ხათუნა ნოელი: “ბედნიერების პლანეტა ვერძის ნიშანში გადავიდა” - გაიგეთ, ზოდიაქოს კიდევ რომელ ნიშანზე იმოქმედებს დადებითად ეს პროცესი
"გილოცავთ ვერძებო, თქვენ ახლა ძალიან მაგარი შანსები გეძლევათ მიზნების მისაღწევად" - ასტროლოგი ხათუნა ნოელი, იუპიტერის ვერძში გადასვლის შესახებ წერს და გვთავაზობს ამ მოვლენასთან დაკავშირებულ, მცირე პროგნოზს, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:
"დღეს, 11 მაისს, 3:21:57-ზე წარმატებისა და ბედნიერების პლანეტა იუპიტერი, ვერძის ნიშანში გადავიდა!
გილოცავთ ვერძებო, თქვენ ახლა ძალიან მაგარი შანსები გეძლევათ მიზნების მისაღწევად, სოციუმში თვითდამკვიდრებისთვის, პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლისათვის, შემეცნებისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად და ბევრი სხვა კარგი საქმისთვის!
ცეცხლის სტიქიის დანარჩენი ორი წარმომადგენლისთვისაც მშვენიერი პერიოდია - ლომებო, მშვილდოსნებო, დაისახეთ ამბიციური მიზნები და მათ განხორციელებას უკვე დღეიდან შეუდექით! 28 ოქტომბრის ჩათვლით თქვენი დროა!
ეს პერიოდი წარმატების მომტანი იქნება ტყუპებისა და მერწყულებისთვისაც- გონივრულად გამოიყენეთ!
რაც შეეხებათ მზით კირჩხიბებს, სასწორებს და თხის რქებს, მათთვის შედარებით რთული პერიოდი დგება და სიფრთხილის გამოჩენა ნამდვილად არ აწყენდათ...
მზით ქალწულებისა და თევზებისათვის 28 ოქტომბრამდე ნეიტრალური პერიოდი იქნება.
მორიელებს და კუროებს კარმული კვანძები ''სტუმრობენ'' და მათთვის ამ წლის 8 იანვრიდან მოყოლებული გაისად ზაფხულის შუა პერიოდამდე ცხოვრებისეული გამოცდების ჩაბარების დროა, განურჩევლად იმისა, თუ სად იმოძრავებს იუპიტერი.
სხვათა შორის უკრაინაც ხომ კუროს ზოდიაქოს მმართველობის ქვეშ მოიაზრება. შესაძლოა სხვა მიზეზებთან ერთად, ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს ეს ქვეყანა ამხელა კარმულ გამოცდას გადის! ვუსურვებთ წარმატებით ჩაებარებინოს და გამარჯვება მოეპოვებინოს მტერზე!
პ.ს. აქვე შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ზოდიაქოს, ანუ მზის ნიშნის მიხედვით გაკეთებული პროგნოზი, არაა სრულყოფილი და სერიოზული ანალიზისთვის პირადი რუკის სრული კომპონენტაციიის გათვალისწინებაა საჭირო."
წყარო: "ასტროზონა"
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































