იტალიაში არალეგალ მიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დეპორტაციის პროცედურაც გამარტივდა

ჯორჯა მელონის მთავრობამ იტალიაში არალეგალ მიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის განკარგულებით, ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებს 5 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევენ.
ეს თანხები მიგრანტების განთავსების ახალი ცენტრების მშენებლობაზე დაიხარჯება.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში არალეგალური გზით ჩასული მიგრანტების დეპორტაციის პროცედურა გამარტივებული იქნება.
ამასთან, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა ნელო მუსუმეჩიმ უკვე განაცხადა, რომ უკანონო მიგრაციის ზრდის საწინააღმდეგოდ იტალიის მთავრობის მიერ მიღებული ზომები საკმარისი არ არის და საჭიროა, რომ პრობლემის გადაჭრაში ევროკავშირიც ჩაერთოს.
იტალიის პოლიციის მონაცემებით, რომელიც დღეს შექმნიდან 171 წლისთავს აღნიშნავს, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იტალიაში 105 131 არალეგალური მიგრანტი ჩავიდა ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა მარშრუტით, 2 539 ნავით.
ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ ზღვით ჩასული არალეგალური მიგრაციის ნაკადი 2017 წლიდან 2019 წლამდე სტაბილურად მცირდებოდა, შემდეგ კი ტენდენცია შეიცვალა და 2020 წლიდან 2022 წლამდე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, იტალიაში ხმელთაშუა ზღვიდან შესულ არალეგალურ მიგრანტთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით +55,80%-ით გაიზარდა და 105 131-ს მიაღწია (2021 წელს – 67 477). 2022 წელს პიკი აგვისტოში დაფიქსირდა – 16 816 მიგრანტი (დღეში, საშუალოდ, 542,45).
ყველაზე დიდი მიგრაციული ნაკადი ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიაში ლიბიიდან (53310) და ტუნისიდან (32 371) შედის, შემდეგ მოდის თურქეთი (16 205), ლიბანი (1 603), ალჟირი (1 389), სირია (243), საბერძნეთი (6) და კვიპროსი (4).
მიგრანტების უმეტესობა სიცილიაზე – 79 016 და კალაბრიაში – 18100 ჩავიდნენ; შემდეგი რეგიონები, რომლებზეც 2022 წელს იტალიაში ზღვით შესული ყველაზე მეტი მიგრანტი მოდის, არის აპულია (4908), სარდინია (2103), კამპანია (641), ტოსკანა (250) და ემილია რომანია (113).
ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის დასაწყისიდან იტალიაში ხმელთაშუა ზღვით უკვე ჩავიდა 31 ათასი მიგრანტი, რაც თითქმის 4-ჯერ მეტია, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში (7 900).
იტალიის სახელმწიფო პოლიციის მონაცემებით, ქვეყანაში დღეისათვის 4 676 719 ლეგალური მიგრანტია (2022 წლის თებერვლის მაჩვენებელი). 2022 წელს 1 570 183 ბინადრობის ნებართვა გაიცა, რაც 2021 წელთან შედარებით 11%-ით მეტია. საგანგებო სიტუაცია, აგრეთვე, ომის გამო უკრაინის მოქალაქეების გაზრდილ მიგრაციულ ნაკადს უკავშირდება. იტალიაში 2022 წლის 31 მარტიდან 31 დეკემბრამდე უკრაინის 176 768 მოქალაქის განცხადება შევიდა საიმიგრაციო სამსახურში, საიდანაც 169 829 დროებითი დაცვას ითხოვდა.
ნინო ხოშტარია
წყარო:https://nostal.ge/2023/04/12/italiasi-aralegal-migrantta/
1744900581
მსოფლიოთურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ 17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...
1744897534
ახალი ამბებინიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...
1744897440
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას
ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...
1744895988
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7503 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7523 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1744894234
სპორტიგიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის
„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ძალიან მაგარ ფორმაშია და გუნდს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში ეხმარება. მამარდაშვილი აპრილში, ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მ...