25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - სუსტად დადებითი და წარმატების მომტანი დღე იქნება
მთვარის 21-ე დღე, მოქმედებს 24.11-ის 21:16 საათიდან 25.11-ის 22:28 საათამდე.
სიმბოლური შესატყვისება: მშვილდოსნის 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო: ცხენი.
მოქმედება: ამაღლება.
სახელწოდება: ტაძარი, ტაძრის აგური, ცხენების რემა.
აღმავლობისა და წინსვლის მოუთოკავი სწრაფვის დღეა. სიმამაცის, უშიშრობის, თავგანწირვის,შეუპოვრობისა და მიზნის მიღწევის, სპორტული შეჯიბრების დღეა (უმჯობესია სირბილში).
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: კარგია თითქმის ყველა საქმის კეთება. განსაკუთრებით კარგია ქორწინებისთვის და სხვა სამსახურში გადასვლისათვის. სწრაფი აღმასვლა კარიერაში. კარგია მოგზაურობისათვის, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისათვის.
მისტიკური ზეგავლენა: კეთილშობილ ასპარეზობათა დღეა. სწავლასა და პროფესიონალიზმში შედეგებისა და დასკვნების გაკეთების დღეა. ცუდია მკაცრი და მძიმე საქმიანობისათვის. მარტოობისა და ჩხუბისთვის. რეკომენდებულია საბრძოლო მეცადინეობები, სულიერი საუბრები, სხეულზე მუშაობა, სამართლიანობის მისტიკური დასჯის დღეა. ასტრალური ომების, დონ-კიხოტობის და რაინდობის დღეა. ამ დღეს ფიცის დადება შეიძლება ერთგულებაზე, მაგრამ უნდა ეცადოთ არ მოიტყუოთ. იყავით აქტიური, აბსოლუტურად სამართლიანი და სუფთა. ჯგუფური საქმიანობის დღეა. ასევე ხალხის გაერთიანების.
რეკომენდებულია აბაზანა, შხაპის მიღება, გაკაჟება. შეიძლება მოგზაურობა. ამ დღეს კარგია ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლა.
სოციალური ზეგავლენა: გრძნობების გაღვიძების, კეთილშობილების და სამართლიანობის, წესრიგის შეგრძნების დღეა.
21-ე დღეს ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას შეცვალონ რამე, ანდა დაგროვილი საკითხები გადაჭრან კარდინალურად. ძმობის დღეა, ზოგჯერ ფამილიარობისაც.
სამედიცინო თვალსაზრისით: ძალიან კარგი დღეა. კარგია ფიზიკური აქტივობა, ფიტოთერაპია, ჰიგიენა, ნებისმიერი გაწმენდა. ამ დღეს ადვილად მოიცილებთ მავნე ჩვევებს ჯანმრთელობის გულისთვის. ეს დღე დაკავშირებულია სისხლმწმენდ სისტემასთან,კერძოდ ღვიძლთან. ამიტომ უკუნაჩვენებია ღვიძლის გადატვირთვა. მოწამვლის დიდი საშიშროებაა. საჭიროა სისხლის გამწმენდი პროცედურები, ბალახების ნაყენები, სტაფილო, კენკრა, ბროწეული. რეკომენდებულია ფიზიკური ვარჯიშები, ჰაერზე ყოფნა.
ამ მთვარის დღეს დაბადებული ადამიანები: ხშირად დონ-კიხოტები არიან. ზოგჯერ ამაყები, მათ შორის იშვიათად არიან დიდი გონებრივი ნიჭის ადამიანები. დაბალ დონეზე თავს იჩენს თავგასული ქედმაღლობა, სხვების დაჩაგვრა რომ მოსწონთ. უმაღლესი ტიპი ჴ სუფთა და პატიოსანი რაინდია. სულით ძლიერი, სამართლიანობის დამცველი.
ზეგავლენა ჩასახვაზე: შესაძლოა დაგიბრუნდეთ მებრძოლისა და ფანატიკოსის სული. მოსალოდნელია საშიშროება. შრომისმოყვარეობა და მოთმინება იქნება მისთვის დამახასიათებელი. იქნება კეთილშობილი და რაინდი. შესაძლოა პოეტის ნიჭი დაჰყვეს.
მედიტაცია: სხეულის ნაწილები, განსაკუთრებით ფეხები.
მთვარე იმყოფება ,,ლომის'' ზოდიაქოში 24.11-ის 19:59 სთ.დან 27.11-ის 6:12 სთ.მდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მშვილდოსნის და ვერძის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და თევზების ნიშნებს.
ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი მორიელის და კუროს ნიშნებისთვის.
დღის პროგნოზი: შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, მთვარის და მზის დაბნელებებს შორის დროის კორიდორი რთულია, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. სარისკო წამოწყებები, შორი მოგზაურობები და წვეულებები შემდეგი დროისთვის გადავდოთ, განსაკუთრებით, 6 დეკემბრის მთვარის მე-3 დღემდე, როდესაც ცაზე გამოჩნდება მზის ჩასვლის შემდეგ დასავლეთით ,,ნამგალა მთვარე'' და ,,გეკატის დღეები'' დამთავრდება.
კონკრეტულად 25 დეკემბერი სუსტად დადებითი და წარმატების მომტანი დღე იქნება.
ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...
































