"ჩემს სამშობლოზე უკეთესი ქვეყანა არ არსებობს!" - ექსკლუზიური ინტერვიუ ემიგრაციიდან დაბრუნებულ მარი მახარაძესთან
"იტალია - ქვეყანა, რომელიც ჩემი მეორე სამშობლო გახდა და რომლის მადლიერი ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ ჩემს სამშობლოზე უკეთესი ქვეყანა არ არსებობს," - ეს სიტყვები ეკუთვნის მარი (ნანა) მახარაძეს, რომელიც 11-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, იტალიელ მეუღლესთან ერთად საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნდა.
წლების წინ, როდესაც გაირკვა, რომ საქართველოს თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული პერსონა, გოგონა იური მეჩითოვის უკვდავი ფოტოდან სხვა ათასობით ქართველი ქალის მსგავსად, ემიგრაციაში იმყოფებოდა იმისთვის, რომ შვილი და თავი გადაერჩინა, შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური რეალობა ყველამ კარგად ვიცით, და აღარც ემიგრაციაში წასული ქართველი ქალი უკვირს ვინმეს, ამ ამბის გახმაურებით მაინც გული ჩასწყდა უამრავ ქართველს. მარი თითქოს თანამედროვე საქართველოსთან გაიგივდა, თავისუფლებისათვის მებრძოლ ამაყ საქართველოსთან, რომელიც გადარჩენისთვის დახმარებას სხვა ქვეყანას სთხოვს. სწორედ ეს მარი მახარაძე დაუბრუნდა სამშობლოს და ჩავთვალოთ ეს საქართველოს ერთ პატარა გამარჯვებად. მარის ისტორია, ბევრი ქართველი ემიგრანტი ქალბატონისთვის უდიდესი იმედი იქნება.
- მარი, მეუღლესთან ერთად დაბრუნდი საქართველოში საცხოვრებლად, როგორ მიიღე ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება, რომელსაც ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა, არ და/ან ვერ აკეთებს?
- დაბრუნება ყოველთვის იყო მიზანი. არასოდეს მიფიქრია იტალიაში სამუდამოდ დარჩენაზე. ერთ დღეს,როცა საკუთარი ოჯახის კარებს გამოიხურავ და კარებს იქით რჩება ყველაზე სანუკვარი რაც გაგაჩნია: შვილი, მეგობრები, შენი საქმე და ქვეყანა, ყველაზე დიდი მიზანი - დაბრუნებაა. ემიგრაციაში, ათასობით კილომეტრი გაშორებს შენს ქვეყანას, თუმცა ის სულ შენთანაა, გინდა თუ არა ეს. გამიმართლა, რომ გადაწყვეტილება მე და ჩემმა მეუღლემ ერთად მივიღეთ, ალბათ ამაში უფროა "რადიკალურობა," ტოსკანელს რომ ხელს ჩასჭიდებ და შენი ქვეყნის უნიკალურობაში დაარწმუნებ ეს არის "რადიკალურობა". წასვლა ხომ, ურთულესია, მაგრამ არც დაბრუნებაა იოლი... ემიგრანტების არ, ან ვერ დაბრუნების მიზეზს რა გამოლევს, მაგრამ ყველაზე დიდი საფიქრალი, საკუთარ ქვეყანაში თვითრეალიზაციის შიშია.

- როგორ შეგხვდა და როგორი დაგხვდა საქართველო?
- ალბათ ყველაზე ბედნიერი ვარ. აქ უკვე არავინ მეკითხება - სადაური ხარ? აქ უკვე ქართველი ვარ, საკუთარ ქვეყანაში. აი, ჩემ მეუღლეს კი უწევს უამრავ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. 11 წელი ცოტა არ არის. ამ წლებმა, ბევრი, ყველაზე საყვარელი ადამიანი ფიზიკურად წამართვა. ბევრი ბორბალი დატრიალდა ჩვენი ქვეყნის თავზეც. უამრავი რამ არის გასაკეთებელი, მეტი ფიქრი და პრიორიტეტების განსაზღვრაა საჭირო. თუმცა ჩემს სამშობლოზე უკეთესი ქვეყანა არ არსებობს. მე ნაღდი ქართველის ადამიანობის და ღირსების მჯერა. ვიცი, რომ არ იქნება იოლი... მაგრამ მე უკვე აქ ვარ.
- მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნდი სამშობლოში, იტალიაში გატარებულ წლებს დანაკარგად თვლი, თუ შენაძენად?
- იტალია - ქვეყანა, რომელიც ჩემი მეორე სამშობლო გახდა და რომლის მადლიერი ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე. იტალიამ დიდი სიყვარული მაჩუქა, საოცარი გამოცდილება, ადამიანები და მეგობრები. იტალიას ვუმადლი ჩემს ახალ ოჯახს და უდიდესი იმედი მაქვს, რომ სიამოვნებით გვესტუმრებიან საქართველოში.

- მარი, იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებზეც მოგვიყევი, მათ ყოფაზე, სიხარულსა და სევდაზე...
- ქართველი ემიგრანტი - განსაკუთრებული ფენომენია. მოღიმარი სახე სევდიანი თვალებით. სულ ვამბობ - ემიგრანტობა ათასჯერ სიკვდილს და ისევ ათასჯერ დაბადებას ჰგავს. ეს არის უდიდესი ყოველმხრივი სტრესი და ჩემ ქართველ ემიგრანტებს სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ... ისტორიები უამრავია, კარგიც და ცუდიც... ერთ დღეს ალბათ დაწვრილებით დავწერ ამის შესახებ. მანამდე კი ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ჩემო ქალბატონებო და ბატონებო!
- შენი მეუღლე იტალიელია და როგორც ვიცი, მანამდე ნამყოფი იყო საქართველოში, მაინც რამ მოხიბლა ასე, რომ საქართველოში სამუდამოდ ცხოვრება გადაწყვიტა?
- მარკო მხოლოდ ერთხელ 2017 წელს იყო საქართველოში. ყველაზე მეტად ადამიანებით მოიხიბლა. სულ ამბობდა, რა ლამაზი ერი ხართო; მერე ერთმანეთთან დამოკიდებულებით და სტუმართმოყვარეობით; შემდეგ დაინტერესდა ისტორიით, დამწერლობით და კულტურით, თუმცა არცერთ მომენტს უშვებს ხელიდან, რომ არ მითხრას -"ურთულესი ენა" გაქვთო. სამუდამოდ ცხოვრება კი, გაზაფხულის ერთ დღეს, ჩემთან გადაწყვიტა და ამიტომ იქ არის სულ, სადაც მე ვარ და ერთად გვიხარია.
- როგორ აღწერდი იტალიაში გატარებულ წლებს?
- იტალიაში გატარებული წლები ჩემი ცხოვრების ერთი განსაკუთრებული ეტაპია. როცა ფიქრობ განვლილ ცხოვრებაზე, მართლა ხვდები რომ წუთია ეს სოფელი... იტალიამ ულევი სილამაზის გარდა, თავისუფლების სიყვარულის და მოფრთხილების მეტი განცდა მაჩუქა.

ფოტო: მარის მეუღლე და შვილი
- რას ეტყოდი, როგორც დაბრუნებული ემიგრანტი, საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს და რა რჩევას მისცემდი მათ, ვინც ახლა აპირებს ემიგრაციაში წასვლას?
- ემიგრაციაში მყოფ ჩემს უსაყვარლეს ქალბატონებს ვეტყოდი, რომ გმირები არიან, რომ მეტად დააფასონ საკუთარი ნაღვაწი და გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. ვისაც გადაწყვეტილი აქვს წასვლა და სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, ვურჩევდი დიდ ნებისყოფას, გამძლეობას და საკუთარი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას.
- როგორც ვიცი, განიხილავ ნებისმიერ საქმიან წინადადებას, მაინც სად, რომელ სფეროში ხედავ თავს?
- დიახ, განვიხილავ ყველა წინადადებას, ნებისმიერ სფეროში. ყველაზე მეტად ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს. სიამოვნებით ვიმუშავებდი ისეთ გუნდთან, სადაც სასიკეთო საქმეები კეთდება.
ნინა მამუკაძე
იტალია/ფლორენცია
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 8 ნოემბრის მთვარის დაბნელება - რა უნდა ვიცოდეთ ხვალინდელი დღის შესახებ
1783879794
საზოგადოებალევან მახაშვილი: დღეს ფაქტობრივად, მოშლილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა, იმის გამო, რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, ნეგატიური შედეგები არის გადაღვრილი საერთაშორისო ორგანიზაციებში
პირდაპირ ბოდიშებით მოდიოდნენ, რომ რა ვქნათ, პოლიტიკაა, ჩვენ პოლიტიკური ჯგუფის წევრები ვართ, სხვა გზა არ გვაქვს, ვსაუბრობთ, პირისპირ ვუხსნით, ველაპარაკებით, მაგრამ რა ვქნათ, - განაცხადა გადაცემაში „იმ...
1783878196
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს" განცხადებაზე: არ არის გასაკვირი ოპონენტების მსგავსი ინიციატივები, იმიტომ, რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ გარედან, კარნახის საფუძველზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ანაკლიის ღრამწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას კომენტარი გააკეთა პარტია „ლელოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას გან...
1783876664
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ჭირიც და ლხინიც ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას ერთად აქვთ გავლილი - როდესაც ეკლესიას მოიხსენიებ რაღაცის ქსელად, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ეს ნიშნავს, რომ შენ პატივს არ სცემ ქართველ ერს
ჭირიც და ლხინიც ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას ერთად აქვთ გავლილი. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესია არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი და ფუძემდებელ...
1783874496
სპორტიპრესტიჟულ ტურნირზე „SENSHI World Cup 2026“ ქართველმა კარატისტებმა ორი მედალი მოიპოვეს
ბულგარეთის ქალაქ ვარნაში პროფესიული ლიგის „SENSHI World Cup 2026”-ის „მსოფლიოს თასი“ გაიმართა, რომელზეც ქართველი კარატისტები მონაწილეობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა მინდია მგელაძემ (-70 კგ) და დავით მ...
1783872707
მსოფლიოესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძარი კონტროლს დაექვემდებარა
სამხრეთ ესპანეთში ტყის ხანძარი, რომელსაც, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 12 ივლისს კონტროლს დაექვემდებარა, რამაც ასობით ევაკუირებულ მცხოვრებს სახლში დაბრუნების საშუალება მისცა. როგორც მედია წერს,...


























