რას გიმზადებთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი? - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიაში მთვარე სიცოცხლის სიმბოლოა და ითვლება, რომ მას ადამიანის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.

2022 წლის ოქტომბრის სავსე მთვარე ბევრი ადამიანისათვის ხელსაყრელი, ბედნიერი პერიოდი აღმოჩნდება. ასტროლოგები მოგიწოდებენ, რომ ყურადღება საყვარელ აქტივობებზე გადაიტანოთ და თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს არ აწყენინოთ.

სავსე მთვარე ყოველთვის ასოცირდება მნიშვნელოვანი ციკლის დასრულებასთან, ადრე განხორციელებული ქმედებების შედეგის მიღებასთან. სასიყვარულო სფეროში კი ეს შეიძლება იყოს დიდი ხნის ნანატრი ნიშნობა ან ქორწილი, ან შესაძლოა, – არახელსაყრელი ურთიერთობის საბოლოოდ დასრულება. ის, რაზეც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფიქრობდით და ოცნებობდით, სწორედ ახლა უნდა ახდეს. 2022 წლის ოქტომბრის სავსე მთვარე უფრო მეტად შექმნისა და შერიგების ენერგიით იქნება დამახასიათებელი. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ პლანეტა ვენერა სასწორის ნიშანში იქნება. სასწორი კი არის ნიშანი, რომელიც მტკიცე ქორწინებაზე, საიმედო პარტნიორობაზე და კომპრომისების ძიებაზეა პასუხისმგებელი. განსაკუთრებით ამ შემოქმედებით ენერგიას იგრძნობენ 8-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით და 8-დან 10 აპრილამდე დაბადებულები. ამიტომაც, თუ დიდი ხანია, საყვარელ ადამიანთან შეხვედრასა და სიყვარულში გამოტყდომას გეგმავთ, ან კიდევ ქორწინების ცერემონიის ჩატარება გსურთ, ამისთვის სავსე მთვარე საუკეთესო პერიოდია. მოაწყვეთ რომანტიკული შეხვედრა, აირჩიეთ ვარდისფერი და ნარინჯისფერი სანთლები (ეს ასტროლოგიაში სიყვარულის ფერებად ითვლება) და სასიამოვნო დრო გაატარეთ ადამიანთან, რომელიც გიყვართ.

მეორე მიმართულება, რომელზეც სავსე მთვარის დროს გავლენას იგრძნობთ, თქვენი სილამაზის, იმიჯის, გარეგნობის სფეროა. ბევრ თქვენგანს იმიჯის შეცვლა მოუნდება, შესაძლოა ჩაეწეროთ კოსმეტოლოგთან, განაახლოთ გარდერობი, ჩაიტაროთ სხვადასხვა პროცედურა. იცოდეთ, რომ ნებისმიერი სახის პროცედურა ახლა წარმატებული და შედეგიანი იქნება.

ამ პერიოდში მარსსა და სატურნს თქვენზე ძლიერი გავლენა ექნებათ. ეს პლანეტები შრომისუნარიანობაზე, კარიერაზე, პროფესიულ რეალიზაციაზე არიან პასუხისმგებელნი. სავსე მთვარის დროს აქაც პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი. ბევრი თქვენგანი დაწინაურდება, გააფორმებს მომგებიან კონტრაქტს და საინტერესო ადამიანებთან დაიწყებს თანამშრომლობას.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 3 ოქტომბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵68 წლის წინ 15 წლის ბიჭი დააკავეს, ციხე მან რამდენიმე თვის წინ დატოვა - რას ამბობს მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობამოხდილი ადამიანი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795344967

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ამორალურია თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამორალურია ის საქციელი და თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს“, - ასე გამოეხმაურა საპ...

ირაკლი კირცხალია

1795343201

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მთელი გუნდის სახლით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს და გადარჩენილებს მალე გამოჯანმრთელებასა და მხნეობას ვუსურვებ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს, გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს მა...

ირაკლი კირცხალია

1795342409

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ

„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ, აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიციირდება“,...

ირაკლი კირცხალია

1795340711

ახალი ამბები

კრწანისის რაიონის გამგებელი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებით დაზარალებულებზე: არსებობს ჩანაცვლების პროგრამა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ

კრწანისის რაიონის გამგებლის ლაშა ცაგურიას განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული იყოს. „იყო შესაბამისი სამსახური შესული, სანამ მოქალაქეებს ვეტყოდით და...

კრწანისის რაიონის გამგებელი

1795338760

ახალი ამბები

გია ვოლსკი ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს 2012 წლამდე და მას შემდეგ ჩადენილი ინტენსიური დანაშაულები არათუ ამნეზიურად „დაავიწყდათ“, არამედ ამ ყველაფრის გამართლებაც კი დაიწყეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ოპონენტები სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ და წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამართლებას ცდილ...

გია ვოლსკი