„მნიშვნელოვანი საკითხები ამ ორ დღეში მოაგვარეთ, ოთხშაბათიდან მაღალია შეცდომების დაშვების, კონფლიქტების, აგრესიის ალბათობა“ - მიხეილ ცაგარელი

21-22 ოქტომბერს სასიკეთო ტენდენციებია მოსალოდნელი, რასაც ვერ ვიტყვით ოთხშაბათის შემდგომ პერიოდზე, რადგან 23 რიცხვში მზე ტოვებს სასწორის ზოდიაქოს და გადადის 1 თვით მორიელის ნიშანში.

აღნიშნული ასტროლოგიური მოვლენის გამო მოსალოდნელია აგრესიის მომატება, თუმცა გვაქვს დადებითი აქცენტებიც, როგორიცაა დისციპლინა, შეუპოვრობა, მოთმინება და ნებისყოფის გაძლიერება.

როგორია კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი - ამაზე გადაცემაში „იმედის დილა“ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა. 

„ყურადღება მიაქციეთ რა ხდება ცის კაბადონზე. 23 რიცხვი გარდამტეხია, მზე ტოვებს სასწორს და გადადის ბობოქარ მორიელში. ადამიანებში მოიმატებს აგრესია, აქვე ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მოთმინება, ნებისყოფა, ინტუიცია, ინტერესები, მაგრამ მოიმატებს ასევე სიჯიუტე, ეჭვიანობა, სარკასტული, გესლიანი გამოთქმები, პირდაპირობა.

გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე, ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ადამიანებს, ვისაც გული, წნევა, ფსიქოლოგიური სირთულეები აქვთ.

ხვალ და ზეგ აურის დაბინძურების, თვალის აღების ალბათობაა მაღალი, ფრთხილად იყავით ხალხის მასებთან.

ოთხშაბათს მიიღებთ ინფორმაციას, რასაც უმნიშვნელოდ ჩათვლით, თუმცა მოგვიანებით ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.

ზოდიაქოს ნიშნების პერსპექტივები 23 რიცხვამდე კარგია, გამოიყენეთ ეს დღეები მაქსიმალურად.

სამშაბათს და ოთხშაბათს მორიელები, ქალწულები, თევზები მშვიდად იგრძნობთ თავს, შინაგანი სიმშვიდე შემოვა, მაგრამ ისეთ ნიშანს, როგორიცაა კირჩხიბი, კურო, მერწყული, სასწორი - სჭირდებათ კარგი გამოძინება, წინააღმდეგ შემთხვევაში ტვინი იმუშავებს ცუდად და შეცდომებს დაუშვებთ.

მნიშვნელოვანი საკითხები ამ ორ დღეში მოაგვარეთ, ოთხშაბათიდან მაღალია შეცდომების დაშვების, კონფლიქტების, აგრესიის, პროვოკაციების ალბათობა, აკონტროლეთ ემოციები“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729592908

საზოგადოება

საპატრიარქო: ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწ...

საპატრიარქო

1729590766

საზოგადოება

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს

ისანში, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე კაცი მოკლეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 108-ე ( განზრახ მკვლელობა, ისჯებ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1729588587

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია

23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი...

რუსთაველის გამზირი

1729587040

სოციალური მედია

ლიკა ევგენიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე მესამე შვილის დედა გახდა. ლიკას და მისი მეუღლე ნიკა კოჩაროვს გოგო შეეძინათ. წყვილმა ახალდაბადებულს ალისა დაარქვა. იგი უკვე ერთი თვის გახდა. ლიკა ევგენიძემ სოციალურ ქსელში შვ...

ლიკა ევგენიძე

1729586424

საინტერესო ამბები

ფსიქოლოგები ასახელებენ 9 იშვიათ თვისებას, რაც ყველაზე მეტად იზიდავს მამაკაცს ქალში

ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ სიყვარული ადამიანის ინდივიდუალობის გამოხატვის საუკეთესო ვარიაციაა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ხშირად ვთამაშობთ და ეს თამაში, ხშირად, არც ისე სახარბიელო...

კაცი და ქალი