"23-24 ნოემბერს არასასურველია ახალი საქმეების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება" - ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი 24 ნოემბრის ახალმთვარეობაზე

რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 24 ნოემბრის ახალმთვარეობა? - ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი.

"24 ნოემბერს, თბილისის დროით 2:57 საათზე ახალმთვარეობა მშვილდოსნის ზოდიაქოს მე-2 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი უკავშირდება მარსს და პლუტონს.

ეს არის ენერგია, ბრძოლა, ინიციატივა, აქტიურობა, კონკურენცია, დაპირისპირება, ნგრევა-შენება და ტრანსფორმაცია.

ამ გრადუსის სიტყვა-გასაღებია შემდეგი ფრაზა: „აქოჩრილი ტალღები ქარის ძალით ცეკვავენ“. სიმბოლურად ეს შესაძლოა მიანიშნებდეს ახალ ენერგიაზე, ახალი ციკლზე, ახალი ტალღაზე, რომელიც მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში შეინარჩუნებს ცვლილების განხორციელებისთვის საჭირო ძალას. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ახალმთვარეობა ზამთრის მზებუდობას ემთხვევა, ამ ენერგიის ზრდა შესაძლოა მომდევნო წლის 20 მარტამდე (გაზაფხულის ბუნიაობამდე) გაგრძელდეს.

ეს ახალმთვარეობა ასტროლოგიური თვალსაზრისით იძლევა ორ ვექტორს, რომელიც ერთი აქტიურობაზე, ენთუზიაზმზე და მიზანსწრაფვაზე მიანიშნებს, მეორე კი, გაცილებით უხეშ გამოვლენაზე, რომელიც შეიძლება გავშიფროთ როგორც აგრესია, სიხისტე და ბრძოლა. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ენერგიას კონსტრუქციულ ჩარჩოში მოაქცევენ, გაცილებით მეტ სასიკეთო შედეგებს მიიღებენ.

საქართველოს დროით, ეს ახალმთვარეობა მე-3 ასტროლოგიურ სახლში იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანი გახდება კომუნიკაციის თემა, არა მხოლოდ ადამიანებს შორის, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასევე ხელისუფლებასა და საქართველოს უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს შორის.

მით უმეტეს, რომ დაძაბული მარსის განთავსება მე-9 ასტროლოგიურ სახლში მოსალოდნელია მიანიშნებდეს ახალ რეკომენდაციებზე და შესაძლოა მოთხოვნებზეც კი ამერიკის შეერთებულ შტატების და ევროკავშირის მხრიდან.

ზოგადად, 23-24 ნოემბერს არასასურველია ახალი საქმეების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

თუმცა ეს დღეები სასიკეთო იქნება ძველი საქმეების დასრულებისთვის და მომდევნო ერთთვიანი პერიოდის (შემდეგი მთვარის თვის) დაგეგმვისთვის. საერთოდ, 24 ნოემბრის ახალმთვარეობა ექცევა რეტროგრადული მარსის ფაზაში, ამიტომ ძველი პროექტების გაგრძელება და მათი წარმატებით დასრულება არა მხოლოდ მომდევნო ახალმთვარეობამდე (23 დეკემბრამდე) იქნება შესაძლებელი, არამედ 2023 წლის 12 იანვრამდეც კი, ანუ იქამდე, სანამდე მარსი რეტროგრადულად იმოძრავებს.

მით უმეტეს, რომ ეს წლის ბოლოა და მოსალოდნელია ბევრ ადამიანს ჰქონდეს გარკვეული საკითხები, რომლებიც გადაწყვეტას და პროექტები, რომლებიც დასრულებას საჭიროებენ.

24 ნოემბრის ახალმთვარეობიდან 1-1,5 თვე შესაძლებელი იქნება საკუთარი მიზნების გადახედვა და მათში ან თუნდაც მათი მიღწევისთვის საჭირო გეგმებში გარკვეული ცვლილებების შეტანაც.

ეს ახალმთვარეობა პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება:

* მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (განსაკუთრებით იმათთვის, ვინც 23-26 ნოემბრის შუალედშია დაბადებული);

* ცეცხლის სტიქიის დანარჩენი ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (ვერძი და ლომი);

* ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ტყუპის, ქალწულის, მშვილდოსნის და თევზების ზოდიაქოს პირველიდან მე-5 გრადუსამდე მონაკვეთში რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული", - აცხადებს გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "მინდა გაგახაროთ და გითხრათ რომ..." - რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი

1794673487

სპორტი

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...

საქართველოს ნაკრების

1794671457

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...

გიორგი სოსიაშვილი

1794670023

ახალი ამბები

ალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...

აკაკი ალადაშვილი