“იწყება ფინანსური და საქმიანი აქტივობებისთვის კარგი პერიოდი” - ასტროლოგი ხათუნა ნოელი
"ადამიანები შესაძლოა ცოტა უფრო მეტად კრიტიკულები და დოგმატურები გახდნენ თავიანთ საუბრებში, სამაგიეროდ მშვენიერი პერიოდია ფინანსური და საქმიანი აქტივობებისთვის," - ასტროლოგი ხათუნა ნოელი მერკურის ქალწულის ზოდიაქოში გადასვლის პერიოდის შესახებ აკეთებს განმარტებას:
"4 აგვისტოს, 10:58-ზე ჩვენი მენტალობისა და გონების მმართველი პლანეტა მერკური ტოვებს ლომის ზოდიაქოს და თავისი მმართველობის ნიშანში - ქალწულში გადადის.
ამ ინგრესიის შედეგად ჩვენი აზროვნება გახდება მეტად უფრო პრაქტიკული, რეალურ შედეგებზე გათვლილი, წინ წამოიწევს:
•გრძელვადიან საქმეებზე მუშაობის სურვილი
• ორგანიზებულობა
• სიზუსტე
• აკურატულობა
• წესრიგი
• დეტალებზე ყურადღების გამახვილება
• გართობები უკანა პლანზე გადავა
• თუმცა ამავდროულად გაიზრდება იმის ალბათობა, რომ ზედმეტმა ჩაკირკიტებამ წვრილმანებისადმი, პრეტენზიულობამ , ეჭვიანობამ, თუ გადამეტებული სიფრთხილის გამოჩენამ, გამოიწვიოს დაძაბული სიტუაციები
• ადამიანები შესაძლოა ცოტა უფრო მეტად კრიტიკულები და დოგმატურები გახდნენ თავიანთ საუბრებში.
სამაგიეროდ მშვენიერი პერიოდია ფინანსური და საქმიანი აქტივობებისთვის, რადგან როგორც იცით, მერკური არამარტო ურთიერთობებს კურირებს, არამედ ის კომერცისაც წარმართავს.
ვისაც პლანეტა მერკური ქალწულში, ან სხვა მიწის ნიშნებში ჰყავთ, უკვე თამამად შეუძლიათ დაგეგმილი საქმეები წამოიწყონ. ხელი შეეწყობათ ასევე მათაც, ვისაც ქალწულის, თხის რქის ან კუროს ნიშანი აქტიური ჰყავთ. დანარჩენებსაც, ცხადია, არ გვაწყენს, თუ მეტ ლოგიკურობას და პრაქტიციზმს გამოვიჩენთ.
ქალწული ერთადერთი ნიშანია მთელ ზოდიაქალურ წრეზე, რომელიც ქალის სიმბოლიზმითაა გამოხატული. უბიწო ქალწული ითვლება უმაღლესი სიწმინდის განსახიერებად. შესაბამისად, ეს პერიოდი ბევრი არასაჭირო თვისებისგან, თუ უბრალოდ გასნაწმენდად უნდა გამოვიყენოთ.
მერკური არის ასტროლოგიის, მათემატიკის, ბიზნესის, მწერლების, მასწავლებლების, მოლარეებისა და მასმედიის სიგნიფიკატორი. . მერკურის ტრანზიტი აუცილებლად მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას ამ სფეროებთან დაკავშირებულ ადამიანებზე.
რაღა თქმა უნდა ეს ტრანზიტი აუცილებლად შეეხებათ იმ ადამიანებს, ვისაც პლანეტა მერკური ქალწულში, ან სხვა მიწის ნიშნებში ჰყავთ, მათ შეუძლიათ აქამდე დაგეგმილი საქმეები წამოიწყონ. ხელი შეეწყობათ ასევე მათაც, ვისაც ქალწულის, თხისრქის ან კუროს ნიშანი აქტიური ჰყავთ.
მერკურის ვიზიტი ქალწულის ნიშანში
26 აგვისტომდე გაგრძელდება."
წყარო: "ასტროზონა"
1794761277
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...
1794759304
მსოფლიოირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...
1794750294
ახალი ამბებისაახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
16 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, შპს „თბილსერვის ჯგუფი” ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრ...































