იტალიაში, დღეიდან, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა იწყება

იტალიაში დღეიდან, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა იწყება და  ეს ეტაპობრივად მოხდება. იტალიის პრემიერის, მარიო დრაგის ბოლო დეკრეტის თანახმად:

10 მარტიდან, ანუ დღეიდან, კინოთეატრებში, სტადიონებზე, საკონცერტო დარბაზებში და მსგავს დაწესებულებებში დაშვებული იქნება ბატიბუტის, გაზიანი სასმელების, ლუდის და ა. შ. მიღება.

10 მარტიდან, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ასევე დაიშვა საავადმყოფოებში პაციენტების მნახველთა მიღება. ვიზიტის საშუალება ექნებათ მხოლოდ Rafforzato da Super Green pass-ის მფლობელებს. მეორე ტიპის მწვანე საშვის შემთხვევაში, აუცილებელი იქნება კოვიდტესტის უარყოფითი პასუხიც.

31 მარტს მთავრდება პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და ის აღარ გახანგრძლივდება. შესაბამისად გაუქმდება დისტანციურად მუშაობის სისტემაც, თუ ეს დამსაქმებლისა და დაქვემდებარებული პირის ინდივიდუალური შეთანხმება არ იქნება.

1-ლი აპრილიდან სტადიონების ტრიბუნების მაყურებლით სრულად შევსება იქნება ნებადართული. 

ნელ-ნელა, სიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად, მოიხსნება სხვა შეზღუდვებიც, მაგრამ ჯერ ისევ გაურკვეველია დახურულ სივრცეში ნიღბების ტარების ვალდებულების საკითხი.

მიუხედავად იმისა, რომ აცრის ვალდებულება მიმდინარე წლის 15 ივნისამდე რჩევა. მთავრობა განიხილავს 50 წელს გადაცილებული დასაქმებული მოსახლეობის საკითხს. შესაძლოა ამ კატეგორიას დართონ ნება, სამუშაო ადგილზე მხოლოდ კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზეც გამოცხადდნენ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📍 იტალიაში ფქვილის, ზეთის და შაქრის შეძენაზე ლიმიტი დაწესდა

📍 იტალიაში “მეპროცენტე” დააკავეს, რომელიც წელიწადში 100%-იან მოგებას იღებდა

📍 თუ ლაციოს რეგიონში დაქორწინდებით, 2000 ევროს მიიღებთ! - იტალია

📍 იტალია: “მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მალე გაიმართება და საკვანძო საკითხებზე შეთანხმება მიღწეული იქნება“

📍 სალვინის, პუტინთან მეგობრობა შეახსენეს, როცა ის პოლონეთის საზღვართან ლტოლვილებთან შესახვედრად იმყოფებოდა

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792837832

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1792835414

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს

„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...

 დავით მათიკაშვილი

1792833199

ახალი ამბები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

1792830142

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...

დაკავება

1792827581

ახალი ამბები

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

 გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...

პროკურატურა