“თუ რაიმეს გაკეთება გინდათ, სჯობს 9 მაისამდე მოასწროთ” - ასტროლოგი ხათუნა ნოელი

"მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ რაიმეს მოსწრება გინდათ, 9 მაისამდე მოასწროთ," ხათუნა ნოელი, სამდღიანი სტაციონარული პერიოდის შესახებ გვაფრთხილებს:

"ვიდრე რეტროგრადულობაზე გადავიდოდეს, 9 მაისიდან 12 მაისის პერიოდში, მერკური იქნება სტაციონარული. ეს ნიშნავს, პლანეტის სიჩქარე იმდენად დაბალია, რომ ის თითქმის გაჩერებულია ერთ წერტილში.
ამჯერად მერკურის  ასეთი "გაჩერება" ტყუპების 04°50'-ზე ექნება. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა, თუმცა დედამიწაზე მცხოვრებთათვის ეს ილუზია სრულიად რეალურ სირთულეებს ქმნის.

საქმე ისაა, რომ ნებისმიერი პლანეტის  დაქვემდებარებაში მყოფი საქმეები/საკითხები /მოვლენები ვითარდებიან, ან ვერ ვითარდებიან ამ პლანეტის მოძრაობის სიჩქარის შესაბამისად. 

მერკურის მოძრაობის ოთხდღიანი გაყინვა შეაფერხებს ჩვენს ცხოვრებაში მერკურიანულ საკითხებს - გონება, მოსმენილის თუ წაკითხულის სხარტად გააზრების და ათვისების უნარი მკვეთრად დაეცემა ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით. 

დაიკლებს ურთიერთობის  დამყარების სურვილი. შეფერხებები იქნება  კომუნიკაციის/ სოციალურ  ქსელებში,  პრობლემები შეიქმნება ინტერნეტის მუშაობაში, სატელეფონო კავშირებში; ცუდად იმუშავებს ფოსტა, საკურიერო სამსახური. თქვენი შეკვეთა შეიძლება არასწორადაც გაიგონ, ან საერთოდ გამორჩეთ.

საცობებზე აღარც მკითხოთ - თავისთავად იგულისხმება.
ის კი არადა შეფერხებებით იმუშავებენ  მაღაზიებში სალაროებთან მდგომი კონსულტანტებიც, რაც აქაც "საცობებს" წარმოქმნის. რიგების მიუხედავად ვაჭრობა იკლებს. 

12-ში მერკური რეტროგრადულობაზე გადავა და ნელ-ნელა სიჩქარეს აკრეფს. თუმცა ეს უკვე სხვა თემაა და მაგაზე უახლოეს მომავალში გესაუბრებით. დღეს კი სტაციონარულობაზე მინდოდა გამეფრთხილებინეთ, რომ თუ რაიმეს მოსწრება გინდათ,  9 მაისამდე მოასწროთ.

წყარო: "ასტროზონა"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795198071

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, ტრაგედია პირადი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ, მორალისგან დაცლილია

რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, ტრაგედია გამოყენებული იყოს პირადი დღის წესრიგისთვის, რაც აბსოლუტურად მორალისგან დაცლილია, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე...

 დავით მათიკაშვილი

1795196078

ახალი ამბები

მანილაში საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო დიალოგი გაიმართა

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის 47-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის საგარ...

დიალოგი გაიმართა

1795194951

ახალი ამბები

ნიკოლ ფაშინიანი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს - ამ მძიმე დროს სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. განცხადება სომხეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა. ნიკოლ ფაშინ...

ნიკოლ ფაშინიანი

1795191951

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც ადამიანების მკვლელობები და უმძიმესი ფაქტებია მითითებული, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დ...

გიორგი კახიანი

1795189617

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს. ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუ...

ბიძინა ივანიშვილი