"მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთვარის პიკი 11:05 საათზე დილით გვქონდა, დღეს მთელი დღის განმავლობაში ძალიან კარგია თუ დაკავდებით" - რას წერს ეზოტერიკოსი
ეზოტერიკოსი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში წერს:
"მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთვარის პიკი 11:05 საათზე დილით გვქონდა, დღეს მთელი დღის განმავლობაში ძალიან კარგია თუ დაკავდებით და გადახედავთ თქვენს შესასრულებელ გეგმებს, მუშაობის პროცესს და განრიგს. პიკი იყო თევზებში, ეს ნიშანი მოიცავს ორ საინტერესო და ღრმა სფეროს, ფსიქოლოგიას და რელიგიას. ამ ორი კვირის განმავლობაში შესანიშნავია ფსიქოლოგიური სეანსებით დაკავება და ასევე ლოცვა, თხოვნა უზენაესისადმი, რაც გსურთ ან გაწუხებთ.
ნებისმიერ დროს კარგია ერთიც და მეორეც, მაგრამ სამყაროში არის გარკვეული + და - დღეები, როდესაც რაიმე თემის ენერგოვიბრაციული სიხშირე მატულობს ან კლებულობს, ამიტომაც ამ დროს ამ საკითხების ვიბრირება მაღალია. გახსნილია ზემო შრეების ,,კარები", ამიტომ თხოვნაზე პასუხი - ნიშნით ან ქმედებით შეიძლება ბევრმა მიიღოს კიდეც. ამ პერიოდში კარგია ურთიერთობა წყალთან და თხევად ნივთიერებებთან.
ეცადეთ გამოავლინოთ ამ ნიშნის დადებითი თვისებები: მიტევება, პატიება, მხარშიდგომა, ალტრუიზმი. სხვათა შორის მზე, როდესაც თევზების ნიშანს გადის და სრულდება ზოდიაქობრივი ერთი სრული წელი, ზუსტად მაშინ იწყება ქრისტიანულ წიაღში მარხვებიც, მიტევების კვირაც, ასევე სხვადასხვა ფილოსოფიური თემების წინა ხაზზე ამოტივტივება. თევზები, სიმბოლურადაც ქრისტიანობას განასახიერებდა.
ხოლო 21 მარტს კი, იღვიძებს ბუნება და იწყება ახლიდან პლანეტათა ციკლის ბრუნვა. მარტში მზის ვერძში შესვლით იწყებს დედამიწაც ახლიდან დაბადებას, განახლებას, შემოდის დიდი დინამიკა თავისი ცეცხლოვანი, მარსიანული ტალღებით და როგორი საინტერესოა არა? პროცენტულადაც ყველაზე ხშირად სწორედ ვერძში მოძრაობის დროს უწევს ,,აღდგომის" დღესასწაულიც. თევზებში სულიერ საკითხებზე და შინაგან კერხერზე დგება ჯერი, ხოლო ისევ ერთიანში შესვლით კი განახლებული ვუმზერთ დედაბუნებას. ერთმანეთზეა მიბმული ყველა მნიშვნელოვანი პროცესი.
მოკლედ, ყველას ბედნიერ დღეს და პოზიტიურ სამუშაო კვირას გისურვებთ, დანარჩენს სტატიების და ეთერების სახით მოგაწვდით." - წერს ლობჯანიძე.
1794764373
ახალი ამბებიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...
1794761277
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...
1794759304
მსოფლიოირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...































