Exclusive: „მალე რეალური წამალი იქნება, მაგრამ მანამდე დრო უნდა მოვუგოთ კოვიდის ვერაგობას, აიცერით!“- ირმა კვიცარიძე 

გადავსებული სამედიცინო დაწესებულებები და ყოველდღიურად ათასობით ახალი ინფიცირებული - საქართველოში ეპიდვითარება დღითი დღე უარესდება. კატასტროფულად მატულობს როგორც კორონავირუსით ინფიცირებულების, ასევე გარდაცვლილების რიცხვი. ყველა ერთად თანხმდება, რომ აღნიშნული მძიმე ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაციაა. თუმცა ვაქცინირებულთა რაოდენობა ქვეყანაში არცთუ ისე სახარბიელო ნიშნულზეა.

ხელისუფლება ცდილობს პანდემიის ტალღა შეზღუდვებით შეაკავოს. თითქმის ყოველდღე ახალი აკრძალვა იწყება, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მზარდია.

რამდენად სწორად მართავს სახელმწიფო კოვიდვითარებას, იქნება თუ არა შედეგიანი ახალ-ახალი შეზღუდვები, რამ გამოიწვია ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი და არსებობს თუ არა ამ მძიმე ვითარებიდან გამოსავალი - ამ და სხვა კითხვებით exclusivetv.ge -მ ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროს ექიმს, კლინიკის ონკოლოგიური ცენტრის კოვიდის  საკოორდინაციო სამსახურის წარმომადგენელ - ირმა კვიცარიძეს მიმართა.

ქალბატონო ირმა, პირველ რიგში, გვინდა გთხოვოთ, შეაფასოთ საქართველოში არსებული ეპიდვითარება. ინფიცირებულების და გარდაცვლილების ასეთი მკვეთრი ზრდა რამ გამოიწვია, საზოგადოების დაუდევრობამ თუ სახელმწიფოს არასწორმა პოლიტიკამ?

- დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სურათი საქართველოში, ნამდვილად არ არის სახარბიელო! პანდემიის დაწყებიდან წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა და დღეს ქვეყანა დგას იმ პრობლემების წინაშე, რაც პანდემიის დასაწყისში ჰქონდათ სხვა ქვეყნებს.  გამოიკვეთა პანდემიის სწორად მართვის წარმატებული მეთოდები და საერთოდ სხვა გამოწვევებია დღეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ვიდრე საქართველოში.

მიზეზები კომპლექსურია:  ჯანდაცვის სისტემის არასწორი სტრუქტურა (საქართველოში 90% არის კერძო კლინიკა და 10 % სახელმწიფო), პანდემიის მართვისას „წარმატების“ ხიბლში დარჩენა, თავიდანვე არასწორად გაკეთებული აქცენტები, რობოტი პეპერი, „სტოპ კოვიდ“ აპლიკაცია, პირველადი ჯანდაცვის სექტორის არასათანადოდ მომზადება. პანდემიის დასაწყისშივე გამოიკვეთა, რომ მთავარი რგოლი პანდემიის მართვაში პირველადი ჯანდაცვა უნდა ყოფილიყო, ისეთი ქვეყნებიც კი, რომელთაც ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვთ, პირველად ჯანდაცვას და ოჯახის ექიმის ინსტიტუტს აძლიერებდა, პანდემიის სამართავად, დღემდე ცდილობენ ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალურად განტვირთვას. საქართველოში კი დღემდე ეს პირიქითაა. მსგავს დატვირთვას ჰოსპიტალური სექტორისა, რაც საქართველოშია, დღეს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება, ეს აბსურდი კარგად არ დასრულდება. მოსახლეობის ინფორმირებაზე დახარჯული თანხა იქნებოდა გამართლებული, ინფორმირება ვაქცინაციაზე, კოვიდრეგულაციებსა თუ წესებზე. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის უკეთ მომზადებაზე, მათ აღჭურვაზე, თუნდაც ელემენტარული საკომუნიკაციო საშუალებებით, პერსონალური კომპიუტერით, პაციენტების ელექტრონული ისტორიით და ა.შ. მოქალაქეებისათვის პირობების შექმნა რომ კოვიდ რეგულაციები უკეთ დაეცვათ. კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიის დროს, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა გადამწყვეტია. როცა პანდემიის დაწყებიდან საკმაო დროა გასული და ადამიანებს მაინც არ ესმით,  ნიღბის სწორად გაკეთებას რა მნიშვნელობა აქვს და როგორ და რატომ უნდა ატარო ნიღაბი, ასევე დისტანციის დაცვის საჭიროება და ა.შ., რთულია მარტო ერთ მხარეს დააბრალო წარუმატებლობა.

 

რამდენად  შედეგიანი იქნება შეზღუდვები, რომლებიც სახელმწიფომ დააწესა და საერთოდ, არის თუ არა საჭირო ეს აკრძალვები (ტრანსპორტი, კომენდანტი, პირბადე ღია სივრცეში) მდგომარეობის დასასტაბილურებლად?


- შეზღუდვების ასე სწრაფად მოხსნა, რასაკვირველია, შეცდომა იყო, როცა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, ნებისმიერი სახის კოვიდ რეგულაციის მოხსნა დიდი სიფრთხილით უნდა განხილულიყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, შეცდომაა! არც ერთ ქვეყანას პანდემიის დროს არ გაუჩერებია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პირიქით დაამატეს ავტობუსები, რომ ადამიანებს დისტანციის დაცვა შესძლებოდათ ტრანსპორტში.  არც ერთი დღე არ გაჩერებულა, ის სტრუქტურები რაც ადამიანის ყოველდღიური აუცილებლობისთვის არის გათვალისწინებული! ნიღაბი ღია სივრცეში საჭიროა, თუ ახლო მანძილზე  ადამიანების გარკვეული რაოდენობაა. მაგალითად, პირადად როცა ვხედავ, რომ ქუჩაში შემხვედრად ბევრი ადამიანი მოდის, აუცილებლად ვიკეთებ ნიღაბს!

ბოლო პერიოდში, აშკარად შეინიშნება ჯანდაცვის სისტემაში კოლაფსი - არასაკმარისი სამედიცინო პერსონალი, საწოლფონდის დეფიციტი, საჭირო გახდა საველე ჰოსპიტლები, რამდენად სწორია საველე ჰოსპიტლების მოწყობა და არის თუ არა უსაფრთხო?

- საწოლფონდის დეფიციტის მიზეზი არის პანდემიის არასწორად მართვა, ძირითადი დატვირთვა უნდა იყოს პირველად ჯანდაცვაზე, ყველა კოვიდპაციენტის კლინიკაში მოთავსება არის გაუმართლებელი!

საველე ჰოსპიტლის ის ფორმა, რაც მე საქართველოში სატელევიზიო კადრებიდან ვნახე, არის არასწორი! ომის დროს საველე ჰოსპიტალი, რაც სხვადასხვა ნოზოლოგიებისათვის შეიძლება იქნეს გამოყენებული, კეთდება საერთოდ სხვაგვარად, ვიდრე პანდემიის-ინფექციური დაავადებების დროს. საველე ჰოსპიტალი-კარავი უნდა იყოს მაქსიმუმ 10 პაციენტისათვის განკუთვნილი, კარგი სავენტილაციო სისტემით. დიდ სივრცეში ბევრი კოვიდ პაციენტის მოთავსება არის შეცდომა, წარმოიდგინეთ, რა დიდი ვირუსის ტიტრი იქნება გარემოში.

წესით, იმ სამხედრო ჯგუფებმა, რომელთაც ნატოს წვრთნებში აქვთ მონაწილეობა მიღებული, ზედმიწევნით უნდა იცოდნენ როგორ კეთდება საველე ჰოსპიტალი, როცა ბიოლოგიურ ომზეა საუბარი. ახლა კი ბიოლოგიურ ომში ვართ!

როგორ ფიქრობთ, საზოგადოების უნდობლობა ვაქცინების და ექიმებისადმი, ნაკლები ინფორმირებულობის ბრალია? თუ კი, რას ურჩევდით ჯანდაცვის სისტემას ამ კუთხით?

- საზოგადოების ინფორმირებას აქვს გადამწყვეტი როლი. პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების სრული ინფორმირებაა საჭირო, სწორედ ამ კონტინგენტმა უნდა გააკეთოს მოსახლეობის სწორად ინფორმირება და ვაქცინაციის სწორად წარმართვა სამედიცინო კუთხით, რაშიც იგულისხმება გართულებების დროული და სწორი მართვა. რჩევისთვის გვიანია ვფიქრობ, დროულად ვურჩიე - ღიად განვაცხადე კარგად გამოცდილი მართვის პროტოკოლი, მაგრამ ალბათ ვერ მოისმინეს.

ამ სიტუაციიდან გამოსავალს რაში ხედავთ, გარდა ვაქცინაციის?

- სიტუაციიდან გამოსავალი არის ვაქცინაცია და ვიდრე არ იქნება რეალური წამალი, მანამდე მოგვიწევს პანდემიის სამი წესის დაცვა - ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა. როცა პანდემია დაიწყო ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ კოვიდთან ერთად თანაცხოვრება დიდხანს მოგვიწევს-მეთქი, გავიმეორე იმ მეცნიერის სიტყვები, ვინც ალბათ ვირუსებს ყველაზე კარგად იცნობს. ეს ფრაზა ბევრს არ მოეწონა, დღეს კი ყველას პირზე აკერია. დიახ, უნდა შევეჩვიოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, მეცნიერები სწავლობენ ამ ვირუსს და ყოველ დღე ვიღებთ ახალ ინფორმაციას, როგორ და სად დავუკეტოთ კარები.

რას ურჩევდით ხალხს, რომლებიც ძალიან შეშინებულია და ვერ გადაუწყვეტიათ, აიცრან თუ არა?


- ვურჩევდი, რომ აიცრან, ეს ვაქცინები გვიცავს დაავადების მძიმედ მიმდინარეობისაგან, ვაქცინის სწორედ ეს ეფექტი არის ფასდაუდებელი მონაპოვარი! აიცერით!

და ბოლოს, რამე დამაიმედებელი რომ გვითხრათ, გვეშველება რამე ?

- გვეშველება! მალე რეალური წამალი იქნება, მაგრამ მანამდე დრო უნდა მოვუგოთ კოვიდის ვერაგობას. აიცერით!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790369297

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ და თვალსაჩინოდ იხილა, როგორ დამარცხდა ეს ყალბი რევოლუციური პათოსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი, პროტესტის მონაწილეების მხრიდან თავიანთი აქტივიზმის ფსევდოსაკრალურ პრიზმაში გადაყვანის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, საზო...

ირაკლი ჭეიშვილი:

1790368175

ახალი ამბები

სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

ისტორიაში პირველად თბილისი პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო. მსოფლიოს პირველობაზე 44 ქვეყნის 312 პარაათლე...

ირაკლი დოლაბერიძე

1790367020

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი თეა ადეიშვილის და ლაშა ბაქრაძის რეპლიკაზე: როცა ერთი საბაბიც არ გაქვს, პრემიერზე რაიმე ცუდი თქვა და ინგლისურის აქცენტს უწუნებ...სექტაა, აბა რა არის ეს?!

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერის შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც გადაცემის წამყვანმა თეა ადეიშვილმა და სტუმარმა ლაშა ბაქრაძემ ირაკლი კობახიძის...

დავით ქართველიშვილი

1790364003

ახალი ამბები

ვილი სანიოლი – წამყვანი მოთამაშეების ნაწილს სრული 90 წუთის თამაში არ შეეძლო

ერთა ლიგის გათამაშების პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან სასტარტო მატჩის წაგების (0:1) შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა....

ვილი სანიოლი

1790362552

ახალი ამბები

პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს, მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა

საპატრიარქო, ნანული გუგუნავა-დუმბაძის ​გარდაცვალების გამო, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამძიმრის წერილს აქვეყნებს. სამძიმრის წერილში შიო მესამე თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს....

ნანული გუგუნავა