რა გელოდება დღეს? - 29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

პრობლემა, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ, შესაძლოა დღეს წარმატებით მოგვარდეს. სავარაუდოდ, მისი გადაჭრის გზა ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ შედეგი სასიამოვნო და სასურველი იქნება. საყვარელი საქმიანობა დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ. გირჩევთ, საღამოს სპორტდარბაზში წახვიდეთ ან გაისეირნოთ.

კურო

ეცადეთ ეს დღე სახლის გარეთ, აქტიურად გაატაროთ. გარემოებები სწრაფად იცვლება, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოადუნოთ და სამოქმედო გეგმები შექმნილი ვითარების მიხედვით შეადგინოთ. სახლში ავეჯის გადაადგილება ან ახალი დეკორაციების შექმნა დადებით ემოციებს მოგიტანთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მეგობრების ან თანამოაზრეების გარემოცვაში გაატაროთ. გუნდური მუშაობა შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი საუკეთესო უნარები გამოავლინოთ და ორიგინალური იდეები განახორციელოთ. ხელსაყრელი დღეა პატარა მოგზაურობისთვის.

კირჩხიბი

ცდილობთ, ძველებური ხალისი და ოპტიმიზმი დაიბრუნოთ. შესაძლოა, რაღაც უჩვეულო საკითხის გადაჭრა მოგიწიოთ, რომელიც ასევე განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. სავარაუდოდ, პირად ურთიერთობებში ცვლილება გელით და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ კვალს დატოვებს ის თქვენს ცხოვრებაში. მშვენიერი დროა სახლის კეთილმოწყობისთვის.

ლომი

შესაძლოა, სურვილი აისრულოთ და ემოციებმა აგავსოთ. ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეებს გაიგებთ და აქტიურ მოქმედებას შეუდგებით. კოლეგის ან საქმიანი პარტნიორის დახმარებით, სერიოზული დაბრკოლების გადალახვას შეძლებთ და შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი მიიღოთ.

ქალწული

შრომისმოყვარეობა და აქტიურობა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. არ დაივიწყოთ პირობა, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით და ამ დრომდე ვერ შეასრულეთ. დღის მეორე ნახევარში თავს დაღლილად და ძალაგამოცლილად იგრძნობთ, მაგრამ ხანმოკლე შესვენებაც კი საკმარისია, რომ ისევ ენერგიით აივსოთ.

სასწორი

ამ დღეს მიზანს მხოლოდ მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობით მიაღწევთ. ადამიანები, რომლებიც ყოველთვის და ყველაფერში მხარს გიჭერენ, არც ამჯერად მიგატოვებენ. საკუთარი იდეების გამოხატვის არ უნდა შეგეშინდეთ - ამით შეიძლება ახალი შეთავაზებები მიიზიდოთ.

მორიელი

იუმორის გრძნობა მნიშვნელოვანი დავალების შესრულებაში ან ჩახლართულ სიტუაციაში გარკვევაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ უარყოფითი ემოციები და სიზარმაცის შეტევები დაძლიოთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა გაჭიანურებული საქმეების დასრულებისა და შედეგების შეჯამებისთვის, თუმცა ეს ფინანსურ სფეროს არ ეხება. შესაძლოა, თქვენგან ისეთი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვონ, რომლის შედეგები დიდხანს გაგყვებათ. ამიტომ ეცადეთ, გადაწყვეტილება კარგად გაიაზროთ.

თხის რქა

ამ დღეს უჩვეულოდ მშვიდი და საქმიანი ხართ და ნებისმიერ სამუშაოს შესანიშნავად უმკლავდებით. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, ახალი საქმის დაწყებაა. დღეს ნებისმიერი ასეთი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი - არაეფექტური.

მერწყული

გირჩევთ, გადაწყვეტილებები უფრო აქტიურად და გაბედულად მიიღოთ. ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, ამიტომ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ. პასუხი, რომელსაც ოპონენტებისგან ელით, თქვენს ინიციატივაზეა დამოკიდებული. უპირატესობა მიანიჭეთ იმ იდეებსა, რომლებიც კარგად გესმით.

თევზები

ამ დღეს მარტო მუშაობა გიჭირთ, ამიტომ პროფესიონალების რჩევა ან საყვარელი ადამიანების ემოციური მხარდაჭერა გჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795965654

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება

დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება, - წერს სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირ...

თამარ ჩერგოლეიშვილი

1795962690

ახალი ამბები

შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო...

ბბბ

1795959544

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ორი თვე ემზადებოდნენ რადიკალები აქციისთვის და შეძლეს ის, რომ მაქსიმუმ 7000 ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში, ნახევარი საათი გაძლო რადიკალურმა ოპოზიციამ, ეს არის ეგრეთ წოდებული ვითომ ხალხის მდინარეები

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის გუშინდელ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქცია მცირერიცხოვანი იყო, რომელიც მალევე დაიშალა. მათიკაშვილის განცხადე...

დავით მათიკაშვილი

1795958598

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ე.წ. თვითნებურად დაკავებულთა შესახებ ბრიუსელის დუმილზე: როდესაც ფაქტების შეფასებაზე მიდგება საქმე, როგორც კი ფაქტების წარმოდგენაზე მიდგება საქმე, იქ ყოველთვის კრახს განიცდიან, მათი ქმედების მთელი ბაზისი სიცრუეზეა დაფუძნებული

„როდესაც ფაქტების შეფასებაზე მიდგება საქმე, როგორც კი ფაქტების წარმოდგენაზე მიდგება საქმე, იქ ყოველთვის კრახს განიცდიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავ...

თენგიზ შარმანაშვილ

1795957580

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშ...

შსს შეხვედრა