რას პროგნოზირებს ნინა სუსლოვა 15 ნოემბერზე - „დამოკიდებულება შეგეცვლებათ იმ ადამიანებზე, ვისაც ენდობოდით“
„დღევანდელი 15 ნოემბრის მმართველი პლანეტა ვენერაა. საკმაოდ ძლიერი ენერგიაა და მნიშვნელოვანია იყოთ აქტიურები. არ არის სასურველი პასიურობა და სიზარმაცე. იყავით შემართებით და იმოქმედეთ!“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება👇
ვერძი - დადებითი დღე გექნებათ საქმიანი მიმართულებით. იმოქმედეთ, გადადგით ნაბიჯები, აიღეთ ახალი პასუხისმგებლობები, საქმე უფრო მეტი გელოდებათ ვიდრე ელოდით.
კურო - იმოქმედეთ გეგმის მიხედვით, არ გადაუხვიოთ გეგმებს. იყავით მომთმენი და არ აჰყვეთ ემოციებს. სწორი ნაბიჯების გადადგმით შეძლებთ მიაღწიოთ წარმატებას.
ტყუპები - წარმატებას საკუთარი შეცდომების აღიარება მოგიტანთ. მოუსმინეთ კრიტიკას, გამოიტანეთ დასკვნები, ეს დაგეხმარებათ, რომ მსგავსი რამ არ გაიმეოროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ გაცნობილ ადამიანებთან.
კირჩხიბი - რთული დღე გაქვთ, არასტანდარტული მიდგომები გიწევთ, რათა გამოსავალი ნახოთ. შეხედეთ სხვა თვალით სიტუაციას, არ აჰყვეთ ემოციას.
ლომი - იმოქმედეთ ჩვეული მეთოდებით და არ გარისკოთ. არ აიღოთ ახალი ვალდებულებები, პირიქით გამოიჩინეთ სიფრთხილე ყველა მიმართულებაში.
ქალწული - ბევრ დროს წაგართმევთ სხვების პრობლემების მოგვარება. არ გაგიკვირდეთ კრიტიკის, არ იდარდოთ, დღის მეორე ნახევარში სიტუაცია დალაგდება.
სასწორი - საკმაოდ დადებითი დღეა თქვენთვის. მარტივად მოახდენთ სხვებზე შთაბეჭდილებას, ამიტომ გამოიყენეთ დღე ურთიერთობებისთვის.
მორიელი - არ ელოდოთ სხვებისგან თანადგომას, მხარდაჭერას. ნებისმიერი საქმე, რასაც დაიწყებთ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ, რადგან დახმარებას, რასაც ელოდით, ვერ მიიღებთ.
მშვილდოსანი - დამოკიდებულება შეგეცვლებათ იმ ადამიანებზე, ვისაც ენდობოდით. გამოიჩინეთ სიფრთხილე და იყავით ყურადღებით.
თხის რქა - წარმატების მიღწევა დღეს საკმაოდ მარტივია. კარგია ნებისმიერი ახალი საქმის დაწყება. მიიღებთ შემოთავაზებებს.
მერწყული - ადამიანებთან სწორი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ გასცეთ დაპირება, არ ისაუბროთ სამომავლო გეგმებზე. ახალ ვალდებულებებს მოერიდეთ.
თევზები - სიფრთხილე გმართებთ, რადგან ტყუილის მსხვერპლი არ გახდეთ. გადაამოწმეთ ინფორმაცია, არ მოაწეროთ ხელი ხელშეკრულებებს.
1731697277
მსოფლიოასლან ბჟანიას განცხადებით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ინფორმაციას ტელეგრამ არხზე „ეხოკავკაზა“ ავრცელებს. მანამდე კი, ბჟანიასთან დაკავშირებით გან...
1731694977
ჰოროსკოპი„დღე საკმაოდ რთულია, ამიტომ ფრენები გადადეთ, არ შეიძინოთ ახალი და ინოვაციური პროდუქტები, ასევე თავი შეიკავეთ ქირურგიული ჩარევებისგან“ - ასტროლოგი 16 ნოემბერს სავსემთვარეობაზე
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 16 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახე...
1731692454
სოციალური მედია„პირველ დაბადების დღეს მამიკო დისტანციურად ულოცავს...“ - ზურიკო დავითაშვილის და პატარა დათის კადრები
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ზურიკო დავითაშვილსა და მის მეუღლეს, მია გზირიშვილს გასული წლის 15 ნოემბერს ვაჟი შეეძინა, რომელსაც დათი დაარქვეს. წყვილი შვილის ერთი წლის იუბილეს ზეიმობს და სოციალურ ქსე...
1731687540
სპორტიპრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთ...
1731683888
ინტერვიუსიცრუეა თითქოს ცესკო სხდომის ჩატარებას ქალაქგარეთ გეგმავს - ცენტრალური საარჩევნო კომისია
ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის შემაჯამებელი სხდომის ჩატარებას ცესკო ქალაქგარეთ გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკოში სიცრუეს უწოდ...