არასოდეს დაიჯეროთ, რომ ქართველები მარტოს დაგტოვებენ - იტალიაში მყოფი ემიგრანტის წერილი, რომელიც ვირუსს ებრძვის
იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, ანა ბურდული კოვიდ ინფექციას ებრძვის. როგორც მისი პოსტებიდან ჩანს, რომელსაც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ აქვეყნებს, ის ვირუსით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა და მკურნალობას ბინაზე გადის. მკითხველს, ანა ბურდულის ემოციურ წერილს ვთავაზობთ.
„უცხო ქვეყანაში, საშიში ვირუსით ერთ ოთახში რომ ჩაიკეტები, არ იცი როდის გამოხვალ იქიდან, ან გამოხვალ კი?როდესაც სიცხე გაქვს და წამალი არა, ყელი გტკივა და წამალი არა, რადგან წამლები არ გქონდა მომარაგებული, არადა იციან მეგობრებმა, ერთ ჩანთა წამლებს დავატარებ თან, როდესაც კვებაც უნდა შევარჩიო ჯანმრთელობის სხვა პრობლემის გამო.
არასოდეს დაიჯეროთ, რომ ქართველები მარტოს დაგტოვებენ!!! კარებს მიღმა ვდგავარ და მადლობებს ვხავი ამ ჩემი ნაკაწრი ყელით და ნატკენი ნერვებით. ლალი, თიკო, ნინო, გრეტა, მზია, ფატი... მოაქვთ ამანათები და კარს მიღმა გვიტოვებენ! სახლშია და ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის ვართ! სიტყვები უძლურია მასპინძელ ოჯახს მადლიერება დავუდასტურო!
ოჯახი სადაც ვმუშაობდი, სადაც ვმუშაობ, სადაც ამ შვებულებისას უნდა მემუშავა ყოველდღე, ყველა წევრი მირეკავს და მამხნევებს.
და გადის დღეები. მოუგვარებელი საექიმო ჩარევით, ფილტვებზე მოსმენის გარეშე, ქართველი მედიკოსებისგან მიღებული სატელეფონო რჩევებით და იმედი მაქვს, გზაზე მდგარ ჩემ შვილთან შეხვედრის ბედნიერებას მაცდის ეს ავად სახსენებელი კოვიდი.
იმედი ყველაზე ბოლოს გვტოვებს!
უფალო, გამაძლებინე!“ - წერს ანა ბურდული
სააგენტო exclusivetv.ge-ს იტალიის წარმომადგენლობა, ქალბატონ ანას გამოჯანმრთელებას და ვირუსის დამარცხებას უსურვებს.
1794736175
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სერ ბანი იასის ფორუმში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონა...
1794734788
ახალი ამბებიმარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს საქართველ...
1794733725
მსოფლიოჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...
1794727872
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლადმოწყობილ ქსელზე ბოლო ეტ...
1794727540
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ს...































