„ის სიტყვები, რასაც ისინი ხარჯავენ, ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება 26-ში, როდესაც გავიმარჯვებთ“ - ლაშა ტალახაძე სპორტსმენების ბულინგზე

„ის ადამიანები, რომლებიც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ [სპორტსმენებს], მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან, ასე შევაფასებდი ამ ყველაფერს", - ასე ეხმაურება ქართველი სპორტსმენების ბულინგს, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

ლაშა ტალახაძის განცხადებით, ყველა მათგანს 26 ოქტომბერს გაეცემა პასუხი.

„მოგეხსენებათ თუ რამხელა სიხარული მოგვიტანეს. ის ადამიანები, რომლებიც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ [სპორტსმენებს], მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან, ასე შევაფასებდი ამ ყველაფერს.

რა თქმა უნდა ბულინგი, შეურაცხყოფა ძალიან ცუდი არის. ბიჭებს მინდა ვურჩიო, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ვიცხოვროთ ღირსეულ, განვითარებულ, მშვიდობიან საქართველოში, ვაკეთოთ ჩვენი საქმე, რაც გვიყვარს და ეგეთი ადამიანები სამწუხაროდ ბევრნი იქნებიან, რომლებიც შეურაცხყოფას მოგვაყენებენ უმიზეზოდ და ა.შ.

მინდა შევახსენო თითოეულ მათგანს, რომ ის სიტყვები, რასაც ისინი ხარჯავენ, ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება 26-ში, როდესაც გავიმარჯვებთ. უბრალოდ ყველამ ერთად გავიღიმოთ და გავუღიმოთ იმ ადამიანებს", - აცხადებს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729590766

საზოგადოება

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს

ისანში, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე კაცი მოკლეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 108-ე ( განზრახ მკვლელობა, ისჯებ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1729588587

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია

23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი...

რუსთაველის გამზირი

1729587040

სოციალური მედია

ლიკა ევგენიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე მესამე შვილის დედა გახდა. ლიკას და მისი მეუღლე ნიკა კოჩაროვს გოგო შეეძინათ. წყვილმა ახალდაბადებულს ალისა დაარქვა. იგი უკვე ერთი თვის გახდა. ლიკა ევგენიძემ სოციალურ ქსელში შვ...

ლიკა ევგენიძე

1729586424

საინტერესო ამბები

ფსიქოლოგები ასახელებენ 9 იშვიათ თვისებას, რაც ყველაზე მეტად იზიდავს მამაკაცს ქალში

ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ სიყვარული ადამიანის ინდივიდუალობის გამოხატვის საუკეთესო ვარიაციაა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ხშირად ვთამაშობთ და ეს თამაში, ხშირად, არც ისე სახარბიელო...

კაცი და ქალი

1729583395

საზოგადოება

ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების და ქვეკატეგორიების წრე გაფართოვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, გაფართოვდა იმ სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების/ქვეკატეგორიები...

ყრუ და სმენადაქვეითებული პირები