„საქართველოსთვის ყველაზე რთული, „ცხელი“, ავარიული და ბობოქარი თვე იქნება...“ - რას წერს ასტროლოგი რამაზ გიგაური?

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და 2024 წლის დეკემბერს ახასიათებს. მისი თქმით, ამ წელს დეკემბრის თვე ყველაზე ბობოქარი ავარიული და ქაოსური იქნება: 

„დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ინგრესია:
* 7 დეკემბერი > ვენერა მერწყულის ზოდიაქოში
* 21 დეკემბერი > მზე თხის რქის ზოდიაქოში
რეტროგრადული პლანეტები:
* 7 დეკემბერი < რეტროგრადული მარსი (ლომის მე-7 გრადუსიდან)
* 8 დეკემბერი > დირექტიული ნეპტუნი (თევზების 28-ე გრადუსიდან)
* 16 დეკემბერი > დირექტიული მერკური (მშვილდოსნის მე-7 გრადუსიდან)
* ახალმთვარეობა - 1 დეკემბერი (10:21 საათზე)
* სავსემთვარეობა - 15 დეკემბერი (13:01 საათზე)
* ახალმთვარეობა - 31 დეკემბერი (2:26 საათზე)

დეკემბერი - მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, 2024 წლის ერთი ყველაზე რთული, „ცხელი“, ავარიული და ბობოქარი თვე იქნება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი დაბრკოლებები, შეფერხებები, უსიამოვნებები, კონფლიქტები და შეტაკებები. პოლიტიკური მდგომარეობა ბევრ ქვეყანაში უკიდურესად არასტაბილური და რთულად პროგნოზირებადი გახდება, რაც ცხადია, აისახება ყველაზე და ყველაფერზე.

ნოემბრის მესამე დეკადის ნეგატიურ გავლენა ბუნებრივია გადმოვა დეკემბერზეც და განსაკუთრებით 1-9 დეკემბერი, როდესაც რეტროგრადული მერკური მშვილდოსნის ზოდიაქოდან ნეგატიურ ასპექტს შექმნის სატურნთან (თევზებში). ცეცხლისა და წყლის სტიქიის ნეგატიური სინთეზი შექმნის „დუღილის“ განცდას, რაც გამოიხატება კატაკლიზმებში, ტექნიკურ ავარიებში, ხანძრებში, გაფიცვებში, მიტინგებში და სპონტანურ გამოსვლებში. დეკემბრის პირველ დეკადაში თითქმის გამორიცხულია რაიმე ტიპის შეთანხმება და საერთოდ, ურთიერთგაგება.
დეკემბრის ერთ-ერთი მთავარი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება 7 დეკემბერს, როდესაც მარსი (რომელიც ცეცხლოვან ლომის ნიშანშია) ორი თვით რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. ამ პერიოდში მარსი დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს იმოძრავებს და ბუნებრივია, მისი გავლენა ძალიან დისჰარმონიული იქნება, რაც კიდევ უფრო გაზრდის კონფლიქტებს და ძალისმიერ დაპირისპირებებს. სტატიკური-რეტროგრადული მარსი ცეცხლოვანი მერკურის რეტროგრადულობის ფონზე 1-დან 15 დეკემბრამდე გაზრდის ავარიულობისა და ხანძრების ალბათობას. არ არის გამორიცხული ზოგიერთ ქვეყანაში ვიხილოთ არა მხოლოდ მასშტაბური გამოსვლები, არამედ ხელისუფლების ცვლილებებიც. მკვეთრად მოიმატებს პოლიტიკოსებზე ან საერთოდ, ცნობილ ადამიანებზე თავდასხმების საშიშროება.

ჩვეულებრივი ადამიანებისთვის რეტრო-მარსი შეიძლება ნიშნავდეს სპორტთან ან ხელოვნებასთან „დაბრუნებას“, შინაგან მღელვარებას, წარსულში „დაბრუნების“ მცდელობებს, განსაკუთრებით თუ მათი საქმიანობა დაკავშირებული ბავშვებთან, სკოლებთან, პედაგოგიკასთან, ბიზნესმენებისთვის – სირთულეებს ბიზნესთან, ოქროსთან და ფასიან ქაღალდებთან. გარდა ამისა, მარსის რეტროგრადულობა (ლომში) შეიძლება ასევე მიანიშნებდეს გაძლიერებულ თავის ტკივილსა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს.
მიუხედავად დეკემბრის „ცხელი“ ფონისა, დეკემბრის პირველი კვირა ვენერას, ურანის და ნეპტუნის პოზიტიური გავლენა „ხელს შეუწყობენ“ შემოქმედებით საქმიანობას, კინოს, თეატრს, მუსიკას. შესაძლებელია, სახლისთვის კრეატიული გარემოს შექმნა და საინტერესო ინტერიერული გადაწყვეტილებების მოფიქრება. თუმცა, უმჯობესია არ იჩქაროთ მნიშვნელოვანის შეძენა 16 დეკემბრამდე, რადგან რეტროგრადული მერკურის გამო, დიდი რისკია, რომ არასწორი არჩევანი გააკეთოთ ან რაიმე დეფექტს წააწყდეთ.
რეტრო-მერკურის პიკი 5-6 დეკემბერს შეიძლება მოგვიტანოს იმ პერიოდის ძირითადი გადაწყვეტილება, რომელიც დაიწყო 26 ნოემბერს. ამის შემდეგ უკეთ გავიგებთ, რა უნდა გავაკეთოთ, საით უნდა წავიდეთ და რა პროცესები უნდა გადავახარისხოთ ჩვენს ცხოვრებაში.

თვე იქნება უკიდურესად დატვირთული მზისა და მერკურის ნეგატიური ასპექტებით იუპიტერთან და სატურნთან, რაც მიანიშნებს გარკვეულ სირთულეებზე, რომლებიც შესაძლოა კავშირში იყოს მსხვილ სატრანსპორტო საკითხებთან, გადაადგილებებთან, გზების მშენებლობასთან, უცხოეთში მოგზაურობასთან და ამ მიმართულებით გარკვეულ სირთულეებთან. 15 დეკემბრამდე იქნება ბევრი დაბრკოლება და შეფერხება სამუშაო პროცესში.
სიყვარულის პლანეტა ვენერა (მერწყულის ნიშნიდან) 8-16 დეკემბრის შუალედში დაუპირისპირდება მარსს. ამის გამო პირად ურთიერთობებში, შეურიგებლობისა და ეგოიზმის ფონზე, შეიძლება გართულდეს ურთიერთგაგება და დაირღვეს ჰარმონია. არ გამოირიცხება კონფლიქტი პარტნიორთან და ურთიერთობის შეწყვეტაც.
20-21 დეკემბრისთვის საერთო მდგომარეობა და განწყობა შედარებით ჰარმონიული გახდება. სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი ურთიერთობებში, ახლობელი ადამიანები დაგვეხმარებიან უკეთ გავერკვეთ შექმნილ მდგომარეობაში, ჩვენს გრძნობებში და დავალაგოთ ურთიერთობები ახლობლებთან. ამ დღეებში ურთიერთობის დაწყება და ერთობლივი მოგზაურობა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს.

16 დეკემბრიდან, მშვილდოსანში მერკურის რეტროგრადულობის დასრულებით, ბევრი გეგმა დაიწყებს გამოვლენას, ბევრი ინფორმაცია გამომჟღავნდება, გამოჩნდებიან საჭირო ადამიანები და დამხმარეები. ამ დროიდან ბიზნესის წარმოება, მოლაპარაკებების წარმართვა და მოგზაურობა უფრო იოლი და წარმატებული გახდება.

თვის მეორე ნახევრიდან იუპიტერისა და სატურნის ასპექტებიდან გამომდინარე მოსალოდნელია საზოგადოებაში მნიშვნელოვანი და მასშტაბური ცვლილებები, რაც მოიტანს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებასთან, განათლებასთან და საერთოდ, ცოდნის დარგებთან დაკავშირებული სასიკეთო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას.

თვის ბოლოს, 25-26 დეკემბერს, შესაძლებელია წარმატებული საქმიანი მოგზაურობები, ასევე საერთაშორისო კონტრაქტებზე მოლაპარაკებების გამართვა. თუმცა, 27-28 დეკემბერს ვენერასა და ურანს შორის კვადრატული ასპექტი მიანიშნებს, რომ მოსალოდნელია იმპულსურობამ და წინდაუხედაობამ საფრთხე „შეუქმნას“ საქმიან, პირად და მეგობრულ ურთიერთობებს.

31 დეკემბერს თხის რქაში ახალმთვარეობა მოიტანს მნიშვნელოვან და, შესაძლოა, მასშტაბურ სიახლეებსაც, რადგან ის იქნება დეკემბრის და საერთოდ, 2024 წლის „ტრანსცენდენტური წერტილი“, რაც დაუკავშირდება იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც მოსალოდნელია უკვე 2025 წელში“, - წერს რამაზ გიგაური.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794238433

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვა, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ასე იქნება ახლაც, საბოლოო ჯამში, ომში უშუალო მონაწილე ხალხი დაზარალდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სა და რუსეთს შორის და ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყნებ...

შალვა პაპუაშვილი

1794236680

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი რასაც ჩადის, არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არ იქნება სათანადო მოწვევა ბრიუსელიდან, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა შეხვედრებში

არ იქნება სათანადო მოწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა...

შალვა პაპუაშვილი

1794233230

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან, ამავდროულად, თავისი სუვერენიტეტი 100%-ით შეინარჩუნოს

„ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიანი

1794232890

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩინეთში შეხვედრებს გამართავს

„ძალიან მნიშვნელოვანია პეკინში ჩვენი ვიზიტი. გვექნება საინტერესო შეხვედრები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდული მიმართულებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე...

ვარლამ ლიპარტელიანი

1794231446

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთთან გვაქვს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, არსებობს უფრო ამბიციური გეგმებიც, მათ შორის, შუა დერეფანთან, პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით

ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მოწვევით ჩინეთში ჩვენი დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დაიწყება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თ...

ნიკოლოზ სამხარაძე