„ხარჯის მომენტი სასწაულად ძლიერია“ - როგორი ფინანსური მდგომარეობა ელოდება აგვისტოში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
„ყველა ზოდიაქოს აქვს სფერო, სადაც განსაკუთრებით კარგად ავლენს საკუთარ თავს. აგვისტო გვიახლოვდება, ვემზადებით დასვენებისთვის, რასაც ხარჯები მოაქვს.
აგვისტო განეკუთვნება ლომის ზოდიაქოს, ლომი კი ყველაზე მხარჯველ ნიშანში გადის. ფულს ხარჯავს სიამოვნებისთვის, კულტურულ-გასართობ ინდუსტრიაზე, მგზავრობა-მოგზაურობისთვის, ფუფუნებისთვის, ამიტომ როცა მზე გადადის ლომში, მით უმეტეს, როცა ვენერაც იქ არის, ხარჯის მომენტი სასწაულად ძლიერია.
5 აგვისტოს შემდეგ, ხარჯვის მომენტი სხვა ელფერს შეიძენს, რადგან ვენერა, რომელიც ფინანსების ერთ-ერთი პლანეტაა, ლომიდან გადავა ქალწულში, რომელიც ძალიან პრაგმატულია, ზედმეტ კაპიკს ვერ დაახარჯინებ.
10 აგვისტოს შემდეგ, პერიოდი უფრო რთულია, დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, დაძაბულობა მოიმატებს, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, იყავით ყურადღებით, რომ კონფლიქტები არ შეგექმნათ.
19 რიცხვი ცნობილია არამხოლოდ იმით, რომ ფერისცვალებაა, არამედ აქ ჩვენ გვაქვს სავსემთვარეობა, რაც მძიმე დღეა. უცებ შეიძლება გადაირიოს ამინდი, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს არაადეკვატური ქცევები, ამიტომ იყავით ყურადღებით.
22-23 რიცხვიდან მზე დატოვებს ლომს, გადავა ქალწულში. ქალწული კი არის ძალიან ორგანიზებული, შეუპოვარი, დისციპლინებული ნიშანი. ამიტომ ქალწული გაძლევთ საშუალებას თქვენი ხარჯები იყოს პრაგმატული, დასვენება ჰგავდეს დასვენებას და არა გაუთავებელ ტაშ-ფანდურს. ფინანსების მოპოვების საშუალებაც ძალიან ბევრს მიეცემა 23 რიცხვიდან“, - ამის შესახებ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.
ვერძი - აი, ვისთვისაა საინტერესო. იქნებით არნახულად ქეიფის, გართობის ხასიათზე. თამაშები, აზარტი, რესტორნები, დროს ტარება, აქ წავა თქვენი ხარჯები. თუმცა კარგი პერიოდიც გაქვთ შემოსავლის მიღებისთვისაც.
კურო - შემოსავალი ივლისში მოგდით, რაც უნდა დააგროვოთ, რომ დაისვენოთ აგვისტოში. ფინანსების მოზიდვის შანსები არ გაქვთ 22 აგვისტომდე.
ტყუპები - აქტიურები და ენერგიულები ხართ აგვისტოში. მგზავრობა-მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტი და პარტნიორობა ძალიან ეფექტური იქნება. აგვისტოში შეძლებთ საქმეც გააკეთოთ და თან დაისვენოთ, ფინანსური შემოსავალიც გექნებათ და ხარჯიც საკმაოდ ბევრი.
კირჩხიბი - თქვენ გაქვთ ფინანსური შემოსავლის სერიოზული ფაქტორი, ოღონდ ახლა, ივლისში. ზე-ძლიერი ხართ, იმოქმედეთ, იმოძრავეთ, შემოგდით დიდი ფინანსები. გირჩევთ აგვისტოში დაისვენოთ, რადგან ენერგოტონუსი დაბალი გექნებათ. დასვენების დროს კი უცებ შემოგივათ პრემიები და ბონუსები.
ლომი - თქვენი დროა, ივლისის 22 რიცხვიდან 22 აგვისტომდე მზე გადის ლომის ზოდიაქოს, მთავარი ფავორიტი ნიშანია. შემოსავლების კუთხითაც წინა პლანზე ხართ. თქვენი ფაფარი კარგად გაიშალეთ და გადით საზოგადოებაში. ფული მეტი დაგეხარჯებათ, ვიდრე თქვენ გსურთ.
ქალწული - აგვისტო საკმაოდ რთული გაქვთ, რადგან დაბადების წინა პერიოდი გაქვთ. 22 აგვისტომდე დაისვენეთ ადამიანურად. ახლა გაქვთ საშუალება მოიპოვოთ ფული, გაიცნოთ ბიზნესპარტნიორები, რისგანაც აგვისტოში მიიღოთ ბონუსი.
სასწორი - კარგი გაქვთ აგვისტოს თვე, შესაძლებლობებიც მოგეცემათ, სიახლეები, ახალი ადამიანები. თან დაისვენებთ, თან იმუშავებთ. ინტერნეტით შეგიძლიათ კარგი ფინანსები მოიზიდოთ. ფინანსური კუთხით კარგი დროა.
მორიელი - ახლა იაქტიურეთ, აგვისტოში დაისვენეთ, იქეიფეთ. ფულის მოპოვების შანსი გაქვთ ივლისში, თუ ვერ დაისვენებთ აგვისტოში და მუშაობა გიწევთ, მაშინ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნერვულ სისტემას. ახლა გაქვთ საშუალება წაიწიოთ წინ პროფესიის მხრივ, რაც კიდევ უფრო მეტად აამაღლებს თქვენს სახელფასო შესაძლებლობებს.
მშვილდოსანი - საინტერესო და კარგი პერიოდი გაქვთ, რაც თქვენ გიყვართ იმის დროა აგვისტოში. მგზავრობა-მოგზაურობისთვის, ტურიზმისთვის, ექსკურსიებისთვის კარგი პერიოდია. თუ აგვისტოში ვერ ისვენებთ და მუშაობთ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კარგი შანსები მოგეცემათ.
თხის რქა - აგვისტოში უნდა დაისვენოთ, ივლისში იმუშავეთ. ახლა გაქვთ შანსი ფინანსების მოპოვების, ჩამოაყალიბეთ ისეთი კონტაქტები, რომლებიც აგვისტოში კარგ ფინანსურ და სახელფასო შესაძლებლობებს გაგიჩენთ.
თევზები - აგვისტოში ძალიან კარგი იქნება წყალთან ურთიერთობა, ზღვა, ტბა, მდინარე. ივლისში გაქვთ შესაძლებლობა დააგროვოთ ბონუსების, პრემიების თანხები, რომლითაც აგვისტოში დაისვენებთ, იმოგზაურებთ.
1794288084
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში გარდამტეხი წელი გვაქვს, ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რამაც უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები
საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებში გარდამტეხი წელი გვაქვს. წელს, ივნისში ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რამაც უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები ჩვენი...
1794287987
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე
„ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე, ნებისმიერ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობი...
1794286783
ახალი ამბებილევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს
„იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის...
1794257578
მსოფლიოსერგეი ლავროვის განცხადებით, აბუ-დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების საკითხები იქნება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების დღის წესრიგის პირველი პუნქტი რუსეთში, უკრაინასა და მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების საკითხ...
1794254780
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები
„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ“, - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია...





























