იტალიაში დაკარგული ქართველი ემიგრანტი ქალბატონის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

დღეს გავრცელებული ინფორმაცია, იტალიაში, კერძოდ ნაპოლში დაკარგული ქართველი ემიგრანტი ქალბატონის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. სოციალურ ქსელში კონკრეტული ადამიანები, რომელთა ინტერესი მხოლოდ რეიტინგის მოპოვებაა და არა ემიგრანტების მხარდაჭერა, ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რაც საემიგრაციო საზოგადოებაში შიშს და ვნებათაღელვას იწვევს.

exclusivetv.ge-ს ნაპოლში მოღვაწე ქართველ ემიგრანტი, სოციალური ხელშეწყობის ასოციაცია „ნინა და საქართველო“-ს პრეზიდენტი, ნინა ლაფაჩიძე დაუკავშირდა. 

ნინა ლაფაჩიძის ინფორმაციით, ნატო სოხაძე კოვიდ ინფიცირებულია და ნაპოლის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ვერ სარგებლობს ტელეფონით.   

- მიუხედავად ჩემი არაერთგზის თხოვნისა და მოწოდებისა, რომ ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, კონკრეტული სუბიექტების მხრიდან კვლავ უგულებელყოფილია. პოპულარიზაციის მიზნით ემიგრანტების ემოციებით სპეკულაციის ფაქტები, იძულებულს გვხდის სხვა ზომები მივიღოთ. თუმცა, ამ უკანასკნელზე საემიგრაციო საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებ, ახლა კი მინდა ყურადღება გავამახვილო, ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენი ასოციაცია და პირადად მე აქტიურად ვართ ჩართული დიასპორული საკითხებისა და ემიგრანტების საჭიროებების გადაჭრის გზების მოძიებაში. ემიგრანტებს მაქსიმალურ კოორდინაციას ვუწევთ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ემიგრანტებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოგვმართონ და ნებისმიერი ლოკალური საკითხის მოგვარებაში დავეხმარებით. 

იმისთვის, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ხელი არ შევუწყოთ დეზინფორმაციის გავრცელებასა და ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების პანიკაში ყოფნას, გთხოვთ მიმართოთ საელჩოსა და საკონსულოს, სადაც ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს. 

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ ვირუსის დამარცხების ბრძოლაშია ჩართული. პანდემიის პერიოდში, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ასევე იტალიაშიც დაწესდა გარკვეული რეგულაციები. კლინიკები და სამკურნალო დაწესებულებები იცავენ პროტოკოლს. საავადმყოფოს აკრძალული აქვს ინფორმაციის გაცემა, გარდა ოჯახის წევრებისა და ოფიციალური წარმომადგენლებისა (საელჩო, საკონსულო) ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, როცა საქმე ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლეს ეხება, ნუ ჩააგდებთ მათ ბედს პოპულისტი ადამიანების ხელში და მიმართეთ ოფიციალურ უწყებებს. 

აქვე მინდა დავიძინო, რომ ნაპოლის ქართულ საემიგრაციო საზოგადოებაში ვირუსით ინფიცირების ფაქტები ძალიან გახშირდა და ძალიან ბევრი ქართველი იმყოფება სტაციონარში.  რასაც ხელს უწყობს, დასვენების დღეებში ხალხმრავალი შეკრებები. მსგავსი შეკრებების შედეგად რთული სიტუაციის წინაშე ვიყენებთ თავს. ხშირ შემთხვევაში, ემიგრანტებს აქვთ ენისა და კომუნიკაციის ბარიერი, რაც მდგომარეობას ორმაგად ართულებს. გთხოვთ თავი შეიკავოთ მსგავსი შეკრებებისგან. 

ვინაიდან კამპანიის რეგიონში არალეგალი ემიგრანტებისთვის კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრა კანონით დაშვებული არ არის, ჩვენმა ასოციაციამ წერილობითი თხოვნით ნაპოლის AZL-ს  მიმართა, რათა აცრის გაკეთების სურვილის მქონე არალეგალ ემიგრანტს, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული ფისკალური კოდი და არ აქვთ ე.წ. „ტესერა სანიტარია“, აცრის საშუალება მიეცეს. AZL-ს პასუხს საზოგადოებას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ.  - განაცხადა ჩვენთან საუბარში ნინა ლაფაჩიძემ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794736175

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სერ ბანი იასის ფორუმში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონა...

მაკა ბოჭორიშვილ

1794734788

ახალი ამბები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს საქართველ...

მარნეულის მუნიციპალიტეტი

1794733725

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...

აშშ -ს პრეზიდენტი

1794727872

ახალი ამბები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლადმოწყობილ ქსელზე ბოლო ეტ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1794727540

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ს...

 დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე