რა გელოდება დღეს? - 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ამ დღეს გირჩევთ, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ, რადგან უახლოეს დღეებში ამისთვის ვეღარ მოიცლით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება - მათ ხშირად თქვენი სიტყვები და ქმედებები არასწორად ესმით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი და მოვლენების ხელსაყრელი განვითარება.

კურო

ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ ნებისმიერ დავალებას სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა სწორად გამოიყენოთ. შანსი გექნებათ, რომ ახალი პარტნიორები იპოვოთ და მომგებიანი თანამშრომლობა დაიწყოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია მსხვილი გარიგებებისთვის.

ტყუპები

დროს თუ არ დაკარგავთ, ამ დღეს ბევრის გაკეთებას მოასწრებთ. თვითკონტროლი და დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია - მათ გარეშე ცდუნებებთან გამკლავება და სიმშვიდის შენარჩუნება გაგიჭირდებათ. საღამო ყველაზე შესაფერისი დროა პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობისა და სამუშაო საკითხების განხილვისთვის. ამ დღეს შანსი გექნებათ, მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან მიიღოთ, რომლებსაც ძალიან პატივს სცემთ.

კირჩხიბი

ამ დღეს წარმატებას ის კირჩხიბები მიაღწევენ, რომლებიც არავის რჩევებს და დახმარებას არ ელიან, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ და პასუხისმგებლობის აღების არ ეშინიათ. ხელსაყრელი დღეა სწავლისთვის. პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრები სასურველი შედეგით დასრულდება. მარტოხელა კირჩხიბებისთვის საქმიანი თანამშრომლობა შეიძლება სიყვარულში გადაიზარდოს - ადამიანებს საერთო ინტერესები ძალიან აახლოებს.

ლომი

ამ დღეს იღბალი იმ ლომს გაუღიმებს, რომელიც მზადაა თავდაუზოგავად იშრომოს და ადამიანებს უანგაროდ დაეხმაროს. თქვენი სიკეთე აუცილებლად დაფასდება, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა მშვენივრად აეწყობა. ერთმანეთის უსიტყვოდ გესმით და მზად ხართ, ერთმანეთის პასუხისმგებლობა გაიზიაროთ. დღის მეორე ნახევარი მოულოდნელ საჩუქრებს გპირდებათ, მაგრამ არც უფროსი ნათესავების შესახებ დაივიწყოთ - შესაძლოა, ერთ-ერთი ჯანმრთელობის პრობლემებმა შეაწუხოს.

ქალწული

დღის პირველ ნახევარში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რათა საკუთარი გულუბრყვილობის გამო არ დაზარალდეთ. ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების ხელმოწერის ან ფინანსური ვალდებულებების აღების დროს. ამ დღეებში სამოგზაუროდ წასვლა არ არის მიზანშეწონილი. დღის მეორე ნახევარი გაცილებით მშვიდი და ხელსაყრელი იქნება. შესაძლოა, ძველი ჩანაფიქრის განხორციელება შეძლოთ ან ერთგული თანამოაზრეები იპოვოთ.

სასწორი

ამ დღეს ურთიერთობებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დილიდან უჩვეულოდ მგრძნობიარე ხართ და ნებისმიერი შენიშვნა გულთან ახლოს მიგაქვთ, ამიტომ ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ირგვლივ ყველას აკრიტიკებს, არაფერში გჭირდებათ. გამორიცხული არ არის, რომ ადამიანების დახმარების სურვილმაც პრობლემები შეგიქმნათ - ვიღაცამ შეიძლება თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს. დღის მეორე ნახევარში სამსახურთან ან ბიზნესთან დაკავშირებით სასიხარულო ამბავს გაიგებთ. უახლესი წარსულის ანალიზი შეცდომებს თავიდან აგაცილებთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა თანამშრომლობის დასაწყებად. საშუალება გექნებათ, რომ თანამოაზრეებთან ერთობლივი გეგმები და ქმედებები შეათანხმოთ. გამორიცხული არ არის რომანტიკული თავგადასავალი, თუმცა ახლა სასიყვარულო ურთიერთობების განვითარებისთვის არახელსაყრელი დროა. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ახალ პარტნიორთან ხელსაყრელი გარიგება დადოთ. თუ სწრაფად და ადვილად იღლებით, იმუნიტეტის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ. დღის ბოლოს ოჯახის წევრთან დაკავშირებით სასიხარულო ამბავს შეიტყობთ.

მშვილდოსანი

წინააღდეგობრივი დღეა - ერთი მხრივ, პიროვნული თვისებების დახმარებით ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად ამყარებთ და ადვილად ხიბლავთ, მეორე მხრივ, მცირე პრობლემებს გამო გეგმების განხორციელებას ხშირად ვერ ახერხებთ. წარუმატებელი შესყიდვები და მცირე ფინანსური ზარალი გელით. არახელსაყრელი დღეა ფულთან ან ძვირფას ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ვარსკვლავები შეყვარებულ მშვილდოსნებს მფარველობენ - ბევრი რომანტიკული თავგადასავალი გელით.

თხის რქა

ამ დღეს გეგმების განხორციელება არ უნდა იჩქაროთ - უმჯობესია, ხელსაყრელ მომენტს დაელოდოთ. საშუალება გექნებათ, რომ სასიამოვნო ადამიანები გაიცნოთ და საინტერესო, მეგობრული ურთიერთობა დაამყაროთ. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი თანდათან მცირდება, ამიტომ მეტი დასვენება გჭირდებათ, სიტუაცია კი პირიქით, თქვენგან გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. შესაძლოა, სასურველი შედეგის მიღება შეძლოთ, მაგრამ შემდეგ ძალები უნდა აღიდგინოთ.

მერწყული

ამ დღეს ნებისმიერი შეხვედრა, მათ შორის დაუგეგმავი, კარგად ჩაივლის. საქმიანი მოლაპარაკებები სასურველ შედეგს მოგიტანთ და შეიძლება მნიშვნელოვან დოკუმენტებს ხელი მოაწეროთ. დღის მეორე ნახევარში მოგიწევთ, ყურადღება ოჯახურ საკითხებზე გადაიტანოთ - ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ. დაუპატიჟებელი სტუმრები თქვენთან დიდხანს დარჩებიან, თუნდაც ეს დიდად არ გსიამოვნებდეთ.

თევზები

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ კონკურენტებს გაუსწროთ და პირადი მიღწევები გააუმჯობესოთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ. თქვენი ენერგიის, შეუპოვრობისა და მონდომების წყალობით ბევრი ოჯახური პრობლემა მოგვარდება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794727540

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ს...

 დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

1794725695

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზია...

პოლიციამ განზრახ მკვლელობა

1794723411

ახალი ამბები

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა „სიტყვის ფასში“ რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ მჯერა, რომ ნარკოტ...

პოლიტიკოსი

1794723354

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული, მისი მთავარი ღირებულებაა, გარე ჩარევის გარეშე რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ხალხისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანი პოლიტიკა

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აც...

შალვა პაპუაშვილ

1794722843

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი ამ...

ამინდი ამინდი