29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

თუ არასტანდარტული მეთოდებით იმოქმედებთ, მიზნის მიღწევა უფრო გაგიადვილდებათ. იგივე ეხება გარშემო მყოფებთან ურთიერთობას. დღევანდელი მოვლენები საინტერესო შესაძლებლობებს და კეთილდღეობის შანსს გთავაზობთ. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა და ვარჯიში ემოციური სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ, თუმცა ზედმეტი დატვირთვა არასასურველია.

კურო

პრობლემებით სავსე, რთული დღეა. ერთდროულად რამდენიმე საკითხის გადაჭრა და სწრაფი რეაქციის გამოჩენა დაგჭირდებათ. შესაძლოა, გეგმების შეცვლა და სხვისი საკეთებელი საქმის კეთება მოგიწიოთ. მხოლოდ ინტუიციის იმედად ნუ იქნებით - უმჯობესია, ფაქტები გადაამოწმოთ და თავი დაიზღვიოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ეცადეთ, ფეხით მეტი იაროთ ან სპორტდარბაზში ივარჯიშოთ.

ტყუპები

ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ, კამათში არ ჩაერთოთ და ურთიერთობის გარკვევა არავისთან სცადოთ. ნუ იდარდებთ, თუ გარშემომყოფები თქვენ და თქვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს ხშირად აკრიტიკებენ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით და უარი თქვით საეჭვო პროექტებში ჩართვაზე, რათა პრობლემები თავიდან აიცილოთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და ძალების აღდგენას.

კირჩხიბი

დილიდან მცირე, თითქმის უმნიშვნელო პრობლემებს ებრძვით. დროა, ძალები ახალ საქმეში მოსინჯოთ, საჭირო ინფორმაციას დაეუფლოთ და სასარგებლო გამოცდილება მიიღოთ. ცხოვრების შეცვლას ნუ იჩქარებთ - ყველა ცვლილება ხანგრძლივ ფიქრს და საგულდაგულო დაგეგმვას მოითხოვს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ და პროცესებში არ ჩაერიოთ.

ლომი

მთავარია, საკუთარი შესაძლებლობების გწამდეთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. რთული და უსიამოვნო საკითხების მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ. ამ დღეს შეიძლება ახალი თანამოაზრეები იპოვო და ის გაიცნოთ, ვისაც მომავალს დაუკავშირებთ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

ქალწული

რთული და ემოციურად დაძაბული დღეა. იძულებული ხართ, სხვადასხვა ადამიანის განწყობას „მოერგოთ“ და საერთო ენა გამონახოთ. წვრილმანის გამო ნუ დაიწყებთ ჩხუბს საყვარელ ადამიანებთან. ეცადეთ, უფრო დამთმობი და მეგობრული იყოთ. უმჯობესია, ამ დღეს ურთიერთობა შეზღუდოთ - სასურველ შედეგს მარტო მუშაობით უფრო მიაღწევთ. არსებობს შანსი, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის და მიმდინარე მოვლენებზე გავლენას მოახდენს.

სასწორი

ამ დღეს ინტუიცია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, რომლებიც უჩვეულო იდეებს გპირდებათ. ახლობელ ადამიანებს სჭირდებით, ეცადეთ, მათთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მოერიდეთ გულწრფელობას უცნობ ადამიანებთან. დროა, ილუზიებისგან გათავისუფლდეთ და იმ ადამიანის გვერდში იყოთ, ვინც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/29-noembris-astrologiuri-prognozi-4524

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795284610

სპორტი

ალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა

ალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.  2026 წლის 21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში (ABHA Arena) გამართულ ღონისძიებაზე, 3 რაუნდიანი შეხვედრა მექსი...

ალექსანდრე თოფურია

1795283354

საზოგადოება

გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საშუალება არ აქვთ სპეცრაზმის გამოყენებითა და ნიღბიანი ადამიანებით შემოვარდნენ, მაგრამ რისი საშუალებაც აქვთ ეს არის, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედის“ დახურვის რეალური მიზანი რაც არის, იმას მხარი დაუჭირონ

7 ნოემბერს ნიკა გვარამია პროკურორი რომ იყო და მას რომ არ მოეწონა „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა, ადგნენ და შემოვარდნენ სპეცრაზმით „იმედის“ ტელევიზიაში და ქვა-ქვაზე არ დატოვეს ამ შენობაში, - განაცხადა გა...

არჩილ გორდულაძე

1795281903

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა

ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი.ან ოჯახებს როგორ დაითვლი, როდესაც საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გ...

ლაშა გეგეჭკორი

1795280910

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოები იდგებიან იმ ადგილზე და იმ სიმაღლეზე, რომ ამ ქვეყანაში ვისაც უნდა ხელისუფლებაში დამხობით მოვიდეს, ვერც ხელისუფლებას და ვერც კონსტიტუციურ წყობილებას ვერ დაამხობს

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შსს, პარლამენტის დეპუტაცია, უკლებლივ ყველა 4 ოქტომბრის წინ განცხადებებს ვაკეთებდით და ვამბობდით, რომ 4 ოქტომბერს ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს, მაგრა...

არჩილ გორდულაძე

1795280410

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის გამოსვლებზე: განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს

განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს, - ასე შეაფასა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუ...

თორნიკე ჭეიშვილი