რა გელოდება დღეს? - 16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
შესანიშნავი დღეა ახალი პროექტის დასაწყებად, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ. პროექტის ფინანსური მხარე განსაკუთრებით კარგად უნდა დაამუშაოთ, რათა არ დაზარალდეთ. ეცადეთ, საყვარელი საქმისთვის დრო გამონახოთ, ეს სიმშვიდის აღდგენასა და ძალების მოკრეფაში დაგეხმარებათ.
კურო
ადამიანებთნ ურთიერთობა და მათზე სწორი შთაბეჭდილების მოხდენა კარგად გამოგდით. ეცადეთ, თანამოსაუბრე საკუთარი იდეებით დააინტერესოთ და მისგან საჭირო დახმარებას მიიღებთ. პირად ურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადასვლა გელით.
ტყუპები
მშვიდი სამუშაო დღეა, რომელიც სასიამოვნო ემოციებს გპირდებათ. სამსახურში პრობლემები მოსალოდნელი არ არის, ამიტომ შეგიძლიათ დასვენებას და სასიამოვნო საქმეების კეთებას მეტი დრო დაუთმოთ. გირჩევთ, საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოთ - მაღაზიებში გაისეირნეთ, მეგობრებს შეხვდით და მხიარულ ღონისძიებას დაესწარით. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ, რთული საქმის დაწყება ცოტა ხნით გადადოთ და რამდენიმე დღით სამსახურიდან მოშორებით დაისვენოთ. ეცადეთ ეს დღე ენერგიის აღდგენის და ბოლო დროს დაგროვილი სტრესის მოსახსნელად გამოიყენოთ. ზოგ ადამიანთან ურთიერთობა ბრწყინვალე იდეას შთაგაგონებთ.
ლომი
დროა, აქტიურობა შეამციროთ და დაისვენოთ. ახლა საუკეთესო დროა სამომავლო გეგმებზე ფიქრისთვის. გამოყავით ფინანსურად მოგებიანი ან კარიერული წინსვლისთვის ხელსაყრელი საკითხები. საკუთარ ნიჭსა თუ წარმატებებზე საუბარი ნუ მოგერიდებათ - ხელმძღვანელობა ამას აუცილებლად შენიშნავს.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა კარიერულ ან პროფესიულ ზრდასთან დაკავშირებული საკითხებისთვის. ეცადეთ, მუშაობის და ურთიერთობების დროს მეტი აქტიურობა გამოიჩინოთ. ამ დღეს შესაძლოა, სასიამოვნო და საინტერესო ადამიანს შეხვდეთ და შესაძლოა ეს ნაცნობობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. იზრუნეთ თაროზე შემოდებული საქმეების დროულად დასრულებაზე.
სასწორი
ხელსყრელი და ნაყოფიერი დღეა. შეგიძლიათ თქვენი შემოქმედებითი იდეები და საინტერესო გეგმები გარშემო მყოფებს გაუზიაროთ. სავარაუდოდ, გავლენიან ადამიანების ყურადღებას მიიქცევთ და მათ მხარდაჭერას მოიპოვებთ. ეცადეთ, საკუთარი ვალდებულებები დროულად შეასრულოთ და ვალები დაფაროთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის ან საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. ფინანსებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შეისწავლოთ და მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია მეგობრებთან ან შემოქმედ ადამიანებთან შეხვედრისთვის.
მშვილდოსანი
ეცადეთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომელსაც ბედი გთავაზობთ. თვალი ადევნეთ მოვლენებს და აუცილებლად მიხვდებით, ვარსკვლავები რას გკარნახობენ. ხელსაყრელი დროა საყიდლებზე წასვლის და საოცნებო ნივთების შესაძენად. დღეს შოპინგი წარმატებული იქნება და სიხარულს მოგანიჭებთ.
თხის რქა
ეცადეთ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალებში ჩახედოთ. ხელსაყრელი დღეა მენეჯმენტთან საკუთარ პრობლემებსა და მტკივნეულ თემებზე საუბრისთვის. თუ მოინდომებთ, ერთობლივი ძალებით გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ. სავარაუდოდ, ძველ მეგობარს თქვენი დახმარება სჭირდება და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ.
მერწყული
გირჩევთ, ეს დღე სახლის დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ზრუნვას, ნივთების მოწესრიგებას და ოჯახურ ურთიერთობებს დაუთმოთ. საოჯახო საქმეებს თავს სწრაფად და ადვილად გაართმევთ, შემდეგ კი შეგიძლიათ მთელი დრო საკუთარ თავს მოახმაროთ - იყიდეთ სასიამოვნო ნივთები, გაიკეთეთ ახალი ვარცხნილობა და გაამზადეთ საზეიმო ვახშამი, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ.
თევზები
რთული და დაძაბული დღე გელით. უამრავი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება და საჭირო ადამიანის გაცნობა მოგიწევთ. კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა დიდ დროს წაგართმევთ. ჯობს, ეს არაფორმალურ გარემოში გააკეთოთ, რაც დაახლოებაში დაგეხმარებათ
1795343201
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მთელი გუნდის სახლით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს და გადარჩენილებს მალე გამოჯანმრთელებასა და მხნეობას ვუსურვებ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს, გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს მა...
1795342409
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ
„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ, აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიციირდება“,...
1795340711
ახალი ამბებიკრწანისის რაიონის გამგებელი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებით დაზარალებულებზე: არსებობს ჩანაცვლების პროგრამა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ
კრწანისის რაიონის გამგებლის ლაშა ცაგურიას განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული იყოს. „იყო შესაბამისი სამსახური შესული, სანამ მოქალაქეებს ვეტყოდით და...
1795338760
ახალი ამბებიგია ვოლსკი ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს 2012 წლამდე და მას შემდეგ ჩადენილი ინტენსიური დანაშაულები არათუ ამნეზიურად „დაავიწყდათ“, არამედ ამ ყველაფრის გამართლებაც კი დაიწყეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ოპონენტები სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ და წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამართლებას ცდილ...
1795337054
ახალი ამბებითბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საბურავები და ტრაქტორის ნაწილების დამწვარი.































