28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
♈ვერძი
არახელსაყრელი დღეა, რომელსაც პირად ცხოვრებაში სირთულეები და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები ახლავს. მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი ცვლილებები, პარტნიორებთან კონფლიქტი და კონკურენტების ინტრიგები. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას ერიდოთ. გაითვალისწინეთ - ამ დღეს თქვენი ნებისმიერი მოქმედება შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემოტრიალდეს.
♉კურო
გირჩევთ, ყურადღება მთავარ, პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილოთ, მოვლენების არსს ჩასწვდეთ და ჩანაფიქრი რეალობად აქციოთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად და გონივრულად შეაფასოთ და ილუზიებს არ აჰყვეთ. საღამოს მთელი ყურადღების ოჯახური პრობლემისკენ გადატანა მოგიწევთ. მოულოდნელი კონფლიქტი გელით, მაგრამ თუ ილუზიებისგან გათავისუფლდებით, ის თქვენს სასარგებლოდ დასრულდება.
♊ტყუპები
არახელსაყრელი დღეა. ბედი თქვენს სიმტკიცეს და მოთმინებას კიდევ ერთ გამოცდას მოუწყობს. უმნიშვნელო დეტალებმა და მცირე გაუგებრობამ შეიძლება, საქმის დასრულებაში ხელი შეგიშალოთ. საკუთარი შესაძლებლობების ფხიზელი შეფასება და გარშემო მყოფების მიმართ გამოჩენილი კეთილგანწყობა ამ დღის უარყოფითი ტენდენციების დაძლევაში დაგეხმარებათ. საღამოს მოსალოდნელია კამათი, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება. ეცადეთ, სუბიექტური შეფასებისგან გათავისუფლდეთ.
♋კირჩხიბი
სავარაუდოდ, მთელი ყურადღების ოჯახურ პრობლემებზე გადატანა მოგიწევთ. თუ ილუზიებისგან გათავისუფლდებით, მოულოდნელი კონფლიქტი სწრაფად დასრულდება თქვენ სასარგებლოდ. ეცადეთ, საკუთარი ფინანსები აკონტროლოთ, რადგან გაუთვალისწინებელი მატერიალური ხარჯები გელით.
♌ლომი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ და არ ჩაერიოთ საქმეებში, რომლებიც პასუხისმგებლობას და კოლექტიურ მოქმედებას მოითხოვენ. ურთიერთობაში წარმოქმნილმა პრობლემებმა შეიძლება, ხისტი გადაწყვეტილების მიღება გაიძულოთ.
♍ქალწული
არახელსაყრელი დღეა, რომელიც განწყობისა უეცარ ცვლილებას და კონკურენტების ინტრიგებს უკავშირდება. ვარსკვლავები არ გამორიცხავენ, რომ თქვენს გზაზე სერიოზული დაბრკოლებები გაჩნდეს. გირჩევთ, ყველა საქმეში ინტუიციას დაეყრდნოთ. მეგობრების რჩევამ ან პარტნიორის ჩარევამ შეიძლება, ჩიხში შეგიყვანოთ. პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემები გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ გიბიძგებთ.
♎სასწორი
ამ დღის დასაწყისი ხელსაყრელია კოლექტიური მოქმედებებისა და ერთობლივი საქმიანობისთვის. ეცადეთ, პარტნიორებთან ურთიერთობის და კომერციული გარიგების დადების დროს რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ. მოსალოდნელია თაღლითობა ან ფინანსური ზარალი. დღის მეორე ნახევარში ახალი სასიყვარულო გამარჯვებები გელით.
♏მორიელი
არახელსაყრელი, კონფლიქტებითა და გაუგებრობებით სავსე დღეა. გარე სამყაროსთან სასტიკი შეტაკებები გელით. ეცადეთ, მოთმინება და გამძლეობა გამოავლინოთ. დღის მეორე ნახევარში ყველა კონფლიქტი მოგვარდება, მაგრამ შინაგანი დაძაბულობა და საფრთხის შეგრძნება კიდევ დიდხანს გაგყვებათ.
♐მშვილდოსანი
საკუთარი შესაძლებლობების ფხიზელი და ობიექტური შეფასება, კეთილშობილება და დიდსულოვნება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა ინტიმური ურთიერთობისთვის.
♑თხის რქა
ვარსკვლავები არ გამორიცხავენ, რომ თქვენს გზაზე სერიოზული დაბრკოლებები წარმოიშვას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ახალი იდეები სარისკო საქმიანობას უკავშირდება. გირჩევთ, ამ დღეს საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავოთ.
♒მერწყული
ტრანსფორმაციის დღეა. ცვლილებებს, რომლებიც უახლოეს მომავალში გელით, შეიძლება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მნიშვნელობა შედეგები მოჰყვეს, ამიტომ ეცადეთ, გონივრულად და წინდახედულად იმოქმედოთ. ამ დღეს უფრო ფრთხილი უნდა იყოთ, ვიდრე ოდესმე.
♓თევზი
ენერგეტიკული პოტენციალის ზრდის დღეა, რომელიც ხელსაყრელია სასამართლო დავების, საბუთების გაფორმების და საკუთარი ბიზნესის ორგანიზებისთვის. მოსალოდნელია დახმარება პარტნიორების მხრიდან. ერიდეთ უხეშობას, აგრესიას და საკუთარი სიმართლის ძალისმიერი მეთოდებით დამტკიცებას.
funtime.fe
1794592850
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: დასრულდა ვიზიტი ჰანგჯოუში, გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია
დასრულდა ჩვენი ვიზიტი ჰანგჯოუში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია, – ამის შესახებ საქართველოს...
1794590530
სპორტისაბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება
Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. ორგანიზა...
1794588914
საზოგადოებაპატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ჩვენი ქვეყნის წარსული ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი
ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ 100 ათ...
1794586790
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია
„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშ...
1794584581
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...


























