რა გელოდება დღეს? - 22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს შეიძლება თავში სრულიად წარმოუდგენელი, ფანტასტიკური იდეა მოგივიდეთ! ერთი შეხედვით, მისი განხორციელება შეუძლებელია, მაგრამ სწორედ ამის გაკეთება გსურთ. ყველაფერი დანარჩენი თქვენთვის ზედმეტად ბანალური, უაზრო და მოსაწყენია. სირთულის მიუხედავად, ამ იდეის განხორციელება სავსებით შესაძლებელია. სხვა საკითხია, ეს რამდენ დროს, ფულს და ძალისხმევას მოითხოვს

კურო

პროფესიულ საქმიანობაში შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ. იმას, რაც სხვა დღეებში შეიძლება მოსაწყენი და უინტერესო გეჩვენებათ, დღეს სიამოვნებით აკეთებთ. ჩვეულებრივ საფინანსო ოპერაციებშიც კი შეიძლება რაღაც შთაგონება და შემოქმედებითი აღმაფრენა იგრძნოთ. გირჩევთ, ეს დღე იმ საქმეებისთვის გამოიყენოთ, რომლებისთვისაც ადრე მოთმინება და ენთუზიაზმი არ გეყოთ.

ტყუპები

ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს შეჯიბრებაში ხართ და ცდილობთ, სხვაზე უკეთესი შედეგები აჩვენოთ. ამაში ცუდი არაფერია, თუ ადამიანების დაცინვისა და ნეგატივისგან თავს შეიკავებთ. ერთადერთი, რაზედაც ამ დღეს კატეგორიული უარი უნდა თქვათ, აზარტული თამაშია. ამისგან თავი უნდა შეიკავოთ.

კირჩხიბი

საყვარელი ადამიანის ქცევა დილიდან საეჭვოდ გეჩვენებათ და ყველგან სავარაუდო ღალატის ნიშნებს ხედავთ. თუ არ გსურთ, რომ ეჭვიანობა აკვიატებად გექცეთ და ცხოვრება გაგიფუჭოთ, ეცადეთ ამისგან გათავისუფლდეთ. გახსოვდეთ, რომ ეჭვიანობის რეალური მიზეზები არ არსებობს.

ლომი

ლომის შემოქმედებითი პოტენციალი მაქსიმუმს აღწევს! ამ დღეს ურთულეს საკითხებს მარტივად გაუმკლავდებით და უკმაყოფილო კონკურენტებს უკან მოიტოვებთ. შესანიშნავია, მაგრამ არც დასვენება უნდა დაივიწყოთ, რადგან ასე შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოთ.

ქალწული

შესაძლოა, სურვილსა და მოვალეობას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. ამავე დროს ცდილობთ, საკუთარი მოვალეობა უბრალოდ კარგად კი არა, სხვებზე უკეთ შეასრულოთ. ეცადეთ, ამ დღის ენერგია საკუთარი შრომისმოყვარეობისა და ენთუზიაზმის დემონსტრირებისთვის გამოიყენოთ. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციები აკონტროლოთ.

სასწორი

არაფერი გიფუჭებთ განწყობას ისე, როგორც თავხედი და ამპარტავანი ადამიანი. დღის განმავლობაში რამდენიმე ასეთ ადამიანს შეხვდებით, რომლებიც ეცდებიან თქვენი მიღწევები მიითვისონ და თქვენი ღირსება დაჩრდილონ. ვარსკვლავები გირჩევენ, ასეთ ადამიანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. მით უმეტეს, რომ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ.

მორიელი

ამ დღეს არ უნდა ესტუმროთ მას, ვისაც თქვენზე დიდი და კეთილმოწყობილი ბინა აქვს. როგორი კეთილი და კარგად აღზრდილიც არ უნდა იყოთ, პლანეტების განლაგება თქვენში შურის შემოტევას გამოიწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს რაღაც ლამაზი და, რაც მთავარია, სახლისთვის საჭირო ნივთი იყიდოთ, თანაც ისეთი, თქვენს ახლობლებს რომ არ აქვთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, საკუთარი უგუნურების მსხვერპლი გახდეთ. თავი უამრავი გეგმით გაქვთ სავსე და მთელი ფიზიკური და მორალური რესურსი ამ გეგმების ერთდროულად განხორციელებაზე გაქვთ მიმართული. გირჩევთ, ათი კურდღლის დევნა შეწყვიტოთ და მათ შორის ერთი, ყველაზე უფრო ლამაზი აირჩიოთ.

თხის რქა

თავი დაანებეთ სხვისი ფულის დათვლას და ყურადღება საკუთარ პრობლემებზე გადაიტანეთ. ამ შემთხვევაში, ვარსკვლავები ფინანსურ წარმატებას გპირდებიან. განსაკუთრებით ფინანსურ და ქონებრივ დავას უნდა მოერიდოთ და ენერგია სიყვარულისკენ მიმართოთ - ამ სფეროში გამარჯვებას ვერავინ შეგეცილებათ.

მერწყული

ეცადეთ გააცნობიეროთ, რომ ეჭვიანობა უგუნურებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაფერზე ეჭვიანობ, რაც მოძრაობს. დამშვიდდით, რამდენიმე დღეში ამ გრძნობის კვალიც არ დარჩება. გირჩევთ თქვენი ბობოქარი ენერგია რამე უფრო პოზიტიური საქმისკენ მიმართოთ. მით უმეტეს, რომ კარიერაში შეგიძლიათ უზარმაზარ წარმატებას მიაღწიოთ.

თევზები

ამ დღეს გარშემო მყოფთა ენთუზიაზმი გაუგებარი და საეჭვო გეჩვენებათ. საკუთარი ნებით არცერთ საჯარო ღონისძიებაში არ ჩაერთვებით და ენერგიას მხოლოდ საკუთარი პრობლემების მშვიდად გადაწყვეტაზე დახარჯავთ. ბედის კეთილგანწყობას სწორედ ასეთი სიმშვიდე მოგიტანთ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795198071

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, ტრაგედია პირადი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ, მორალისგან დაცლილია

რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, ტრაგედია გამოყენებული იყოს პირადი დღის წესრიგისთვის, რაც აბსოლუტურად მორალისგან დაცლილია, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე...

 დავით მათიკაშვილი

1795196078

ახალი ამბები

მანილაში საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო დიალოგი გაიმართა

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის 47-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის საგარ...

დიალოგი გაიმართა

1795194951

ახალი ამბები

ნიკოლ ფაშინიანი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს - ამ მძიმე დროს სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. განცხადება სომხეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა. ნიკოლ ფაშინ...

ნიკოლ ფაშინიანი

1795191951

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც ადამიანების მკვლელობები და უმძიმესი ფაქტებია მითითებული, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დ...

გიორგი კახიანი

1795189617

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს. ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუ...

ბიძინა ივანიშვილი