იტალია ტურისტებისთვის აპრილიდან იხსნება – მთავრობა 31 მარტის შემდეგ შეზღუდვებს აღარ გააგრძელებს

31 მარტის შემდეგ იტალიის ხელისუფლება აღარ აპირებს გააგრძელოს ამჟამად მოქმედი შეზღუდვები იტალიაში უცხოელი ტურისტების შესვლასთან დაკავშირებით: მიმდინარე კვირაში ქვეყნის მთავრობაში უნდა დაასრულონ აღდგომისთვის კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის „საგზაო რუკაზე“ მუშაობა. ამის შესახებ გაზეთი Corriere della Sera წერს.

პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის თქმით, ამჟამად მუშავდება იტალიაში შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქებისა და მოგზაურთათვის ქვეყნის გახსნის ღონისძიებათა მთელი კომპლექსი.

მაგალითად, იგეგმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იტალიაში ჩამსვლელი მგზავრების გათავისუფლება კარანტინის ან დამატებითი ტესტირებისგან.

პირველი აპრილიდან უცხოელებს შესაძლოა უფლება მისცენ, „მწვანე საშვის“ გარეშე შევიდნენ ბარებსა და რესტორნებში, დაბინავდნენ  სასტუმროებში და ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მთავარია, იმ დროისთვის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაუარესდეს. მთავრობა პირობას დებს, რომ ამ საკითხს უახლოეს დღეებში გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კოვიდ19-ის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც რამდენჯერმე გახანგრძლივდა, 31 მარტს იწურება და მთავრობა მის გაგრძელებას აღარ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ 21 თებერვალს დეპუტატთა პალატაში კოვიდთან დაკავშირებით დადგენილების განხილვისას წარმოქმნილი აურზაურის გამო სხდომა შეწყდა  – 31 მარტის შემდეგ „მწვანე პასპორტის“ გაუქმების შესახებ მატეო სალვინის „ლიგის“ მიერ წარმოდგენილ შესწორებასთან დაკავშირებით დეპუტატთა უმრავლესობის აზრი გაიყო და ქაოსი წარმოიქმნა. სხდომა 16:00 სთ-ზე განახლდა. „ლიგის“ შესწორებას მხარი დაუჭირა ოპოზიციამ, თუმცა ის მაინც არ გავიდა, რადგან უმრავლესობამ წინააღმდეგ მისცა ხმა.

ნინო ხოშტარია

წყარო: nostal.ge

სხვა სიახლეები:

📌 როგორ უნდა განაახლოთ იტალიური სამედიცინო ბარათი, იგივე Tessera sanitaria

📌 ეტნა იღვიძებს - გაუქმებულია ფრენები

📌 ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ - ინფორმაცია აპოსტილის შესახებ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745254584

საზოგადოება

თეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა

 უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას. „უმთავრე...

თეოლოგი ლევან აბაშიძე

1745254500

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე

 საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ...

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი

1745254131

ახალი ამბები

თეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე

 უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე - განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მ...

თეოლოგი გიორგი გვასალია

1745250119

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ი...

პუტინი

1745247202

ახალი ამბები

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი...

პოლიცია