28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

გარემოსა და ადამიანების მიმართ მშვიდი და რაციონალური დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ ეს დღე წარმატებული გახადოთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ეცადეთ, გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოთ - ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ და სწორ მინიშნებებს მოგცემთ. ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ - ვიღაც ჭორებს გივრცელებთ. მოსალოდნელია პერსპექტიული ბიზნეს-წინადადებები.

კურო

გირჩევთ, რთული და მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმოთ. ხელსაყრელი დროა ახალი ცოდნის მიღებისა და უნარების გაუმჯობესებისთვის. საღამოს შეიძლება რაღაც უჩვეულო მოხდეს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ახალ გარემოებებს მოერგოთ. მოერიდეთ საკუთარ იდეებზე საუბარს, რომ ვიღაცამ არ მიითვისოს.

ტყუპები

დილით ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ უმჯობესია, ყველა რთული საქმე ამ დროისთვის დაგეგმოთ. შეიძლება საკუთარ თავში ახალი ნიჭი ან შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. საღამოს მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან დებატებში ჩართვას და კამათს - თქვენს აზრს მაინც არავინ გაითვალისწინებს და ნერვებს ტყუილად მოიშლით.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა. მოტივაცია არ გაკლიათ და მზად ხართ, რომ რთული საკითხები მოაგვაროთ. კოლეგების რჩევებს ყურადღებით მოუსმინეთ და შეიძლება პრობლემის მოგვარების გზა იპოვოთ. ხანმოკლე მგზავრობა თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება და ახალ შთაბეჭდილებებსაც მიიღებთ. თუ ამ დრომდე სწორად იმოქმედეთ, ამ დღეს შეიძლება საკუთარი შრომის შედეგებით დატკბეთ.

ლომი

მოულოდნელი სირთულეების გამო შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. გამოცდილი კოლეგების რჩევა უსიამოვნებებს თავიდან აგაცილებთ. დაფიქრდით, იქნებ საკუთარ შესაძლებლობებს აზვიადებთ? ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ არ აჩქარდეთ და თქვენი მომდევნო ნაბიჯი კარგად გათვალოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და პარტნიორს უფრო ხშირად დაეთანხმოთ.

ქალწული

ამ დღეს ურთიერთობები ემოციურად დაძაბულია. ეცადეთ, სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების მშვიდად და ტაქტიანად დარწმუნება შეძლოთ. შოპინგი იმედს გაგიცრუებთ, ამიტომ უმჯობესია, სხვა დღისთვის გადადოთ. მოულოდნელი სიახლე გეგების შეცვლას გაიძულებთ. ნუ იტრაბახებთ თქვენი წარმატებებით, ეცადეთ ურთიერთობებში უფრო მოკრძალებული იყოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ახალი ინფორმაციის მიღებისა და პროფესიული განვითარებისთვის. თქვენი პიროვნული ხიბლი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. გირჩევთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და მიზანს რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდებით. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ - ნუ იქნებით თითქმის უცნობ ადამიანებთან ზედმეტად გულწრფელი. რთულ სიტუაციებში თქვენს შინაგან ხმას უსმინეთ და გამოსავალს დაგანახვებთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/28-noembris-astrologiuri-prognozi-4522

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი