რა გელით 11 მარტს - ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დროა, სამუშაოსგან ცოტა ხნით შეისვენოთ და შედეგები შეაჯამოთ. იფიქრეთ იმაზე, რისი გაკეთებაც უკვე მოასწარით და რის გაკეთებასაც ახლა გეგმავთ. ეცადეთ, საკუთარი მუშაობის ეფექტურობა შეაფასოთ. ეცადეთ, დიდხანს მარტო არ დარჩეთ და კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გამონახოთ.

კურო

დილიდან ძალების მოზღვავებას და მოქმედების სურვილს გრძნობთ. გირჩევთ, ყველაზე რთული ამოცანა შეარჩიოთ და მთელი დღე მის ამოხსნას დაუთმოთ. გახსოვდეთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება საბოლოო შედეგზე უარყოფითად აისახება. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ეცადეთ, პარტნიორს თქვენი გრძნობები უფრო ხშირად შეახსენოთ.

ტყუპები

გირჩევთ, ბედისწერის ნიშნებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. სავარაუდოდ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ან შესაძლებლობები გელით, რაც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მშვიდად იმოქმედეთ და მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. ოჯახურ ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. ნუ შეშინდებით - ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება.

კირჩხიბი

მოუსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას და იფიქრეთ იმაზე, რაც ნამდვილად გსურთ. ამ დღეს ენერგიის ტრანსფორმაციას განიცდით, ამიტომ მნიშვნელოვანია საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. სწორედ შინაგანი ხმა გიკარნახებთ, სად წახვიდეთ და ყურადღება რას მიაქციოთ. გარშემომყოფებთან ურთიერთობა ამაში დაგეხმარებათ.

ლომი

დროა, ახალი მიზნები და პრიორიტეტების დასახოთ. იფიქრეთ იმაზე, როგორ შეიძლება მიზანს მიაღწიოთ, ამ პროცესში რა შეიძლება დაგეხმაროთ ან რამ შეიძლება შეგაფერხოთ. სასურველია, საკუთარ ფინანსებს გადახედოთ და ახალი ბიუჯეტი შეადგინოთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და ეცადეთ მეტი დაისვენოთ.

ქალწული

რთული და დატვირთული დღე გელით. შეიძლება, ისეთ პრობლემას შეეჯახოთ, რომელიც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, სამოქმედო გეგმის შედგენა და მოკავშირეების პოვნა. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ეცადეთ, დასვენების დრო გამონახოთ და შვებულება დაგეგმოთ.

სასწორი

თუ შესაძლებელია, ეს დღე დასვენებას დაუთმეთ და მშვიდად გაატარეთ. თუ ეს შეუძლებელია, დაწყებული პატარა საქმეები დაასრულეთ, სამუშაო განრიგი და სამუშაო მაგიდა მოაწესრიგეთ. მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედეთ, საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე იზრუნეთ. დღის მეორე ნახევარში ახალი, საინტერესო შეხვედრები გელით.

მორიელი

ამ დღეს მხოლოდ ის საქმეები უნდა აკეთოთ, რომლებიც დიდ დროს და ძალისხმევას არ მოითხოვს. ეცადეთ მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედოთ, რადგან აჩქარებას შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა მოჰყვეს. მეგობარს, რომელიც ბევრჯერ უანგაროდ დაგეხმარათ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება და იმედი არ გაუცრუოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ეცადეთ, მეტი დაისვენოთ და ნაკლები იმუშაოთ. უმჯობესია, მუშაობის ნაცვლად, დამკვირვებლის როლი აირჩიოთ და თქვენს გარშემო მიმდინარე პროცესები აკონტროლოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის მეტი დრო უნდა გამონახოთ. კარგი იქნება, თუ მათ საკუთარ იდეებს გაუზიარებთ და სასარგებლო რჩევებს მოისმენთ.

თხის რქა

გირჩევთ, პირად ურთიერთობებს მეტი დრო დაუთმოთ. ოჯახთან დ ახლო მეგობრებთან გატარებული ყოველი წუთი თქვენს განწყობაზე და შინაგან მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. მით უმეტეს, ერთ-ერთ მათგანს თქვენი მხარდაჭერა ან რჩევა სჭირდება. სავარაუდოდ, ახლად გაცნობილი ადამიანი სამსახურის დაწყებაში ან კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ეცადეთ, პრობლემებს სხვა მხრიდან შეხედოთ და სამუშაოს მიმართ არასტანდარტული მიდგომა გამოიყენოთ. ასეთი მიდგომა რთული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ემოციური ფონი გაზრდილია, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ და კონფლიქტურ სიტუაციებს ერიდოთ.

თევზები

ამ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლის და ოცნების ასრულების შანსი გექნებათ. ეცადეთ, საკუთარ შესაძლებლობებში უფრო დარწმუნებული იყოთ და გეგმები თამამად განახორციელოთ. არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ამის გაკეთება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795332502

მსოფლიო

„ჩემი მეგობარი“ და „მეგობრები“ - დონალდ ტრამპი ჩინეთის სამიტზე პუტინსა და სი ძინპინთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა წარწერებით „ჩემი მეგობარი“ (My Friend) და „მეგობრები“ (Friends). აღნიშნული...

დონალდ ტრამპი

1795331931

ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად თბილისის საკრებულოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ...

თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა

1795329365

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდ...

გუდაური(ფოსტა)-კობი

1795327460

ახალი ამბები

საქართველოში დღეს გლოვის დღეა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით,...

საქართველოს მთავრობა

1795293430

საზოგადოება

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფე...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა