„არ მეჩვენებოდა და "თბილისო, მზის და ვარდების მხარეო" – აშკარად მესმოდა“ - ემიგრაციის ნარატივი
ხათუნა ბოლაშვილის ემიგრანტ ქალთა ნარატივი.
იტალიის საემიგრაციო საზოგადოება ხათუნა ბოლაშვილს დიდი ხანია იცნობს, რადგან მისი ემიგრაცია საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს ითვლის. დღეს ხათუნა ბოლაშვილი ერთ-ერთი წარმატებული და ემიგრაციის გამოწვევებზე გამარჯვებული ადამიანია. ის ქართულ-იტალიური ორგანიზაცია, GeoHouse Georgia-ს დამფუძნებელია და წლებია მას წარმატებით ხელმძღვანელობს.
გარდა იმისა, რომ ხათუნა ბოლაშვილი ემიგრანტებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, მას კალამიც ისევე მხატვრულ ლიტერატურულად უჭრის, როგორ წარმატებასაც თავის საქმეში მიაღწია. ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ხათუნას საჯარო და ემოციურ პოსტს ემიგრანტ ქალებზე.
#ყველაადამიანშიარისმზე #გმირიქალები
როცა ჩემოდანს ჩაალაგებ და წახვალ სადღაც ქვეყანაში, მაშინ არ იცი, რომ ჩემოდანში საჭირო ნივთებთან ერთად, შენი თავის ნამდვილ ვერსიას უნებურად კეცავ და სადღაც კუნჭულში მალავ. მერე იწყება ახალი ცხოვრება, ახალი გარემო.. ახალი ადამიანები. იწყება ბრძოლები... გადაფასებები... ხიდჩატეხილობა....
ყველაფერი ეს ინდივიდუალურია და ყველა ჩვენებურად ვიტანთ... ეს სხვა თემაა და დღეს ამაზე არ ვლაპარაკობთ..
დღეს სხვა ამბავი უნდა მოვყვე... ანუ ისეთ დღეებზე უნდა მოგიყვეთ, ჩემოდანში ჩაკეცილ საკუთარ თავს რომ ამოასკუპებ, მოკალათდები და ისე რომ ხარ, როგორც თევზი წყალში...
ასეთი დღე იყო გუშინ....
სტუმრად მისულს ძალიან კარგი გოგოს საქორწინო ცერემონიალზე, დამხვდა ლამაზი გარემო, ლამაზი საზოგადოება და ჩვენი ლამაზი გოგოები - ელეგანტურები, მოპრანჭულები...– ჰოდა აი ჩემოდანში ჩაკეცილ საკუთარი თავის ვერსიაზე რომ ვიძახდი, არავის არ დაზარებია იმ ვერსიის მორგება საბედნიეროდ...
ბრჭყვიალა და პომპეზურ გარემოს კიდევ უფრო ალამაზებდა როიალის სასიამოვნო მელოდიები.... არ მეჩვენებოდა და.... "თბილისო, მზის და ვარდების მხარეო" – აშკარად მესმოდა....
არც ეკა მელითაური მეჩვენებოდა როიალთან..... არც მისი მაღალი პროფესიონალური დონის შესრულება და.... არც აღფრთოვანებული იტალიელი სტუმრები...
ამ დროს ხომ მე ინდიურის სინდრომი მიჩნდება და ვიფხორები, როცა ჩემს "ცა–ფირუზ–ხმელეთს" ასე ლამაზად ვაწვდით ხოლმე უცხოელებს... (ვერ მოვიშალე სამშობლოთი მარიაჟობა ვერაა) .... ეკა კი უკრავდა.... ლამაზად... გულით... სიყვარულით....
მერე კიდევ, როკენროლი იცეკვა ისევე პროფესიონალურად და... როცა შენს პრაქტიკაზე ვმუშაობდი ეკა, აბა საიდან უნდა მცოდნოდა , რეები შეგძლებია თურმე.... არც იმათმა იციან, ვის ოჯახშიც ზრუნავ მოხუცებულზე.... არც იმათმა იციან, ანაბეჭდებს რომ გიღებენ, ბინადრობის უფლება რომ მოგცენ....
არავინ არ ვიცით არაფერი, როცა ადამიანს ველაპარაკებით, რამხელა რესურსი და პოტენციალი შეიძლება იდგეს ჩვენს წინ....
ან საიდან უნდა ვიცოდეთ, როცა სადღაც ჩემოდანში ვტოვებთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას და... დინებას მიყოლებულები ვცხოვრობთ....
ალბათ რამდენი ასეთი რესურსია ყოველდღიურად ჩვენს გარშემო ...
მადლობა ჩემო ეკა, ... აღარ დაბრუნდე ჩემოდანში - წერს ხათუნა ბოლაშვილი.
1730304510
საზოგადოება366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩევნო უბანზე, რაც გადათვლილი საარჩევნო უბნების 91,25%-ს შეადგენს - ცესკო
„საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 ოქტომბერს, კანონმდებლობის შესაბამისად, წილისყრით გამოვლენილი 366 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს. 366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩე...
1730298375
საზოგადოებაცესკო კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია, საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, ეხმაურება სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას, რომელსაც, ცესკოს თქმით, დაინტერესებული მხარეები საარჩევნო...
1730298171
მსოფლიოსაფრანგეთის წარმომადგენელი „ევროვიზიაზე“ სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულეს
ფრანგი მომღერალი Slimane, რომელიც საფრანგეთს „ევროვიზია-2024“-ზე წარმოადგენდა, სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ გამოცემა leparisien.fr იუწყება. მომღერლის ტექნიკური გუნდის წარმომადგენელმ...
1730297275
საზოგადოებაჯანმო: 2023 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზით ინფიცირების 8 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, 2023 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზის 8 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დაავადებამ დაახლოებით 1.25 მილიონი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ე...
1730294552
საზოგადოება„თუ პასუხისმგებლობას ვიღებ რაღაცაში ბოლომდე ჩემია, ასეთი ქალები კაცებს ნაკლებად მოსწონს“ - ბაბი კირკიტაძე
ყველასათვის საყვარელი მომღერალი ბაბი კირკიტაძე, სტუმრად გადაცემაში „იმედის დღე“ ეკო ფანგანის რუბრიკაში #ფილტრის_გარეშე იმყოფებოდა, სადაც სტილის ევოლუციის და პირადი სივრცის შესახებ ისაუბრა. „ბავშვობა...