია მოგიწევთ. მიზნის მისაღწევად საჭირო ადამიანებთან საერთო ენის პოვნა უნდა შეძლოთ. ზოგი ვერძი ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია შემოსავლის ახალი წყარო ეძებოს. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

კურო

თუ მარტოხელა კურო ხართ და ვიღაც ძალიან მოგწონთ, ინიციატივის გამოჩენას არ გირჩევთ. დაელოდეთ, სანამ პირველ ნაბიჯს ის გადმოდგამს. თქვენს გრძნობებზე სხვებს ნუ ესაუბრებით, ჯობია ჯერჯერობით ყველაფერი საიდუმლოდ შეინახოთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური მუშაობისთვის. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობს, რომ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ.

ტყუპები

ამ დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ სამუშაო სიამოვნებას მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ზოგმა სიტუაციამ, შეიძლება მომავალში თქვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს. სერიოზულად მოეკიდეთ ყველაფერს, რაც დღეს ხდება და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ერიდეთ. ამ დღეს ვიღაც შეეცდება თქვენი სიკეთით ისარგებლოს და საკუთარი პასუხისმგებლობა გადმოგაბაროთ. ნუ მისცემთ ანგარებიან ადამიანებს თქვენი გამოყენების საშუალებას.

კირჩხიბი

მუშაობის ხასიათზე არ ხართ და მიზეზს ეძებთ, რომ საქმის კეთება შეწყვიტოთ და საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი დაუნიშნოთ. თუ მარტოხელა ხართ მეგობართან შეხვედრაც კი განწყობილებას აგიმაღლებთ. არახელსაყრელი დღეა მოლაპარაკებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად. პლანეტების განლაგება და ოპტიმიზმი დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ამ დღეს მოგიწევთ, საყვარელ ადამიანებს დრო დაუთმოთ და მათი პრობლემები მოაგვაროთ, თუმცა სხვა ადამიანებზე ზრუნვით კმაყოფილიც კი დარჩებით. სამსახურში ვიღაც თქვენთვის ხასიათის გაფუჭებას ეცდება, მაგრამ საეჭვოა, ეს შეძლოს. თუ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვებით შეიძლება ბოლოს და ბოლოს რეალური პრობლემები დაინახოთ და მათი გადაჭრის გზები დასახოთ. გირჩევთ, ოჯახის უფროს წევრებს გეგმური გამოკვლევა ჩაუტაროთ.

ქალწული

ამ დღეს საინტერესო სიახლეები გელით, რომლებიც გაიძულებთ, აქამდე უცნობი ემოციები განიცადოთ. თუ ჰორიზონტზე თქვენი წარსულიდან ვიღაც გამოჩნდა, გირჩევთ მასთან დაახლოება აღარ სცადოთ. დაე, წარსული წარსულში დარჩეს და მომავლისკენ სვლა გააგრძელოთ. სახლში და სამსახურშიც ბევრი საქმე გაქვთ და ყველაფერი დროულად უნდა მოასწროთ, მაგრამ ნუ დაიწყებთ საქმეს, რომლის დასრულება არ შეგიძლიათ. გირჩევთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

სასწორი

ამ დღეს სასიამოვნო სიურპრიზი გელით, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. თუ ვინმე დახმარებას შემოგთავაზებთ, უარს ნუ იტყვით, რადგან რთულ დავალებას შეიძლება მარტო ვერ გაუმკლავდეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გაურკვეველ სიტუაციაში დაგეხმარებათ. მოემზადეთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანები ძველ წყენას გაიხსენებენ და საყვედურებით აგავსებენ, თუმცა ნუ ინერვიულებთ - ხვალ ეს კამათი არავის ემახსოვრება.

მორიელი

ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ. „ცივი“ გონება და რაციონალური აზროვნება დაგროვილ საკითხებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ნუ მოუსმენთ სხვების რჩევებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება. თუ მოინდომებთ, სამუშაო და პირადი მიზნების მისაღწევად სწორი გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სასურველი ნივთის შესაძენად ფულის დაგროვება დაიწყოთ - ეცადეთ სესხის აღებას მოერიდოთ.

მეტის სანახავად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/21-oktombris-astrologiuri-prognozi-4454

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729592908

საზოგადოება

საპატრიარქო: ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწ...

საპატრიარქო

1729590766

საზოგადოება

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს

ისანში, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე კაცი მოკლეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 108-ე ( განზრახ მკვლელობა, ისჯებ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1729588587

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია

23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი...

რუსთაველის გამზირი

1729587040

სოციალური მედია

ლიკა ევგენიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე მესამე შვილის დედა გახდა. ლიკას და მისი მეუღლე ნიკა კოჩაროვს გოგო შეეძინათ. წყვილმა ახალდაბადებულს ალისა დაარქვა. იგი უკვე ერთი თვის გახდა. ლიკა ევგენიძემ სოციალურ ქსელში შვ...

ლიკა ევგენიძე

1729586424

საინტერესო ამბები

ფსიქოლოგები ასახელებენ 9 იშვიათ თვისებას, რაც ყველაზე მეტად იზიდავს მამაკაცს ქალში

ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ სიყვარული ადამიანის ინდივიდუალობის გამოხატვის საუკეთესო ვარიაციაა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ხშირად ვთამაშობთ და ეს თამაში, ხშირად, არც ისე სახარბიელო...

კაცი და ქალი