„რთული დღე გელოდებათ, ეცადეთ თავიდან აირიდოთ უსიამოვნებები“ - 2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია, გვაქვს მზის დაბნელება. ამ დღის გამოყენება შეგიძლიათ ძალიან კარგად იმისთვის, რომ დაასრულოთ საქმეები, რაც ადრე დაიწყეთ, გათავისუფლდეთ ყველაფერი იმისგან, რაც უკვე აღარ გჭირდებათ და დაიწყოთ ახალი ნაბიჯების გადადგმა. სურვილების ჩაფიქრება ან მზაობა სიახლეებისთვის, მოკლედ დასასრული და ახალი საწყისის დასაწყისია“, -  ამის შესახებ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. 

♈ ვერძი

ცუდი დღე ნამდვილად არ გელოდებათ, შეგიძლიათ შეცვალოთ, გააფართოოთ თქვენი ხედვა, დაინახოთ რაღაც ახალი. კარგი იქნება თუ დღეს ნაყოფიერად გამოიყენებთ.

♉ კურო

დღე საკმაოდ ნაყოფიერი იქნება თუ იქნებით დინჯები, ეს არ გეშლებათ. განსაკუთრებით არ შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა, იყავით უფრო სტაბილურები.

♊ ტყუპები

სიახლე დღეს არ არის სასურველი, შეგიძლიათ დაგეგმოთ და შემდგომ იმოქმედოთ. დღეს არ დაიწყოთ რაღაც ახალი საქმე, რადგან ყველაფერი ძველი უნდა დაასრულოთ.

♋ კირჩხიბი

შესაძლოა დღე ბურუსით იყოს მოცული, შეიქმნება სიტუაციები, რაში გარკვევაც გაგიჭირდებათ, ვერ გაიგებთ როგორ მოიქცეთ, სად არის სიმართლე და ტყუილი, ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ისე მიიღეთ გადაწყვეტილებები. დღე გაატარეთ მშვიდად.

♌ ლომი

დაასრულეთ საქმე, ხართ მრავალფუნქციური და ნებისმიერი მიმართულებაში შეგიძლიათ საქმის კეთება. რადიკალური ცვლილების მიღებისას კარგად დაფიქრდით, კარგია გარემოც ცვლილება, მაგრამ არა შორ გზაზე გამგზავრება, მანდ მეტი სიფრთხილე მოგეთხოვებათ.

♍ ქალწული

თქვენთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ურთიერთობა, ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელსაც დღეს გაიგებთ, ყურადღება მიაქციეთ.

♎ სასწორი

რთული დღე გელოდებათ, ეცადეთ თავიდან აირიდოთ უსიამოვნებები. სწორად შეაფასეთ საკუთარი თავი, შესაძლებლობები და ირგვლივ მყოფი ადამიანები.

♏ მორიელი

პირად სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ ძალიან კარგი დღე გაქვთ. გადახედეთ, მიიღეთ გადაწყვეტილებები, დაასრულეთ ან ნაბიჯები გადადგით.

♐ მშვილდოსანი

კარგია ინფორმაციის მიღება, შეგიძლიათ დაესწროთ ლექციას, სემინარს. არ არის სასურველი თავად გასცეთ ინფორმაცია.

♑ თხის რქა

დადებითი დღე გელოდებათ. მთავარია თავიდან აირიდოთ გარკვეული უსიამოვნება, შემდეგ კი დღე წარმატებული გექნებათ. კარგი იქნება კონკრეტული ურთიერთობის გამოსასწორებლად. ელოდეთ მოულოდნელ ფინანსებს.

♒ მერწყული

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, სანამ ნაბიჯებს გადადგამთ 2-ჯერ დაფიქრდით. უაზროდ გეკარგებათ დრო, ამიტომ ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ, დრო სწორად გადაანაწილოთ და მენეჯმენტი გააკეთოთ.

♓ თევზები

შესაძლოა ცოტა რთულად დაიწყოს დილა, მაგრამ არ იდარდოთ, მნიშვნელოვანია სწორი პრიორიტეტები გქონდეთ. გადაანაწილეთ, დაფიქრდით რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794723354

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული, მისი მთავარი ღირებულებაა, გარე ჩარევის გარეშე რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ხალხისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანი პოლიტიკა

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აც...

შალვა პაპუაშვილ

1794722843

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი ამ...

ამინდი ამინდი

1794689833

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს

 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1794687013

მსოფლიო

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა

საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში

1794684214

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...

ზაალ ანჯაფარიძე