გაიცანი იტალია - აპულია - სამოთხე სამყაროს დასაწყისთან

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge  ქართველ ისტორიკოს, ანზორ დიხამინჯიასთან ერთად იწყებს ახალ პროექტს - “გაიცანი იტალია“. 

მისი არ შეყვარება უბრალოდ შეუძლებელია. ნებისმიერი გამოცდილი ტურისტული მეგზური გეტყვით, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ მას. იტალიაში ბევრია ნამყოფი, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ დაიკვეხნონ რომ ეს რეგიონი კარგად აქვთ შესწავლილი. ის ორი დიდი ზღვის გზაგასაყარზე მდებარეობს. აღმოსავლეთიდან მას ადრიატიკის ზღვა ერწყმის, ხოლო სამხრეთიდან კი იონიის. მზად ხართ სამოგზაუროდ?

მაშ ასე, ეს აპულიაა

ყველაზე მთავარი რაც აინტერესებთ, საიდან დავიწყოთ ? უპირველეს ყოვლისა ეს პატარა ქალაქი ლეუკაა, ამას ნებისმიერი გამოცდილი ტურისტი გეტყვით. იქედან სანტა მარია დი ლეუკას კონცხამდე ხელის ერთი გაწვდენაა. მისი ნახვისას შეგექმნებათ შთაბეჭდილება რომ თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ წინასწარი დასკვნების გამოტანა ნამდვილად არ ღირს. პირველ რიგში, არსად სხვაგან არ ნახავთ ისეთ ლაჟვარდოვან სანაპიროს როგორც აქ. მეორე, ლეუკა მართლაც ულამაზესი ქალაქია. აქ დასასვენებლად ეს საუკეთესო ადგილია. აუცილებლად ესტუმრეთ ეკლესიას, რომელიც ღვთისმშობლის საკურთხევლის სახელს ატარებს და არ დაგავიწყდეთ სურათი გადაუღოთ იქვე მდგარ შუქურას. თავის ფუნქციას ის დღესაც ასრულებს.

ლეუკა

ადრიატიკის და იონიის ზღვები ერთმანეთს უერთდება ოტრანტოს სრუტეში. ტურისტები ხშირად კითხულობენ რომელი სანაპიროს არჩევა აჯობებს, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ კონკრეტულად სად გაჩერდებიან. საინტერესო ადგილები აქ საკმარისზე მეტია, მაგრამ გამორჩეულად მაინც გალლიპოლის და ოტრანტოს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ამ რეგიონის მთავარი მარგალიტი ეს ტრულლია. ვინც კი არ უნდა ჩამოვიდეს აქ, პირველი რასაც აკეთებს, როგორმე ცდილობს ალბერობელოში მოხვდეს და იმოგზაუროს მის ძველ ქუჩებში. ყველაზე მთავარი - ტრულლი სუვენირების წამოღება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაავიწყდეთ. ერთი სიტყვით, სტანდარტული სურათია

რაც შეეხება კიდევ ერთ კულტურულ მემკვიდრეობას. ამ ქალაქს ისტორიკოსთა ერთი ნაწილი სამხრეთ ბაროკოს სამშობლოს, ხოლო მეორე კი სამხრეთის ფლორენციას უწოდებს - ეს ლეჩჩეა. მოინახულეთ მისი დუომო და საკუთარი თვალით დატკბით მისი კათედრალური ტაძრით

ლეჩე

მზად ხართ ფეხით სამოგზაუროდ ? მაშინ სამი კილომეტრის გავლა ყველასათვის ცნობილ კასტელლანას მღვიმეში თქვენ ნამდვილად არ შეგაშინებთ. ულამაზესი გამოქვაბულები და საიდუმლო გასასვლელები თავისი სტალაქტიტებით და სტალაგმიტებით. სიცხისგან თავის დასაღწევად საუკეთესო ადგილია (აქ როგორ არ უნდა გაგვახსენდეს ახალი ათონი !). ხოლო გზის დასასრულს შეგხვდებათ მღვიმე, რომელიც მსოფლიოში ულამაზესად ითვლება. საინტერესოა ? ვინც ნამყოფია ყველა ერთხმად იტყვის - დიახ.

მისი ბუნება ჰარმონიულად ერწყმის მის კულტურას. თავისი მემკვიდრეობა აქ დატოვეს ძველმა ბერძნებმა, რომაელებმა, ბიზანტიელებმა, ნორმანებმა და ანჟუელებმა. პირველი საუკუნეების კლდოვანი ციხესიმაგრეები. შუა საუკუნეების აღორძინება და ბაროკო, მისი ქალაქები ნამდვილი მუზეუმებია. კასტელ დელ მონტეს ციხესიმაგრე, რომელიც გერმანიის იმპერატორის ფრიდრიხ მეორის რეზიდენცია იყო. გარგანოში სანტ ანჯელოს მთაზე არსებულ სიწმინდეზე არაფერს ვამბობ. საუკუნეებია მას მსოფლიოს პილიგრიმები სტუმრობენ

და რა თქმა უნდა აპულიას დედაქალაქი ბარი. ის ადრიატიკის მარგალიტია. ზოგადად ნებისმიერი ტურისტული მარშრუტი სწორედ აქედან იწყება. მისი თითოეული ქუჩა წარუშლელ კვალს ტოვებს მის სტუმრებში, ხოლო სანაპიროები საყოველთაო აღიარებით ფერწერული ხელოვნების ნიმუშებს არ ჩამოუვარდება.

ძველი ქალაქი ოტრანტო და მისი შუქურა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. " თეთრი ქალაქი '' ოსტუნი საოცრად ფოტოგენურია და განსაკუთრებით შემოდგომითთუ კი მოგზაურობას რეგიონის დღესასწაულებს დაამთხვევთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილება ხომ საერთოდ გარანტირებული გაქვთ. რომელი ჩამოვთვალო, ცეცხლის ფესტივალი ლეჩჩეში, საგაზაფხულო კარნავალი პუტინიანოში, ის ყველაზე უძველესია იტალიაში, საზაფხულო პროცესია " ლა სკამინჩიატა '' ქალაქ ბრინდიზიში, თეატრის და პერფომანსის საერთაშორისო ფესტივალი კასტელ დელ მონტეში.

ტურისტულ მეგზურებში და გიდებში არსებობს ასეთი ტერმინი - " ახალგაზრდა და დინამიური ქალაქი ''. მას იტალიის ქალაქებიდან ყველაზე მეტად სწორედ ქალაქ ბარის მისამართით იყენებენ. ის უდიდესი კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის ქალაქია. აქ ძველი უერთდება ახალს და ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა ქალაქის მცხოვრებლები რა დიდ სიყვარულს ნერგავენ მასში და რა თქმა უნდა ქალაქში ჩასული ნებისმიერი ტურისტისთვის უმნიშვნელოვანეს ადგილს წარმოადგენს წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელობის ბაზილიკა, სადაც წმინდანის წმინდა ნაწილებია. ამ ქალაქში ყველაზე მეტად იგრძნობა ქრისტიანული სამყაროს ერთიანობა.

კიდევ? კიდევ რა შეიძლება ვნახოთ ? სან საბინოს ტაძარი, პალაცცო დელ აკვედოტო, ნორმანულ-შვაბური ციხესიმაგრე, პალაცცო მინკუცცი, და სასახლეები, ტაძრები, მუზეუმები და გალერეები. ყველას ჩამოთვლა ერთ რუბრიკაში პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ნელ ნელა მე ამ ყველაფერს აუცილებლად გაგაცნობთ.

ავტორი: ანზორ დიხამინჯია.

 

                                   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794723411

ახალი ამბები

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა „სიტყვის ფასში“ რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ მჯერა, რომ ნარკოტ...

პოლიტიკოსი

1794723354

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული, მისი მთავარი ღირებულებაა, გარე ჩარევის გარეშე რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ხალხისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანი პოლიტიკა

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აც...

შალვა პაპუაშვილ

1794722843

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი ამ...

ამინდი ამინდი

1794689833

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს

 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1794687013

მსოფლიო

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა

საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში