ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ოცნებები 2024 წლის დეკემბერში ახდება

თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, ბევრი ოცნება აქვს, მათგან რამდენიმე კი განსაკუთრებით სასურველია. ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარი ოცნებებისკენ მივიწევთ ან შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო, არაფერს ვაკეთებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის ზამთრის პირველი თვე განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდება და მათ ექნებათ შანსი, სანუკვარი ოცნებები აიხდინონ: 

კურო

ზამთრის პირველი თვე თქვენთვის წარმოუდგენლად წარმატებული იქნება. ის, რაზედაც თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი იშრომეთ, შედეგს საბოლოოდ გამოიღებს. პასუხისმგებლობისა და ძალიან დიდი შრომისმოყვარეობის წყალობით, დაწინაურების დიდი შანსი გაქვთ. მოემზადეთ, ამ თვეში საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას გაიცნობთ, რადგანაც დეკემბრის განმავლობაში სხვადასხვა სიახლე გიბიძგებთ, თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. ფინანსური წარმატება გელოდებათ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, შეიძინოთ ყველაფერი, რაზედაც ოცნებობდით, დაგეგმოთ მოგზაურობა ან თანხა იმ საქმეში ჩადოთ, რომლის განხორციელებაც სულ გინდოდათ.

ქალწული

დეკემბერში შეგიძლიათ, წონასწორობითა და ჰარმონიით ისიამოვნოთ. ყველა პროგნოზით, ამ თვის განმავლობაში სამყარო გიგზავნით ისეთ საჩუქარს, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ. ნუ შეგეშინდებათ ახალი ნაცნობობისა და ინიციატივების გამოვლენის. დეკემბრის განმავლობაში შესაძლოა, ძალიან საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, თქვენი შესაძლებლობები უკეთ გამოხატოთ და დაწინაურდეთ. დიდი ალბათობით, თვის ბოლომდე ცხოვრების რადიკალურად შეცვლას გადაწყვეტთ. გადახედავთ საკუთარ პრიორიტეტებს და მიხვდებით, რომ სიახლეების დრო მოვიდა. ყველაფერში, რასაც წამოიწყებთ, იღბალი და გამართლება გელით.

თევზები

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, დეკემბერი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის შედარებით ემოციური თვე იყოს, წინ ძალიან წარმატებული დღეები გელით. ამ თვის განმავლობაში ხშირად იმდენად ენერგიულად და მოტივირებულად იგრძნობთ საკუთარ თავს, რომ ეს ენერგია აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. თქვენი ინტუიცია იმაზე გაცილებით უკეთ იმუშავებს, ვიდრე ოდესმე, ამიტომაც, მიენდეთ მას, თუ გსურთ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების. დეკემბერი გაძლევთ შანსს, რომ თქვენი რამდენიმე სანუკვარი ოცნება რეალობად გადააქციოთ. მოიშორეთ წარსულის ტვირთი და ახალ შესაძლებლობებს გზა მიეცით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795360795

მსოფლიო

WP: ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში უკრაინისთვის ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა

ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში პრინციპულად დათანხმდა უკრაინისთვის აშშ-ისა და ევროპის მიერ ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას იმ პირობით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ალი...

ვლადიმერ პუტინი

1795359169

ახალი ამბები

სროლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში - დაკავებულია 1 პირი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.   „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დე...

ყვითელი ლენტი

1795358403

ახალი ამბები

გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს

„თავისთავად რუსეთში გამართული კონცერტი არავის აქცევს სამშობლოს მოღალატედ, მაგრამ როცა ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრა...

გიორგი კალანდია

1795355338

ახალი ამბები

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად, სულ მცირე, 8 ავტომანქანა დაზიანდა. ინფორმაცია დაშავებულ...

პოლიცია პოლიცია

1795353692

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ

„არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთაც ესაუბრებიან...

კირცხალია