ცოტა ფრთხილად გავდივართ ამ დღეს, არავითარი საქმეების გარჩევა, ნერვიულობა, გაღიზიანება - რას გვირჩევს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი
მიხეილ ცაგარელი გვაფრთხილებს, რომ დღეს, 28 ივლისს, მნიშვნელოვანი დღეა და რეკომენდაციებსაც გვაძლევს:
„მნიშვნელოვანი მოვლენა ამ კვირაში ახალმთვარეობას უკავშირდება, რომელიც 28-ში გველოდება. გაითვალისწინეთ, რომ ცოტა ფრთხილად გავდივართ ამ დღეს, არავითარი საქმეების გარჩევა, ნერვიულობა, გაღიზიანება. გაუფრთხილდით გულსისხლძარღვთა სისტემას და ზედმეტი სიმძიმეები არ აწიოთ 28-ში და არც ახალი საქმე დაიწყოთ. თუ გვექნება პოზიტიური განწყობა, იუმორი, ხელოვნებასთან ურთიერთობა, ეს იქნება ძალიან კარგი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება პარასკევს. იუპიტერი, გამარჯვების მმართველი პლანეტა შუამავალი ხდება, რეტროგრადული, თითქმის, 24 ნოემბრამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ სირთულეებს შექმნის იურიდიულ, იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებში. ასევე შესაძლოა მოგზაურობის დროს სირთულეები შეიქმნას. სხვადასხვა სახის ცოტა ხელისშემშლელი ფაქტორები იჩენს თავს. სპორტსმენებს ვთხოვ, ცოტა ფრთხილად იყვნენ, ტრავმულობა მოიმატებს ვარჯიშებისა და პაექრობების დროს. ეს ყველაფერი სწორედ ამ იუპიტერის უკუსვლასთან იქნება დაკავშირებული“, - აღნიშნა ცაგარელმა.
მანვე მოუწოდა მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც გულსისხლძარღვთა პრობლემები აქვს, რომ უიშვიათესი შემთხვევაა და ამ კვირაში 5 გეომაგნიტური დღეა, ოთხშაბათიდან და აუცილებელია ყურადღება მიაქციონ.
1795198071
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, ტრაგედია პირადი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ, მორალისგან დაცლილია
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, ტრაგედია გამოყენებული იყოს პირადი დღის წესრიგისთვის, რაც აბსოლუტურად მორალისგან დაცლილია, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე...
1795196078
ახალი ამბებიმანილაში საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო დიალოგი გაიმართა
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის 47-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის საგარ...
1795194951
ახალი ამბებინიკოლ ფაშინიანი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს - ამ მძიმე დროს სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. განცხადება სომხეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა. ნიკოლ ფაშინ...
1795191951
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც ადამიანების მკვლელობები და უმძიმესი ფაქტებია მითითებული, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დ...
1795189617
ახალი ამბებიბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს. ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუ...






























