რა გელოდება დღეს? - 5 დეკემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი სიტყვებსა თუ ქმედებებზე ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ. სავარაუდოდ, ერთგვარი შემოწმება გელით, თუმცა, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, საკუთარ პოზიციას შესანიშნავად ახსნით, მაგრამ თუ მაკონტროლებლებთან დავას დაიწყებთ, საქმის გარჩევა ძალიან დიდხანს გაჭიანურდება.

კურო

ამ დღეს დიპლომატიური უნარების სრულად გამოვლენა დაგჭირდებათ. იმდენად დელიკატური საკითხების მოგვარება მოგიწევთ, რომ ამის ხმამაღლა თქმაც კი მოგერიდებათ. თუ სხვა ადამიანების გრძნობებს ანგარიშს არ გაუწევთ, ნებისმიერ მოლაპარაკებას ჩაშლით და საკუთარ თავსაც უამრავ პრობლემას შეუქმნით. წარმატებას მხოლოდ მაქსიმალური ტაქტისა და მოთმინების გამოვლენით მიაღწევთ.

ტყუპები

ბედს ნუ ეთამაშებით, თორემ შეიძლება წააგოთ. თუ ოდესმე რამე ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება სცადეთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი საიდუმლო გამჟღავნდეს. გაითვალისწინეთ, რომ სანერვიულო მხოლოდ იმ ტყუპებს აქვთ, რომლებიც რაღაცას მალავენ, დანარჩენებისთვის კი ჩვეულებრივი დღე იქნება.

კირჩხიბი

შეიძლება დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეასრულოთ. ვითარება თქვენს გარშემო იდეალურისგან შორსაა - გარშემო მყოფები, მათ შორის, ახლობლები შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კირჩხიბი, შეეცდება, გაუგებრობა აღმოფხვრას, თუმცა მზად იყავით იმისთვის, რომ ეს ადვილი არ იქნება.

ლომი

წინსვლისა და განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შეჩერდეთ და საკუთარი ქმედებები შეაფასოთ. შესაძლოა, ეს დამოუკიდებლად ან სხვების დახმარებით გააკეთოთ. გახსოვდეთ, რომ კონსტრუქციული კრიტიკა საჭირო და სასარგებლოა, მაშინაც კი, თუ ეს არასასიამოვნოა.

ქალწული

ეცადეთ, სტერეოტიპებისგან გათავისუფლდეთ. ეს დღე კარგ შესაძლებლობებს გთავაზობთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თამამად და მონდომებით იმოქმედებთ. გარშემო მყოფები თქვენს რევოლუციურ იდეებს შეაფასებენ და დააფასებენ! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონსერვატიული როლი სათქვენო არაა. ცხოვრება თქვენგან ახალ იდეებს ელის.

სასწორი

შეიძლება მთელი დღე მოანდომოთ საკითხის გარკვევას, რომელიც მოულოდნელად მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ. ეს პირად ურთიერთობას ან რაღაც სიახლეს ეხება. სიმართლის ძიების დროს გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც ძალიან გააბრაზოთ და გააღიზიანოთ.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება ცხოვრებაში დაშვებული ყველა შეცდომა და მისი შედეგი ერთად გაიხსენოთ. გამორიცხული არ არის, რომ სიტუაცია განმეორდეს, რაც დეჟავიუს განცდას გამოიწვევს. გახსოვდეთ, ახალი შეცდომების თავიდან აცილება მხოლოდ ძველ გამოცდილებას შეუძლია, ამიტომ ძველ შეცდომებზე თვალი არ უნდა დახუჭოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება შინაგანი კონფლიქტის განცდა გაგიჩნდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შეჩერდეთ და საკუთარ გრძნობებში გარკვევა სცადოთ ან საკუთარი ეჭვების შესახებ ახლობელ ადამიანებს უამბოთ.

თხის რქა

ამ დღეს გარშემომყოფები თქვენ მიმართ ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილნი, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ვერავინ ვერაფერში მოგედავოთ. განსაკუთრებით მოერიდეთ ახალი იდეებისა და ინიციატივების წარდგენას, რათა საყოველთაო რისხვა არ დაგატყდეთ.

მერწყული

ყურადღებას ნუ მოადუნებთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს მოტყუებას არავინ ცდილობს, მხოლოდ სხვა ადამიანების პატიოსნების იმედად მაინც არ უნდა დარჩეთ. კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და რისკის შემცველი გარიგებებისთვის.

თევზები

გირჩევთ, სამომავლო გეგმებს გადახედოთ. იქნებ შეცდომა დაუშვით და დიდი ხანია, არასწორ გზას მიჰყვებით? ეცადეთ, პერიოდულად საკუთარ ქმედებებს გადახედოთ და რეალობას მოარგოთ. გათავისუფლდით ილუზიებისგან, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵კარგი ამბავი, 24 წლის საბა კვირკვია იპოვეს - სად იყო გაუჩინარებული 2 დღის განმავლობაში ახალგაზრდა კაცი?

🔵"ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს და არა საქართველოს დღევანდელი მთავრობა. დიდება გმირებს" - გახარია უკრაინაში დაღუპულ მეომრებზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795337054

ახალი ამბები

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საბურავები და ტრაქტორის ნაწილების დამწვარი.  

ხანძარი ლიკვიდირებულია

1795334972

ახალი ამბები

გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ კაცზე: მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე

ფონიჭალაში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. სტაბილურია მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა, მათ შორის 3 წლის თაია ფხალაძის, რომელიც მაშველებმა, 8-საათიანი სამაშველო ო...

გუგა ქაშიბაძე

1795332502

მსოფლიო

„ჩემი მეგობარი“ და „მეგობრები“ - დონალდ ტრამპი ჩინეთის სამიტზე პუტინსა და სი ძინპინთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა წარწერებით „ჩემი მეგობარი“ (My Friend) და „მეგობრები“ (Friends). აღნიშნული...

დონალდ ტრამპი

1795331931

ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად თბილისის საკრებულოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ...

თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა

1795329365

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდ...

გუდაური(ფოსტა)-კობი