„სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა - ცესკო

ცესკო საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებულ სპეციალურ მარკეტებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს.

„დაინტერესებული მხარეები კვლავ აგრძელებენ 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ბიულეტენის შესავსებ მარკერთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულაციას.

საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები „სმარტმატიკმა“ მოგვაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. ამის მიუხედავად პოლიტიკოსები საზოგადოებას კვლავ არწმუნებენ, რომ ცესკომ მარკერები შეცვალა, რაც არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოებას გვინდა წარვუდგინოთ კომპანია „სმარტმატიკისგან“ მიღებული წერილი, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ მარკერი რომელსაც პოლიტიკოსები სააზოგადოებას უჩვენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ცესკოს მიერ იყო შეცვლილი, რეალურად საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ სმარტმატიკისგან მიიღო.

„ვადასტურებთ, რომ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ასახული მარკირების კალამი მოწოდებულია „Smartmatic”-ის მიერ ოქტომბრის საარჩევნო პროცესისთვის ხელშეკრულების ფარგლებში და შეესაბამება შავი და სწრაფად შრობის მელნის მოთხოვნებს.

აღნიშნული მარკერები წარმოადგენენ იმ სახარჯ მასალას, რომელიც შედიოდა არჩევნების კონფიგურაციის პროცესის განმავლობაში არჩევნების მიზნებისთვის არსებულ კომპლექტაციაში, რომელ პროცესშიც “Smartmatic”-მა უზრუნველყო მხარდაჭერა,“ - ნათქვამია წერილში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1731697277

მსოფლიო

ასლან ბჟანიას განცხადებით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ინფორმაციას ტელეგრამ არხზე „ეხოკავკაზა“ ავრცელებს. მანამდე კი, ბჟანიასთან დაკავშირებით გან...

ასლან ბჟანია

1731694977

ჰოროსკოპი

„დღე საკმაოდ რთულია, ამიტომ ფრენები გადადეთ, არ შეიძინოთ ახალი და ინოვაციური პროდუქტები, ასევე თავი შეიკავეთ ქირურგიული ჩარევებისგან“ - ასტროლოგი 16 ნოემბერს სავსემთვარეობაზე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 16 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახე...

ხათუნა ნოელი

1731692454

სოციალური მედია

„პირველ დაბადების დღეს მამიკო დისტანციურად ულოცავს...“ - ზურიკო დავითაშვილის და პატარა დათის კადრები

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ზურიკო დავითაშვილსა და მის მეუღლეს, მია გზირიშვილს გასული წლის 15 ნოემბერს ვაჟი შეეძინა, რომელსაც დათი დაარქვეს. წყვილი შვილის ერთი წლის იუბილეს ზეიმობს და სოციალურ ქსე...

ზურიკო დავითაშვილი

1731687540

სპორტი

პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა.  მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთ...

 ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ბექაური

1731683888

ინტერვიუ

სიცრუეა თითქოს ცესკო სხდომის ჩატარებას ქალაქგარეთ გეგმავს - ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის შემაჯამებელი სხდომის ჩატარებას ცესკო ქალაქგარეთ გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკოში სიცრუეს უწოდ...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო