ტაროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, 16 მაისიდან, 22 მაისის ჩათვლით

სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.

 

მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ 16 მაისიდან, 22 მაისამდე შუალედში, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ვერძი

ახალი კვირა თქვენს ნიშანს მეტ-ნაკლებად მოუტანს ახალ ამბებს, ახალ ინფორმაციას. ბევრ შემთხვევაში ეს იქნება თქვენთვის სასიამოვნო და საინტერესო მესიჯი, თუმცა შესაძლოა გაიგოთ სხვისი პრობლემის ან უსიამოვნების შესახებაც, რაც ირიბად თქვენც  გეხებათ.

ზოგადად კვირის ენერგეტიკა თქვენში აძლიერებს ემოციურობას. ამდენად, კარგი პერიოდია ყველანაირი კომუნიკაციისათვის, სადაც ადამიანები ერთმანეთში ცვლით საკუთარ შეხედულებებსა და გულისტკივილებს. პერიოდი ხელს უწყობს ზოგადად ურთიერთობებს, პირველ რიგში რა თქმა უნდა პირადს. ამ ეტაპზე გადასარევად შეძლებთ როგორც საკუთარი ემოციების ზუსტად გადანაწილებას, ასევე სხვისი შეხედულებებისა და გრძნობების აღქმასა და შეფასებასაც. ეს ის დროა, როცა სამსახურებრივი საკითხებიც მჭიდროდაა მიბმული თქვენს საკუთარ ემოციურ განწყობასთან.  თუმცა, ახლა სწორედ ესაა თქვენი „აქილევსის ქუსლიც“.

ამჟამად დაუშვებელია სპონტანური, დაუფიქრებელი, საკუთარი ემოციების ზეგავლენით  მიღებული სწრაფი გადაწყვეტილებების განხორციელება, ყველა თემასთან მიმართებაში.

კურო

ამ კვირის ენერგეტიკა ძალიან ჰარმონიულია თქვენი ნიშნის ბუნებრივ ენერგეტიკასთან. კერძოდ, ახლა თქვენს გარშემო ყველაფერი მეტ-ნაკლებად გაწონასწორებულია და ზოგადად პერიოდი ხელს გიწყობთ ყველაფრის დარეგულირებაში. ამჟამად ყველა სადავო, გადადებულ საქმეშიც შესაძლებელია საშუალო, ჰარმონიული ზღვარის დადგენა, მორიგება, შერიგება.  ჰარმონიულად ხდება როგორც ენერგეტიკების, ასევე აზრთა  გაცვლა-გამოცვლა გარემოსთან.

განსაკუთრებულად დადებითი პერიოდია პირადი ურთიერთობებისათვის. ამჟამად პარტნიორები სრულიად ესადაგებიან თქვენს აზრებს, ემოციებს, გრძნობებს. მეტ-ნაკლებად შესაძლებელია საერთო ენის გამონახვა ყველაზე დაძაბულ ურთიერთობებშიც კი. ასევე, რა თქმა უნდა ეს ტენდენცია ვრცელდება საქმიან, სამსახურებრივ, ბიზნეს ურთიერთობებზეც.

ამ პერიოდში ყველაზე მეტად მოერიდეთ ყველანაირ დამძალებლობას, ხისტ მოთხოვნებს, სარკასტულ გამოთქმებსა და საყვედურის ინტონაციას. ასევე, არ ღირს სიახლეების დაწყება.

ტყუპები

თქვენი ნიშანი ამ კვირის მანძილზე ნამდვილად სამყაროს ფავოროტია. ახლა თქვენი ენერგია, შარმი, მომხიბვლელობა, მენტალობა, ძალიან მაღალია, რითაც უდავოდ ხვდებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამ ეტაპზე ყველას მოსწონხართ და თქვენკენ მოისწრაფვის.  ზოგადად უხვად მიიღებთ ყურადღებას, გააქტიურდებიან თაყვანისმცემლებიც. ასევე,  ხელგეწიფებათ ძალიან იოლად, ტკბილი ენისა და ღიმილის დახმარებით, მიიღოთ ყველაფერი სწრაფად და იოლად. ბევრი თქვენგანი მოიპოვებს გარკვეულ პოპულარობას.

პერიოდი ხელს უწყობს რაიმე სახის ჯგუფის, კოლექტივის  შექმნას, რაც საშუალებას მოგცემთ გქონდეთ თქვენთვის საინტერესო საქმე. რეალურად, თქვენი ყველა მიზანი ამ ეტაპისათვის ჯობია მოაგვაროთ კოლექტიურად, თანამოაზრეების ხელშეწყობითა და დახმარებით.

ამ პერიოდში მოერიდეთ სიჯიუტესა და მომთხოვნელობას,  ყოველგვარ „მაგიურ რიტუალებს“. ასევე, მკურნალობის არასტანდარტულ წესებს, თუნდაც ხალხურ-ბალახეულ თერაპიას.

კირჩხიბი

მიმდინარე ეტაპი თქვენს ნიშანს ყველაზე მეტად გაატარებს მცირე კარმულ გამოცდაში, სადაც ძალიან დაწვრილებით აიწონება სამყაროსეული სამართალი ადამიანთა საქციელში. დიდი ალბათობით ბევრი კირჩხიბი მიიღებს რეაბილიტაციას ადრე გადატანილი უსამართლობის გამო. გარშემომყოფები, ზოგჯერ საქმით და ზოგჯერაც ქმედებით, მოიხდიან ერთგვარ ბოდიშს ადრინდელი გაურკვევლობების გამო. თუმცა, შესაძლოა თქვენც მოგეკითხოთ რაიმე წარსულიდან. ასევე, ამ პერიოდში კარგია და აუცილებელი აღადგინოთ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა და სიყვარული.

გადახედეთ თქვენი ცხოვრების იმ სფეროებს, სადაც დიდი ხანია სხვისთვის ცხოვრობთ და იღწვით, საკუთარი ჯანმრთელობის ან ფსიქიკის საზიანოდ. დროა უარი უთხრათ უაზრო და არაფრისმომცემ თავდადებას და მიხედოთ თავს.

პერიოდი ხელს არ უწყობს დროის ფლანგვას, ზედაპირულ ადამიანებთან ასევე ზედაპირულ და არაფრისმომცემ ურთიერთობებს, ინფორმაციის (ჭორის) მიღებასა და გავრცელებას.

ლომი

თქვენი ნიშნისათვის მიმდინარე პერიოდს  მოაქვს ახალი კავშირები, ძველი კავშირების აღდგენა. ზოგადად ყველა თემაშია მორიგების ტენდენცია, და ეს არაა შემთხვევითი, იმდენად რამდენადაც თქვენში ძალიან მაღლდება ზოგადად ემოციურობა, ინტიუციურობა. ახლა ზუსტად შეგიძლიათ დაადგინოთ ვინ ვინაა და რას ემსახურება სინამდვილეში. ყველა იმ ურთიერთობაში, სადაც ადრე იყო შეუთანხმებლობა, აზრთა სხვადასხვაობის გამო განხეთქილება, ახლა შესაძლებელია შერიგება, ურთიერთობის აღდგენა ჰარმონიულ ჭრილში.

ამ პერიოდში ყველა თქვენთვის საინტერესო თემას აქვს წარმატების,  თქვენდა სასიკეთოდ გადაწყვეტის ალბათობა, თუ მას წარმართავთ მხოლოდ საკუთარ მენტალობაზე დაყრდნობით, ჭკვიანურად და სხვისი, თუნდაც თქვენთვის ძალიან კომპეტენტური ადამიანის  ჩარევის გარეშე.

ამ პერიოდში მოერიდეთ ყველანაირ ჩაკეტილობას, განმარტოებას. ასევე, ეცადეთ, თქვენი ახლობელი ადამიანები შეძლებისდაგვარად მოარიდოთ საავადმყოფოს კედლებს.

ქალწული

თქვენი ნიშნისათვის ერთმნიშვნელოვნად დიდი შერიგების ეტაპი დგება. ამ პერიოდში თქვენს გარშემო პირველ რიგში გააქტიურდება კომუნიკაცია. ყველა იმ ადამიანთან ან ჯგუფთან, სადაც გქონდათ  უსიამოვნება ან მცირე გაუგებრობა, თუნდაც დაშორება, მეტ-ნაკლებად შესაძლებელია ურთიერთობის აღდგენა. პერიოდი სრულიად ხელს უწყობს დადებით ურთიერთობებს, მათ შორის პირადი თემის გაუმჯობესებას. ეტაპი ძირითადად ემსახურება ნეგატიური გამოცდილების განეიტრალებას, შერიგებას, პატიებას, რაღაცის თავიდან დაწყებას.

ამავდროულად, დადებითი დროა თქვენი პრეტენზიების, მოთხოვნის წამოსაყენებლად. ამ პერიოდში ჯობია გულიდან ამოთქვათ ყველა ის განაწყენება, რაც თქვენვე განეგატივებთ. ის  წვრილმანებიც კი, თითქოს რომ არცაა სათქმელი,  თქვენთვის დამაზიანებელია.

კვირის განმავლობაში განსაკუთრებით მოერიდეთ ყველაფერს არაკანონიერს, სარისკოსა და გაურკვეველს. ნუ გამოეკიდებით ლამაზად  შეფუთულ, მაგრამ გაუგებარ შემოთავაზებებს.

სასწორი

მიმდინარე კვირის ენერგეტიკა თქვენს ნიშანში გაზრდის ინტუიციას, მენტალობას, ზოგადად აზროვნებას.  ამ პერიოდში მოგეცემათ საშუალება სწორედ თქვენი გააზრებულობითა და დიპლომატიურობით, თითქმის  „ჭაობიდან ამოათრიოთ“ გაჩერებული, უიმედო საქმეები. ამჟამად თქვენი გონება და სიტყვა ერთის მხრივ ალესილი ხმალივით მჭრელია და  მიზანმიმართული, ხოლო მეორეს მხრივ რბილი და მოქნილი, რაც არ ტოვებს წაგების არავითარ შანსს.

ამ ამაღლებული მენტალობით კარგი დროა დიდი, გლობალური ცვლილებებისათვის. პირველ რიგში ეს ეხება ქვეყნის, ქალაქის, მინიმუმ საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას. თვითოეული თქვენგანი მოახერხებს არასასურველი გარემოს, თუნდაც უნაყოფო  ურთიერთობის  დატოვებას. მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ამ ცვლილებებზე თქვენი გარემო,  იმოქმედეთ ჯიუტად.

ამ კვირის განმავლობაში ყველაზე მეტად არ გამოგადგებათ სიძუნწე, ეკონომიურობა. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ გაჭირვებულსა და მათხოვარს, თუნდაც ქუჩის ცხოველს.

მორიელი

ახალი კვირა თქვენი ნიშნისათვის უმყარესია და ზოგადად ხელს უწყობს თქვენს გაძლიერებას ყველა თემასთან მიმართებაში. რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყველაზე არეულ სიტუაციაშიც კი, თქვენი ბიზნესი, სამსახური, შემოსავლები, არის ხელშეუხებელი. კარგი დროა სახლის საქმეების მოსაგვარებლად, ზოგადად სახლის ასაშენებლად ან შესაძენად, რემონტებისათვის. ამ ეტაპზე თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უარი უთხრათ ზოგადად „წამხედურობის“ ენერგიას.

ახლა არაფერი არაა საინტერესო და საიმედო, რაც შორიდან ბრჭყვიალებს და სხვისია. ეცადეთ რაიმე თვალისმომჭრელის, მაცდურის  გულისათვის არ გადაუხვიოთ საკუთარ გეზს. რისკები ამჟამად არაფერ კარგს არ გიქადით.

ამავდროულად, მოერიდეთ მგზავრობას, ზოგადად მოგზაურობას, საცხოვრებელი ადგილის ან სამსახურის ცვლილებას, დროებით მაინც. ასევე, სწრაფ სატრანსპორტო საშუალებებს. ახლა თქვენთვის საუკეთესო  არჩევანია ფეხით სეირნობა უსაფრთხო და მშვიდ ადგილებში.

მშვილდოსანი

მიმდინარე კვირის ენერგეტიკა თქვენს ნიშანთან დიდად ვერ რეზონირდება, რაც მეტ-ნაკლებად ადუნებს თქვენს ინტუიციასა და მიზანსწრაფას. ამდენად, ახლა შესაძლოა ბევრი თქვენგანი უბრალოდ ვერ ხედავდეთ სხვადასხვა სიტუაციიდან გამოსავალს, ან თავად ამბობდეთ უარს რაიმე გაუმჯობესებაზე, ბოლო პერიოდში აკვიატებული უიმედობის შეგრძნების გამო. არადა ძალიან კარგი დროა დიდი, გლობალური ცვლილებებისათვის. ამდენად, დროა სცადოთ ყველაფერი ახალი, თუნდაც მცირედ სარისკოც, რადგან კარმულად გეწყებათ სრულიად ახალი ეტაპი.

ახლა თუ არ ჩამოიხსენით  მელანქოლიის ნიღაბი და თუ არ წაიწიეთ ერთი ნაბიჯით წინ მაინც, ისევ დარჩებით იგივე რუტინაში კიდევ ერთი ციკლის განმავლობაში. კარგი პერიოდია ფიზიკური გადაადგილებისათვის, სამსახურისა და საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად.

ამ პერიოდში განსაკუთრებით მოერიდეთ წვრილმან ხარჯებს, წვრილი თანხების გასესხებასა და ყოველდღიური ნივთების გათხოვებას. ასევე, თავად არ დაიტოვოთ სხვისი, თუნდაც ხურდა.

თხის რქა

თქვენი ნიშნისათვის მიმდინარე კვირას შემოქვს აქტიურობის, მიზანსწრაფვის ენერგია, რომელიც აუცილებლად ჯილდოვდება კარგი შემოსავლებით. რეალურად ახლა თქვენი ფულის არხი განიცდის სამყაროსეულ წმენდას და თუ თავად არ აბინძურებთ მას ვალის ენერგიით, როცა რაიმე სხვისი გაქვთ შერჩენილი, ძალიან წარმატებულ შემოსავლებში გადაინაცვლებთ. თქვენი პატიოსანი შრომა დაფასდება. მოსალოდნელია ბონუსები და ფულადი ჯილდოებიც.

ამავდროულად, კარგი პერიოდია ადრე დაბლოკილი, უიმედო თემების შემოსაბრუნებლად. ყველა იმ საქმეში თუ ურთიერთობაში, სადაც ადრე არ გაგიმართლათ ან ვერასდროს ვერ ხედავდით გამოსავალს, ახლა აღმოაჩენთ ისეთ მარტივ გზას, თავადაც  რომ გაგიკვირდებათ. მთავარია მოიცილოთ ფსიქოლოგიური უიმედობა. გამოსავალი თითქოს ცხვირწინ გიდევთ. ზოგადად პესიმიზმი ისედაც არაა თქვენი ნიშნისათვის ბუნებრივი მდგომარეობა. ამ პერიოდში კი თქვენთვის განსაკუთრებულად დამაზარებელია და ერთმნიშვნელოვნად უკანდამხევიც.

მერწყული

ამ ეტაპზე თქვენი ენერგეტიკა პირდაპირ იძლევა რაიმე ალიანსის შეკვრის საშუალებას. ამდენად, თუ დაგეგმილი გქონდათ ახალი ბიზნესის, ან ტრენინგის  წამოწყება, სწორედ რომ გადასარევი დროა ამისათვის. ასევე, წარმატებულად ააწყობთ ყველანაირ ურთიერთობას სრულიად განსხვავებული ასაკისა და ჯურის ადამიანებთან. ახლა თქვენთვის ყველა ადამიანი საინტერესოა და თანასწორი, რაიმე ინტერესიდან გამომდინარე. მაგრამ, გაითვალისწინეთ, მაღალია  სასიყვარულო  სამკუთხედში მოხვედრის ალბათობაც, თუმცა შესაძლოა აქაც ყველა მხარე კმაყოფილი იყოს ჯერჯერობით მაინც, თუმცა  ტენდენცია დიდი ხანი ვერ  გაგრძელდება.

კარგი პერიოდია იმ თემებში გასარკვევად, ჩამოსაყალიბებლად,  გადაწყვეტილების მისაღებად, სადაც აქამდე იყავით დაბნეული და ვერ აკეთებდით კონკრეტულ არჩევანს, იქნებოდა ეს ბიზნესი, სამსახური, პროფესია, ქონებრივი საკითხები  თუ პირადი ურთიერთობა.

ამ პერიოდში მოერიდეთ სამედიცინო ქირურგიულ ოპერაციებს, ზოგადად ყველანაირ იარაღს.

თევზები

მიმდინარე პერიოდი თქვენს ნიშანს მეტ-ნაკლებად ჩააყენებს  კანონიერების არხში, სადაც დიდი დოზით გააქტიურდება ეგრეთ წოდებული „საბუთომანია“.  იმის გარდა, რომ თქვენს საქმეებს მეტ-ნაკლებად დასჭირდება „ქაღალდების“ მოპოვება და დამატება, ეს ტენდენცია ბევრ სიკეთესაც მოგიტანთ. კერძოდ, სათქვენოდაც დაჩქარდება რაიმე საბუთების, დიპლომების, თუნდაც ვიზის  მიღებაც კი. ასევე, მოიპოვებთ საჭირო ინფორმაციას.

ზოგადად ამ პერიოდში ერთგვარად სამყაროს რჩეული ხართ, რადგან ყველა თქვენთვის საჭირბოროტო თემაში სამყარო ავლენს თქვენდამი თანადგომასა და წყალობას. ამდენად, რაშიც ხართ გულწრფელი და თქვენი სურვილით არავის არ აზარალებთ,  ყველაფერი შესრულებადია.

ამ ეტაპზე განსაკუთრებულად გევალებათ საკუთარი ნაშრომის დაცვა.  ერთის მხრივ ახლა არ უნდა დაანიავოთ ის რაც თქვენი მოპოვებულია, ხოლო მეორეს მხრივ არ უნდა აკეთოთ სხვისი საქმე არცერთ შემთხვევაში. ნუ დააზიანებთ თქვენი შრომისა და შემოსავლის ენერგეტიკას.

წყარო: „HER MIT“

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793776292

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხმა დონალდ ტრამპი კლასიკურ „კოჭლ იხვად“ აქცია

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2026 წლის შუალედური არჩევნები შეაფასა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და აღნიშნა, რომ კონგრესზე კონტროლის დაკარგვამ თეთრ სახლს საკანონმდებლო არტე...

დავით ქართველიშვილი

1793776194

ახალი ამბები

გიორგი მიქაუტაძე: ვფიქრობ, მზად ვარ დიდ კლუბში გადავიდე

გიორგი მიქაუტაძე კარიერაში ახალი ნაბიჯის გადასადგმელად მზად არის. 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო ინტერვიუში საკუთარ ამბიციებზე ისაუბრა და ბარსელონას ინტერესიც შეაფასა. „მინდა, ყველა მატჩში ვითამ...

გიორგი მიქაუტაძე

1793775846

ახალი ამბები

ევროკავშირის უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში - ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს

ევროკომისიამ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიში მოამზადა, რომელშიც საქართველოსგან კვლავ მოითხოვს, რომ სასამართლოებში ე.წ. ვეტინგის სისტემა დაინერგოს. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს...

ევროკავშირი

1793774453

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: 2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობა შეგნებულად გაწირა და კონფლიქტის ზო...

სოზარ სუბარი

1793774422

ახალი ამბები

პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს...

დაკავება და ბორკილები