4 დეკემბერს მზის სრული დაბნელებაა - ასტროლოგი გვირჩევს!

4 დეკემბრის მზის სრული  დაბნელება მშვილდოსნის 12*22’ პიკით  თბილისის დროით 11:43 წუთზე.
მოგეხსენებათ, უძველესი დროიდან, რამხელა ყურადღება ეთმობოდა დაბნელებებს, მათ ათასგვარ საშინელებებს მიაწერდნენ, ზოგი წინასწარმეტყველებები შეუცდომლად, ზუსტადაც კი მართლდებოდა, თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ არც მზის და არც მთვარის დაბნელებები ვერ და არ ახდენენ ზეგავლენას იმ რუკებში, სადაც არ მოდიან შეხებაში თქვენს პლანეტებთან, ასცენდენტთან,  ან სხვა მნიშვნელოვან წერტილებთან.  

ეკლიპსები აგრეთვე მოქმედებს იმ ადამიანებზე, ვისი დაბადებაც რომელიმე დაბნელების უშუალო სიახლოვეს მოხდა. აქვე ვიტყვი, რომ მიუხედავად ასეთი ჩვენებების არსებობისა, შესაძლოა რომელიმე ეკლიპსმა მაინც ძალზე უმნიშვნელო, ან საერთოდაც არანაირი გავლენა არ მოახდინოს თქვენზე, რადგან იმ ქვეყნის ტერიტორიაზე სადაც თქვენ ცხოვრობთ, დაბნელება არ იყოს ხილული.

4 დეკებრის მზის დაბნელება ხილვადი იქნება ანტარქტიდაში, სამხრეთ აფრიკაში და ავსტრალიის ნაწილში. შესაბამისად, ევროპის კონტინენტის ქვეყნებისათვის და მათ შორის საქართველოსთვის, მისი გავლენა ძალზე სუსტად იქნება გამოხატული.
აქედან გამომდინარე, შფოთვა იმაზე, რომ დაბნელების წერტილი უძრავ ვარსკვლავ რასტაბანს უერთდება, რა შესაძლო  ნეგატივის მომტანია, ეს ამბავი, ცოტა უსაფუძვლოდ მეჩვენება.
უბრალოდ, მივუყვეთ და გავაანალიზოთ.  დავიწყოთ გრადუსით - მშვილდოსნის მე-13 გრადუსის დეინ რედიარდისეულ განმარტებაში ვკითხულობთ: "ქვრივის წარულს ფარდა ეხდება, ძველი ქმედებების კარმა გავლენას ახდენს ახალი ციკლის შესაძლებლობებზე. არის სხვა განმარტებებიც - იზრაიტელის მიხედვით. ეს არის კაცი, რომელიც ბედავს  ყველაფერზე წავიდეს და გარისკოს რათა ის მიიღოს, რაც სურს. არის კიდევ განმარტება ზურგს უკან ხელებშეკრული კაცისა...

როგორც ხედავთ, სხვადასხვა ასტროლოგები სხვადასხვა ინტერპრეტაციას იძლევიან გრადუსებისათვის და ძნელი სათქმელია, თუ რომელი ცდება...

ეს დაბნელება 152 საროსიდანაა (საროსი არის დროის შუალედი, რომლის შემდეგაც მთვარისა და მზის დაბნელება დაახლოებით იგივე თანმიმდევრობით მეორდება), ამიტომ ის 2003 წლის 23 ნოემბრის გაბნელების მსგავსი გამოდის. შესაძლოა, მოიტანოს დაახლოებით ის თემები, რაც მაშინ ჩვენს ცხოვრებაში ხდებოდა. ან შესაძლოა ახლა მომხდარი ამბების ექო ვიგრძნოთ 2039 წლის დეკემბერში.

რა  თემები აბარია მშვილდოსანს?

ექსპანსია, გაფართოება, როგორც სოციალური, ისე მენტალური და ცხოვრებისეული ფილოსოფიის თვალსაზრისით. მშვილდის მიშანი ასევე უცხოეთსაც აღნიშნავს; ის განკარგავს საკონსტიტუციო და უზენაეს  სასამართლოებს, სამინისტროებს, მინისტრებს, ელჩებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, მსხვილ სავაჭრო ცენტრებს, კონცერნებს და ასე შემდეგ ასე შემდეგ... ყველაფერი, რაც მშვილდოსნის ტერიტორიაზე ხვდება თუ ხდება, ექვემდებარება ზრდას და გაფართოებას. 

ამჯერად, მზისა და მთვარის შეერთებასთან ერთად, აქ მერკურიც ემატება, რაც  ახალი ინფორმაციის გაჟღერებას უნდა ნიშნავდეს წესით. მაგრამ ვინაიდან მერკური ჯერ ისევ მზისთან მისი ზედმეტი სიახლოვის გამო დამწვარია, უნდა ვიგულისხმოთ, რომ  პირიქით - რაღაც მნიშვნელოვან ინფორმაციას  დაგვიმალავენ, მიგვიჩუმათებენ. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ეცდებიან. და თუ გრადუსის ერთ-ერთ, უკვე ნახსენებ  განმარტებას გავიხსენებთ, ეს შესაძლოა იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ შესაძლოა სიმართლისათვის მებრძოლ ადამიანებს დაბორკილი ხელებიც კი შეუხსნას!

ძალიან ნიშანდობლივია, რომ მერკური ზუსტ ოპოზიციაში უდგას ტყუპებში, მე-16 გრადუსზე მდგომ ლილიტს, რომელიც ასევე პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ რაღაცას აშკარად გვატყუებენ.

დაბნელების წერტილს ასევე კვადრატი აქვს ნეპტუნთან, კიდევ ერთი ხაზგასმა ილუზიებზე და მსხვილ აფერაზე. არის ასევე  სექსტილი სატურნთან და ტრინი ქირონთან. ეს უკანასკნელი სიტუაციას  ისე წარმოაჩენს ხოლმე, რომ თეთრი შავი გეგონება და შავი  კი თეთრი. ამიტომ, მთელი იმედები ახლა სატურნზეა. მის უნარზე იდგეს მყარად,  გამოგვადგეს საყრდენად, გამოიყენოს მთელი ცხოვრებისეული სიბრძნე და არ შედრკეს მიზნის მისაღწვად დაწყებულ ბრძოლაში.

და ბოლოს, უნდა უსათუოდ ინახოს ისიც, თუ  რას აკეთებს  თავად დაბნელების ნიშნის, ანუ მშვილდოსნის მმართველი იუპიტერი? ის ახლა მერწყულშია,  რაც ნიშნავს, რომ ძლიერია ცვლილებების მოთხოვნილება და თავისუფლების სურვილი. სამწუხაროდ იუპიტერი მარსთან დაძაბულ ასპექტში მოდის. ეს კი შეუძლებელს ხდის ამ ეტაპზე მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ვინაიდან და რადგანაც ჩვენი აქტიური ქმედებები არ ხორციელდება სწორი მიმართულებით.

ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით, საბოლოო სურათი ასეთია - ჯერჯერობით ძვრები არ ჩანს. და ვიდრე მხოლოდ იმ იმედით ვიცხოვრებთ, რომ ვიღაც გამოჩნდება და ჩვენს გასაკეთებელსაც ის გააკეთებს, არაფერიც არ შეიცვლება და მით უმეტეს არ გამოსწორდება. ჰოდა, დასკვნები თქვენთვის მომინდვია!

რჩევებს რაც შეეხება, რჩევები ტრადიციულად იგივეა, დაბნელებას პლიუს-მინუს 3 დღე არაფერს მნიშვნელოვანს და ახალს არ ვიწყებთ. სასარგებლოა ლოცვა, მედიტაცია, სანთელი და ცეცხლის ენერგიასთან ურთიერთობა. დაასვენეთ ორგანიზმი, მაგრამ არ მოადუნოთ გონება - იფიქრეთ, რით შეიძლება  შევეშველოთ სამყაროს უკეთესი მომავლის შექმნაში.

ხათუნა ნოელი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794380623

საზოგადოება

გიორგი ბუტიკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს

„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ არ უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩის გარდა და წინააღმდეგობის გარდა [გზა] არ არსებობს, - ამის შეს...

გიორგი ბუტიკაშვილ

1794378497

ახალი ამბები

მოქალაქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა და მიიმალა - პოლიციამ ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამო...

დაკავება და ბორკილები

1794378286

ახალი ამბები

რუსთავში მომხდარი ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშ...

ავარია რუსთავში

1794377905

ახალი ამბები

„უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს, რაც უკანონოდ გაავრცელა“ - დაკავებულია 1 პირი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატ...

დაკავება დაკავება

1794377250

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: იმდენად ცნობილია ის ანტიკონსტიტუციური მასშტაბი, რაც ამ ხუთ პარტიას გააჩნია, რომ ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება

„იმდენად ცნობილია ის ანტიკონსტიტუციური მასშტაბი, რაც ამ ხუთ პარტიას გააჩნია, რომ ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება“, - განუცხადა ჟურნა...

დავით მათიკაშვილი