2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი გიორგი ლობჯანიძისგან - „საკმაოდ დიდი ცვლილება გვაქვს ცის კაბადონზე“
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
გიორგი ლობჯანიძე მორიგ ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს, სადაც ის 2025 წელზე და მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს.
როგორც თავად ამბობს, დედამიწა უკიდურესად მძიმე და კრიზისულ ვითარებას უახლოვდება, რაც მოქმედებს ადამიანთა განწყობაზე. გარდა ამისა, მოსალოდნელია რადიკალური რეფორმები, რაც ახლო მომავალში განხორციელდება.
ასტროლოგის თქმით, 2025 წელს სულ სხვა რეალობაში გავიღვიძებთ, ეს რეალობა კი მძიმე და მტკივნეული იქნება, თუმცა როგორც გიორგი ამბობს, სასიცოცხლოდ აუცილებელი. ეს ჭუჭყის მოშორებასა და ახალი გზების პოვნაში დაგვეხმარება.
გიორგი ასევე წერს, რომ მსოფლიო მასშტაბით, ბევრი მტრები შერიგდებიან და ისევ ერთად დაიწყებენ ბრძოლას.
„ნამდვილად, საკმაოდ დიდი ცვლილება გვაქვს ცის კაბადონზე. ტრანსფორმაციის, ნგრევის და განახლების მმართველი პლანეტა პლუტონი საბოლოოდ გადაბრძანდა 20 ნოემბრიდან მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში და დარჩება დაახლოებით 2044 წლის იანვრამდე.
ამ ტრანზიტზე სერიოზული სიახლეები გველოდება წინ და შეგიძლიათ კარგად ჩაუსხდეთ ჩემს სტატიას:
პლუტონი, რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული ამ წლის 20 ნოემბრამდე მოძრაობდა თხის რქაში, დაგვიტოვა დიდი პოლიტიკური ქარტეხილები. ვიხილეთ ბევრი მზაკვრობა, მუხანათური საქციელები და ა.შ. ბუნებრივია, გვქონდა კონსტრუქციულად აწყობილი სისტემებიც, თუმცა უკვე ახლა სულ სხვა რეალობაში შევდივართ და მოგვიწევს გამოწვევებს შესაბამისად ვუპასუხოთ.
თუ ჩვენ 2020 წლიდან მოყოლებული გადავხედავთ სხვადასხვა მეცნიერების მოსაზრებებს, ბევრი ერთხმად აღიარებს, რომ იწყება ეპოქალური გადასვლის ძვრები, შემოდის მერწყულის ხანა, ხოლო ნაწილი კი აანონსებს მის სრულ გააქტიურებას ოდნავ მოგვიანებით, როდესაც ეს აურზაური მორჩება და არითმეტიკულად დავემთხვევით ერთმანეთს, თუმცა, ფაქტი ერთია და ჯიუტი, რომ დედამიწა უკიდურესად მძიმე და კრიზისულ ვითარებას უახლოვდება, რაც მოქმედებს ადამიანთა განწყობაზე.
პლუტონი ასტროლოგიაში რიგით მესამე და ბოლო უმაღლესი პლანეტაა. მისი თემებია კარდინალური ცვლილებები, ასოცირებულია ენერგომუხტთან, ძალასთან, განახლებასთან, სიკდვილ-სიცოცხლის საკითხებთან. პლუტონი ერთგვარი სტრატეგიაცაა. ის მოქმედებს, როგორც ცალკე ინდივიდუალურ, ასევე მასობრივ პროცესებზე.
პლუტონი, საშუალოდ ერთ ნიშანში ჩერდება +-20 წელი და იქ ტოვებს იმ კონკრეტულ მონაკვეთში მკვეთრ სიახლეებს. ამ შემთხვევაში, რადგანაც მოქმედება ხდება მერწყულის ნიშანში, ეს უკვე რეფორმაა, სიახლე და რევოლუციაა, თუ რაში - დაბლა მოგახსენებთ:
პლუტონი ყველაფერ დრომოჭმულს, ძველს ანგრევს, უბრალოდ სააშკარაოზე გამოაქვს დაგროვილი პრობლემები, ხოლო პრობლემის წინაშე დამდგარი საზოგადოება როგორ მოიქცევა ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. თხის რქაში ტრანზიტის დროს დაგროვდა უამრავი პრობლემა, იერარქთა თარეში, გავლენებისა და სტატუსის ყვირილი, ახლა კი რადიკალური რეფორმების დროა, რაც აღარ დააყოვნებს.
მე, არაერთხელ დავწერე და ვიტყვი ახლაც, რომ 2025 წელს სულ სხვა რეალობაში გავიღვიძებდით, ეს რეალობაც მოდის, რომელიც იქნება მძიმე და მტკივნეული, თუმცა სასიცოცხლოდ აუცილებელი, რათა შევძლოთ ჭუჭყიდან გამოსვლა ან რაიმე გზების პოვნა.
დროთა განმავლობაში საჯარო ასპარეზზე გამოვა სოციუმში დაგროვილი ის საკითხები, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ნეგატიურად დალექილი. საზოგადოება დაიწყებს მიღმიური სამყაროს კვლევას, კოსმოსის შესწავლას, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მეცნიერულ მიღწევებსა და აღმოჩენებზე.
მერწყული ეს კოლექტივია, საჯაროობაა, განასახიერებს რეფორმებს, ცვლილებებს, სოციალურ პროცესებს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის თემებს, სქესობრივ საკითხებს, ამ ტრანზიტებზე გადაეხედება განათლებისა და ტელე-რადიო მაუწყებლობის მუშაობასაც, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი რამ ჩაირეცხება და გაშიშვლდება საჯაროდ.
მთავარია, რომ შევძლოთ ამჟამინდელი რეალობის აღქმა, მიღება და პერსპექტივების გამოყენება.
პლუტონი მერწყულში, კარგად რომ წარმოგადგენინოთ ესაა პოსტსაბჭოური წყობა. ძალაუფლება მუშათა კლასს, ძირს ბატონი - მაღლა მუშა! დაახლოებით, ასეთია მისი დევიზი!
სწორედ ამ 20 წლიან ციკლში გველოდება ხალხის არნახული გააქტიურება სხვადასხვა ფლანგზე, არაა გამორიცხული რეფერენდუმის ცვლილებაც, არჩევნების, თუნდაც, ალტერნატიული გზების მონახვა და სხვა ...
უამრავი კარგი კადრი დაიბადება. შესაძლოა მივიღოთ ახალ-ახალი გაერთიანებები, ჯგუფური, კოლექტიური სამუშაოს იდეები დაიდებს ბინას. ბევრი მხარე შეკავშირდება და შეთანხმდება ერთობლივი გეგმების ამუშავებაზე, რაც საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს. ბევრი მტრები შერიგდებიან და ისევ ერთად დაიწყებენ ბრძოლას. ბუნებრივია, არის გაუგებრობის შანსებიც, მაგრამ პლუტონი ესაა მეგა პროექტები, მსხვილი იდეები, ამიტომ ამ მსხვილ ინვესტიციებს შესაბამისი მეგობრობაც ახლავს თან.
აღარაფერს ვამბობ ტექნოლოგიურ სამყაროზე: ისედაც, ჯერ ბოლო 20 წელიწადში რამხელა ნახტომი გვაქვს და ახლაა - სულ აიშვებს! მერწყული ეს ხომ ტექნიკაა. ამიტომ, თქვენ ნელ-ნელა ნახავთ მფრინავ მანქანებს, საფრენ საშუალებებს, რობოტების მომრავლებას და ა.შ. მოკლედ, აქ სრული შოკი გველის წინ.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არსებობს სიტუაციების დადებითი განვითარება და გვაქვს უარყოფითიც.
უარყოფითად განვითარების შემთხვევაში, მივიღებთ ერთ გუნდს ან ერთ მმართველს ქვეშ მოქცეულ სამყაროს, დიქტატურას და მბრძანებლობას. ვერც რობოტებით ვიხეირებთ დიდად და ვერც მსგავსი რეფორმებით, მაგრამ მოსახდენი ბოლოს მაინც მოხდება, მთავარია ადამიანებმა ფართოდ გაახილონ თვალი და შეძლონ სწორი შეფასების მიცემა იმაზე, რაც ხდება ამ წამს მსოფლიოში.
დამატებით, უარყოფითად განვითარების შემთხვევაში - ატომური ომები ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ამ ტრანზიტის მიმდინარეობისას.
მოკლედ, გასაკერხერებელი უნდა გაკერხერხდეს, მთავარია ერთმანეთის გატანა და სიყვარული, რაც ესოდენ აკლია დღევანდელ საზოგადოებას!
როგორც პოზიტივს, ისე ნეგატივს ჩვენ თავად ვქმნით, მაშასადამე საით წავა მსოფლიო ჩვენზეა დამოკიდებული! თუ ვეცდებით გამოღვიძებას გადავრჩებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწვევს სხვა გზების პოვნა!
რაც შეეხება, ნატალურ რუკაში ძლიერ პლუტონს: ბუნებრივია, იგი აყალიბებს შემდგარ პიროვნებას, რომელსაც ძალუძს სიტუაციების მართებულად წაკითხვა და გააზრება, სისტემური მსჯელობა.
დაზიანების შემთხვევაში მეტი ბლოკები ადევს ინდივიდს თავზე, რასაც სჭირდება ეტაპობრივი მუშაობა და გახსნა იმ არხებისა, საიდანაც უნდა მიიღოს პროდუქტი. პლუტონური ტრანსფორმაციები დროში გაწელილი პროცესია, ხოლო ზუსტად რა დრო ესაჭიროება საკითხის ბოლომდე გაცნობიერებას ეს უკვე პირადი ამბავია, რაც გადის მოთმინებასა და ნებელობაზე.
ბოლოს კი გეტყვით, რომ დიდი ინგრესია გვაქვს ცის კაბადონზე და ვიმედოვნებ ბევრ კარგ გაერთიანებას და პროექტს ვიხილავთ მომდევნო წლებში, რაც ძალიან გვჭირდება ამ დაძაბულ დროში!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
1733344800
ჰოროსკოპი5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ეცადეთ, მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ. ხელსაყრელი დღეა რთული პროექტების დასასრულებლად, რომლები...
1733341279
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრომ დევნის ბრალდებით ალექსანდრე ელისაშვილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი - ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს...
1733340128
ახალი ამბებიამ ქუჩაზე გადაადგილება იზღუდება! - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
5 დეკემბრიდან ლიახვის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდებაკომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ლიახვის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების, როგორც სასმელი...
1733337209
საზოგადოებამეუფე იობი: ზვიად გამსახურდიას შემდეგ, მეორეა ეს მთავრობა, რომელმაც ეროვნულ პლატფორმაზე დააყენა ქვეყანა - სამწუხაროა, ამ პროცესებში სასულიერო პირები რომ ერთვებიან და არასწორ პოზიციას აფიქსირებენ, ეს არის საშინელება
„ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა.ზვიად გამსახურდიას მერე, მეორეა ეს მთავრობა, რომელმაც ეროვნულ პლატფორმაზე დააყენა ეს ქვეყანა“, - განაცხადა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობიმ ქადაგებისას. მისი თ...
1733334634
სოციალური მედია„ქართველ, ყოვლის მცოდნე დედებს მივმართავ...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ყიფშიძე
დაახლოებით 1 წელია მსახიობი გიორგი ყიფშიძე ცოლს ენი გასიევას გაშორდა. მას შემდეგ, სოციალურ ქსელში წყვილის პირად ცხოვრებას საჯაროდ ხშირად განიხილავდნენ და წერდნენ, რომ ენიმ შვილები მიატოვა. როგორც ცნობ...