„თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“ - ოთარ კიტეიშვილი
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა უკრაინასთან მატჩისთვის მიმდინარე მზადების პროცესზე კომენტარი გააკეთა.
„რამდენიმე დღეა რაც ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. ბოლო ორი დღეა შედარებით ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ მოახლოებულ შეხვედრებს. გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელობის თამაშები გველის. ჯგუფის გადამწყვეტი ფაზაა და აუცილებელია მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენება დადებითი შედეგის მისაღწევად.
განსხვავებული მატჩები ჩავატარეთ. ოქტომბერში, უფრო მეტად დაცვიდან გვეთამაშებოდნენ მეტოქეები და ნაკლებ სივრცეს გვიტოვებდნენ. მსგავსი მოლოდინი გვაქვს მოახლოებულ შეხვედრებშიც, თუმცა უკრაინაც მოსაგებად იბრძოლებს, ჩვენ კი, ჩვენს თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, - განაცხადა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4.
საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.
1731697277
მსოფლიოასლან ბჟანიას განცხადებით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ინფორმაციას ტელეგრამ არხზე „ეხოკავკაზა“ ავრცელებს. მანამდე კი, ბჟანიასთან დაკავშირებით გან...
1731694977
ჰოროსკოპი„დღე საკმაოდ რთულია, ამიტომ ფრენები გადადეთ, არ შეიძინოთ ახალი და ინოვაციური პროდუქტები, ასევე თავი შეიკავეთ ქირურგიული ჩარევებისგან“ - ასტროლოგი 16 ნოემბერს სავსემთვარეობაზე
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 16 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახე...
1731692454
სოციალური მედია„პირველ დაბადების დღეს მამიკო დისტანციურად ულოცავს...“ - ზურიკო დავითაშვილის და პატარა დათის კადრები
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ზურიკო დავითაშვილსა და მის მეუღლეს, მია გზირიშვილს გასული წლის 15 ნოემბერს ვაჟი შეეძინა, რომელსაც დათი დაარქვეს. წყვილი შვილის ერთი წლის იუბილეს ზეიმობს და სოციალურ ქსე...
1731687540
სპორტიპრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთ...
1731683888
ინტერვიუსიცრუეა თითქოს ცესკო სხდომის ჩატარებას ქალაქგარეთ გეგმავს - ცენტრალური საარჩევნო კომისია
ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის შემაჯამებელი სხდომის ჩატარებას ცესკო ქალაქგარეთ გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკოში სიცრუეს უწოდ...