რა გელოდება დღეს? - 21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ მიზანს ადვილად მიაღწიოთ - პროფესიულ მოვალეობებს სწრაფად გაუმკლავდებით და საკმარისი დრო დაგრჩებათ საქმეებისთვის, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ. სამსახურებრივი რომანი, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

კურო

ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ეს საშუალებას მოგცემთ, სამომავლო გეგმებში მცირე კორექტივები შეიტანოთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

ტყუპები

ამ დღეს თითქმის ყველაფერში გიმართლებთ. ბედი საჩუქრებით აგავსებთ, თქვენგან მხოლოდ მადლიერებაა საჭირო. პრობლემები თავისთავად ან თქვენი მინიმალური მონაწილეობით მოგვარდება. სარისკო პროექტები მოგებას და წარმატებას მოგიტანთ. პროფესიულ უთანხმოებებსაც შესანიშნავად დაძლევთ და გუშინდელი ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება. პირადი ურთიერთობები ჰარმონიულია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

კირჩხიბი

ამ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი, მაგრამ ძალიან დამღლელი საქმე გელით. ძალების არასწორად განაწილება ბევრ პრობლემას მოგიტანთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. გსურთ ახლობელ ადამიანებს საკუთარი რჩევებით დაეხმაროთ, მაგრამ ამას შეიძლება კამათი და გაუგებრობა მოჰყვეს. კირჩხიბებისთვის ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა - მათი ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ. ნუ დაიჯერებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან დაკავშირებულ ჭორებს.

ლომი

მშვენიერი დღეა ახალი საქმიანი კავშირების დამყარების და ძველის გაძლიერებისთვის. შანსი გაქვთ, სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტებს დააფინანსებს. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო თბილი და ნდობით სავსე გახდება. შეგიძლიათ მათ საკუთარი პრობლემები გაუზიაროთ. დარწმუნებული იყავით, რომ კარგ რჩევას, მორალურ მხარდაჭერას ან რეალურ დახმარებას მიიღებთ.

ქალწული

მოემზადეთ - ამ დღეს ძველ ჩვევებსა და ტრადიციებზე უარის თქმა მოგიწევთ. ახალი იდეები და მაცდური შეთავაზებები გელით. ზოგადად, პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან დატვირთული დღეა, თუმცა სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ. ხელსაყრელი დღეა ოჯახური პრობლემებისა და ახლობლებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად. ბევრი მარტოხელა ქალწული სერიოზულად დაფიქრდება ოჯახის შექმნაზე.

სასწორი

იმის გამო, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას ცდილობთ, შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვას. რჩევებს არ ითვალისწინებთ და მხოლოდ იმას აკეთებთ, რასაც თავად მიიჩნევთ საჭიროდ. ზოგჯერ ეს სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს, მაგრამ არაფრის შეცვლა არ გსურთ. პრინციპში, თავდაჯერება გეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციაში არ დანებდეთ. ასე გააგრძელეთ!

მორიელი

ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად - მიზნისკენ მიმავალ გზას სწრაფად და უშეცდომოდ პოულობთ. ზოგჯერ პირდაპირ და ხისტად მოქმედებაც კი გიწევთ, მაგრამ ამაზე არ უნდა ინერვიულოთ. ეცადეთ, საკუთარი ქმედებები თავად აკონტროლოთ და არავის მისცეთ უფლება თქვენით მანიპულირება მოახდინოს.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა კონფლიქტების მოგვარებისა და უთანხმოების დაძლევისთვის. შესაძლოა, ფარული მტრები გამოავლინოთ და საკუთარი პოზიციები გააძლიეროთ. დღის მეორე ნახევარში სავარაუდოდ, იძულებული იქნებით მოსაწყენ ადამიანებთან იკონტაქტოთ, რომლებსაც საკუთარი იდეები არ აქვთ და ცდილობენ თქვენით ისარგებლონ.

თხის რქა

ყველაფერი, რასაც ამ დღეს აკეთებთ, ყურადღებას იქცევს. შესაძლოა, ამის წყალობით ახალი მოკავშირეები და პარტნიორები, ასევე ძლიერი მფარველები იპოვოთ.შესაძლოა, მატერიალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვაროთ და ახალი პროექტის განხორციელებისთვის თანხაც მიიღოთ.

მერწყული

რთული დღეა. ნებისმიერ საქმეში ვიღაცასთან დაპირისპირება და საკუთარი სიმართლის მტკიცება მოგიწევთ. რისკზე წასვლას უნდა მოერიდოთ, უმჯობესია სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ. ფინანსურ საქმეებში ფხიზლად უნდა იყოთ - სულ ერთია, ეს თქვენი ფულია თუ სხვისი. ლიდერის თვისებების დემონსტრირებით შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიოთ, თუმცა, ეს ადვილი არ იქნება. დღის მეორე ნახევარში უფროსი ნათესავების ან ძველი ნაცნობისგან შეიძლება ფინანსური დახმარება მიიღოთ.

თევზები

ეცადეთ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ. ამ დღეს საიდუმლოს ფარდა აეხდება, მაგრამ არც ისე სწრაფად, როგორც თქვენ გსურთ. შემოსული ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავია, ამიტომ ვითარებაში გარკვევისთვის დრო გჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. დღის მეორე ნახევარში ფიზიკურ შრომას და გადაღლას უნდა მოერიდოთ - გამორიცხული არ არის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი

1794673487

სპორტი

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...

საქართველოს ნაკრების

1794671457

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...

გიორგი სოსიაშვილი

1794670023

ახალი ამბები

ალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...

აკაკი ალადაშვილი