“ამ 2-3 დღის მანძილზე თავი შეიკავეთ ზედმეტი კამათისგან” - ასტროლოგ გიორგი ლობჯანიძის რჩევები სავსემთვარეობასთან დაკავშირებით
ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე" ივნისის სავსემთვარეობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან რჩევებს აძლევს მკითხველს:
"მნიშვნელოვანი სავსემთვარეობა გველოდება ივნისის 14 რიცხვში, პიკი - თბილისის დროით 15:51 საათზე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში.
➡️ გეტყვით იმას, რომ ამ დროს დღის და ღამის მმართველებს შორის არის სრული ოპოზიციაც, რაც თავისთავად ცხადია, რომ ქმნის მეტ დაძაბულობას და კონფლიქტებს, ამიტომაც თხოვნა მექნება, რომ ამ 2-3 დღის მანძილზე შეიკავოთ თავი ზედმეტი კამათისა და გაუგებრობებისგან.
მშვილდოსანი - ესაა მუტაბელური ჯვრის წარმომადგენელი, ცეცხლის სტიქია. გამოირჩევა გულუხვობით, ბრწყინვალე ინტელექტით და მორალური ბუნებით. დადებითად განვითარების შემთხვევაში მეტად პოზიტიურია, ბევრს ხუმრობს, სიხარულს და ცოდნას, სულიერებას უზიარებს სოციუმს, უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ვიღებთ ცრუ, უინტელექტო, მოხეტიალე, შეუვალ არსებას.
ტყუპები - მუტაბელური ჯვარი, ჰაერის სტიქია. ოპოზიციური ღერძია ტყუპები-მშვილდოსნის დუეტი. გახლავთ 12 ზოდიაქოს შორის საუკეთესო მოსწავლე, იღებს და ითვისებს ინფორმაციას საკმაოდ მარტივად, ასევე არ უჭირს მისი გაცემაც. არის კარგი ორატორი, კონტაქტური, კომუნიკაბელური, გონებამახვილი, ნოვატორული. აკლია სიღრმე, ხშირად - ზედაპირული და ცვალებადია, უჭირს საიდუმლოს შენახვა და სიჩუმე, სჩვევია დაწყებული საქმის მიტოვება.
სწორედ ახლა, ამ სავსმეთვარეობის მთავარი ამოცანა იქნება:
რამდენად შეგვიძლია სწავლა და გააზრება, ასევე კრიტიკული ვითარებიდან უმტკივნეულად გამოსვლა?
ასევე, რამდენად შეგვიძლია რომ ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში?
- ამ სავსემთვარის მშვილდოსნის 23°25 გრადუსზე - გვექნება დადებითი ასპექტი პლანეტა სატურნზე, მაგრამ ნეგატიური პლანეტა ნეპტუნზე. რაც თავის მხრივ შემოიტანს პოზიტივთან ერთად გაუგებრობებსაც.
➡️ ნეპტუნთან კვადრატურის დროს უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ არ წამოეგოთ სხვათა ხაფანგში. არაა გამორიცხული, რომ სწორედ ახლა ადგილი ჰქონდეს სერიოზულ სიცრუეს, ტყუილს, რის მეშვეობითაც თქვენ გახდეთ იმ ადამიანთა საქმის მსხვერპლი, ვისი ჩანაფიქრიც ხართ.
- ძალიან მარტივად შეიძლება, რომ დაიძაბოს სიტუაცია ან უბრალოდ მივიღოთ დაპირისპირების ტალღა, ისე რომ ვერც კი გააცნობიეროთ რა ხდება ამ დროს კი მხოლოდ ერთი მხარის წისქვილზე დაასხამთ წყალს, რომ გაახელთ თვალს მერე ინანებთ.
- არ გამიკვირდება თუკი ახლა რაიმე ახალი, პატარ-პატარა ეპიდემიური თემებიც წამოიწევა წინა პლანზე. დაიცავით ჰიგიენა!
➡️ სატურნთან სექსტილით კი შანსები იქნება, რომ ბევრმა თქვენგანმა დიდი ხნის გაწელილი და მოუგვარებელი გეგმები ახლა დაიწყოთ ან დაამთავროთ ან მიუჩინოთ ის ადგილი, რაც მას ეკუთვნის. კარგი დროა ორგანიზატორული ნიჭის და უნარების გამომზეურებისთვის. სხვადასხვა სახის ღონისძიებებისა და პროექტების მომზადებისთვის.
➡️ შანსები, როგორც ხედავთ არსებობს იმისა, რომ გარკვეულწილად დალაგდეს ვითარება, მაგრამ სრულებით ეს ჯერ ვერ მოხდება. ასეთი მძიმე კვადრატურა მომდევნო 2 კვირის მანძილზე გამოიწვევს რყევებს, არაა გამორიცხული გენერალიზებული შეტევებიც კი დაიწყოს, თუნდაც საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, იქ სადაცაა ახლა გაჩაღებული ეს ცეხცლი.
- მე მეტსაც გეტყვით, რომ სავსე მთვარიდან - სავსე მთვარემდე, ანუ 14 ივნისიდან 13 ივლისამდე - ბევრი თქვენგანი გაწერს თავის სამომავლო გეგმებს, მაგრამ განვმეორდები: ეცდებიან ცალკეული პირები, თუ ორგანიზაციები, ხალხის თუ კონკრეტული ინდივიდების ანკესზე წამოგებას, ფსიქიკაზე თამაშს და არაა გამორიცხული რომ ბევრი მსვლელობაც და სიტუაციის დაძაბვაც ვიხილოთ და იმედი მაქვს სატურნის პოზიტიური ასპექტი აქ დაარბილებს სიტუაციას, თორემ ვიხილავთ უმართავ ნაკადს. რომელიც ტყუილი, ცრუ - გონდაკარგული ცხოველივით დაიწყებს შეტევას.
ისე კი ამ ხანებში, განსაკუთრებით ამ 2-3 დღის მანძილზე არ გირჩევთ:
❌ ბინის ყიდვა - გაყიდვა
❌ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან მუშაობა
❌ დაოჯახება
❌ ტექნიკის შეძენა
❌ ხანგრძლივი გეგმების გაწერა და სხვა ... ნაკლებად იმუშავებს.
კარგია, თუკი გექნებათ:
✅ ბუნებასთან შეხება
✅ იქნებით მეგობრულ გარემოში
✅ კონტრასტული შხაპი
✅ კანონების შესწავლა
დანარჩენს კი ეტაპობრივად ვნახავთ და მოგაწვდით წერილობითი ფორმატით.
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით!"
1794764373
ახალი ამბებიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...
1794761277
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...
1794759304
მსოფლიოირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...































