როდის იწყებს ადამიანი საკუთარ წარუმატებლობაში დამნაშავის ძებნას - რამაზ გიგაური
როდის არის რწმენა და სიყვარული სახიფათო იარაღი და როდის იწყებს ადამიანი საკუთარ წარუმატებლობაში დამნაშავის ძებნას, ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური, საინტერესო მოსაზრებას უზიარებს მკითხველს: "რწმენა - ეს არის ძალიან მძლავრი, მაგრამ ძალიან სახიფათო ინსტრუმენტი.
რწმენა კი არა, თვით სიყვარულიც კი, თუ მას გონიერება არ ახლავს, ფანატიზმი ხდება.
გონიერების გარეშე ადამიანი ჰგავს თვითმკვლელ ტერორისტს, რომელსაც სწამს და რომელსაც უყვარს, თუმცა მის ქმედებას არ ახლავს გონიერება. სწორედ ამიტომ ჰგონია, რომ სხვების აფეთქებით და სიკვდილით მართალ და გონიერ საქმეს აკეთებს.
როდესაც ფიზიკურ სხეულში გაქვს ტკივილი, მიდიხარ ექიმთან. რა თქმა უნდა, ვიღაც იტყვის, რომ მე შემიძლია ტკივილი განვკურნო, მაგალითად, ლოცვით, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ამას ამტკიცებენ, ტკივილისას პირველები გარბიან ექიმთან (ხშირად ყველაზე კარგ ექიმთან და ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში).
მაგრამ როდესაც გაქვს ტკივილი ასტრალურ სხეულში (ანატომიური ცენტრი: გული. იმპულსი - ემოცია) ან მენტალურ სხეულში (ანატომიური ცენტრი: ტვინი. იმპულსი - აზრი), მერე რას შვრები?
მერე „იგონებ“ რაღაცას და ეძებ „დამნაშავეს“, იმიტომ, რომ მიაბა ეს ემოციური თუ მენტალური ტკივილი ვიღაცას და აირიდო პასუხისმგებლობა.
ადამიანებს არ მოსწონთ თავისი „ჩაქაქული“ ცხოვრება და ამაში დამნაშავეს ეძებენ. მარტივია ხომ?
* „ბიჭო, მე ხო იცი არა, დედას ვუტირებდი, მთებს გადავდგამდი, ეს ჯადო რომ არ მქონდეს გაკეთებული“.
* „ჩემს ქმარს მე ვუყვარვარ, უბრალოდ, ვირის ტვინი აჭამეს“.
* „ბიზნესში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მერე ჯადო გამიკეთეს და ამიტომ გავკოტრდი“.
ჭირი - იქა, ლხინი - აქა.
ეს წააგავს ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც საქმეს თვითონ აფუჭებს (თორმეტი წელია ქოცები ხელისუფლებაში არიან, თორმეტი წელი!) და აბრალებენ ნაცებს (რომლებიც თორმეტი წელია ხელისუფლებაში აღარ არიან).
ასე რომ, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, თუ ბედისწერის გწამთ, თქვენდა სასიკეთოდ გწამდეთ!
1792827581
ახალი ამბებისასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...
1792825861
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვია...
1792823174
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მ...
1792821976
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ოქტომბერს საქართველოში
24 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოღრუბლულია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბ...
1792787300
საზოგადოებაირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის...






























