რუსეთის ასტროლოგიურ რუკაზე მაისში დეფოლტი იკითხება - ხათუნა ნოელი

მაისში რუსეთს დეფოლტი ელის - ცნობილი ასტროლოგი ხათუნა ნოელი რუსეთის ასტროლოგიურ რუკას გვიზიარებს:

"ეს არის რუსეთის ასტროლოგიური რუკა. 
როგორც იცით, რუკები იყოფიან სექტორებად, რომლებსაც ჩვენ, ასტროლოგები, სახლებს ვუწოდებთ.

ქვეყნების ასტროლოგიაში ე.წ. ''მეორე სახლს'' აბარია სახელმწიფოს  ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობა (რაშიც შედის ეროვნული ხაზინა, ვალუტის რყევები, სახელმწიფოს მსყიდველობითუნარიანობა, აქციებსა და ობლიგაციებში ინვესტირების შესაძლებლობა. სახელმწიფო ვალი, ზოგადი მოგება და ზარალი, ფინანსური ტრანსაქციები, იარაღის ყიდვის შესაძლებლობა საგანგებო დროს, ვაჭრობა, ექსპორტი და იმპორტი, საპროცენტო განაკვეთები, ინვესტიციები, საფონდო ბაზარი და კიდევ ბევრი სხვა, რაც მატერიალურ რესურსებს უკავშირდება)

რუსეთის რუკის მეორე სახლს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ის სასწორის ნიშნით იწყება, შესაბამისად მისი მმართველი გამოდის ვენერა. ვენერა ამ რუკაში კუროს მე-15 გრადუსზე ზის.

მიმდინარე პერიოდში ცაზე სწორედ ამ მე-15 გრადუსს გადის ტრანზიტული ურანი. რის გამოც ზუსტ შეერთებაში მოდის რუსეთის ფინანსების მმართველ ვენერასთან.

მე ჯერ კიდევ მარტში ვწერდი ამ ასპექტის შესახებ და ვვარაუდობდი, რომ  მაისის თვის ურანი-ვენერას შეერთება რუსეთში დეფოლტს გამოიწვევდა.

ეკონომისტებს და პოლიტოლოგებს  მიაჩნდათ, რომ დეფოლტი აპრილში უნდა განვითარებულიყო, თუმცა მათი პროგნოზი არ ახდა. 

და აი, მაისიც დადგა, ასპექტს 4 მაისს ჰქონდა პიკი, 19 მაისს კი მისი ზემოქმედება სრულდება. ზოგადად,  მოვლენები პიკის ახლომახლო პერიოდში ხდება ხოლმე. შემდეგ კი მათი წარმოქმნის ალბათობა  თანდათან კლებულობს. 4 აპრილს რუსეთს დაახლოებით 650 მილიონი დოლარის გადახდა უწევდა.  

რეიტერის ცნობით  სახელმწიფო ვალის ნაწილის დაფარვა მოსკოვმა შეერთებულ შტატებში გაყინული რეზერვების გამოყენების გარეშე შეძლო (ოღონდ რუსეთის ფინანსური სახსრების ზუსტი წარმომავლობა გაურკვეველიაო).

თუმცა ურანის ტრანზიტები თავისი არასტანდარტული ქმედებებით გამოირჩევა და ხანდახან სულ ბოლო მინუტებზეც კი შეუძლია კუდის მოქნევა. მით უმეტეს, რომ მოსკოვს ევრო-ობლიგაციების მომდევნო გადახდა მაისის  ბოლოს უწევს, რადგან ვალის გადახდის უფლებაზე ლიცენზიას 25 მაისს ეწურება ვადა."

წყარო: "ასტროზონა" 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794764373

ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

1794761277

ახალი ამბები

პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...

ახალნათელღებული შეემატა

1794759304

მსოფლიო

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...

ირანმა ბაჰრეინში

1794755991

ახალი ამბები

შიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...

მეუფე შიო

1794753088

მსოფლიო

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...

ლუკა ნიკულესკუ