27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ფრთხილად იყავით ურთიერთობის დროს - გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. უარი თქვით სარისკო წინადადებებზე და მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ. დაეხმარეთ ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება - ეს თქვენს თვითშეფასებას გაზრდის. პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია ცვლილებები. ეცადეთ, ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ.
კურო
მოერიდეთ ექსპერიმენტებში და საეჭვო საქმიანობებში ჩართვას. გახსოვდეთ, რომ ხელი არ უნდა მოჰკიდოთ საქმეს, რომელშიც ცუდად ერკვევით. არსებობს მნიშვნელოვანი ნივთის დაკარგვის ან უსიამოვნო სიტუაციაში ჩავარდნის რისკი. არ დაგავიწყდეთ საყვარელი ადამიანებისთვის თბილი სიტყვების თქმა და გრძნობების გამოხატვა.
ტყუპები
სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში, ნურავის ანდობთ პერსონალურ ინფორმაციას და ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან. შურიანი ადამიანი თქვენთვის ხაფანგის დაგებას ეცდება, მაგრამ არახელსაყრელ მდგომარეობაში თავად აღმოჩნდება. ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ ავანტიურებსა თუ სარისკო პროექტებში მონაწილეობას.
კირჩხიბი
ნურავის მისცემთ თქვენით მანიპულირების უფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცამ თქვენი სიკეთით ბოროტად ისარგებლოს. ყურადღებით განიხილეთ სარისკო შეთავაზება და ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ. ფრთხილად - კოლეგებთან დავა შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. გამონახეთ დრო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის - მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
ლომი
სტრესული დღეა. ეცადეთ ყველა პროცესი აკონტროლოთ, რათა მძიმე და გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ. გაუფრთხილდით საკუთარ დროს და უტოპიურ, არაფრის მომცემ პროექტებზე ნუ დახარჯავთ. ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელზედაც შეიძლება მალე დამოკიდებული გახდეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, ის გიკარნახებთ ვინ არის ორპირი და მოღალატე თქვენს გარემოცვაში.
ქალწული
შესაძლოა, ახალმა ნაცნობებმა თქვენი მოტყუება სცადონ და განგებ, არასწორი ინფორმაცია მოგაწოდონ. რაც არ უნდა გითხრან, არაფერი დაიჯეროთ და ყველა ფაქტი თავად გადაამოწმეთ. რთულ სიტუაციებში პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ და უკან არ დაიხიოთ. არ არის გამორიცხული ოჯახური უთანხმოება, ამიტომ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საღამო სახლის გარეთ გაატაროთ.
სასწორი
მას, ვინც ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვას და კომპრომისზე წასვლას შეძლებს, ვარსკვლავები წარმატებას ჰპირდებიან. თუ ჯანმრთელობის დაზიანება არ გსურთ, უსმინეთ საკუთარ სხეულს და დასვენების საშუალება მიეცით. მოერიდეთ თვითმკურნალობას და პრობლემების შემთხვევაში დახმარებისთვის ექიმს მიმართეთ. შესაძლებელია, ახალი პარტნიორები ან გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდნენ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/27-noembris-astrologiuri-prognozi-4521
1733377234
ახალი ამბები🎥 ვრცელდება კადრები, სადაც ალეკო ელისაშვილი ალი ბაბაევს ფიზიკურად უსწორდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი - ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს....
1733375299
საზოგადოებარუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 დეკემბერს აქციის მონაწილეებს პოლიციის წინააღმდეგ არც პიროტექნიკა და არც სხვა სახის აალებადი ნივთიერებები გასული დღეებისგ...
1733344800
ჰოროსკოპი5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ეცადეთ, მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ. ხელსაყრელი დღეა რთული პროექტების დასასრულებლად, რომლები...
1733341279
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრომ დევნის ბრალდებით ალექსანდრე ელისაშვილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი - ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს...
1733340128
ახალი ამბებიამ ქუჩაზე გადაადგილება იზღუდება! - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
5 დეკემბრიდან ლიახვის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდებაკომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ლიახვის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების, როგორც სასმელი...