იტალიაში მაიმუნის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
დამღლელი და უკვე გამაღიზიანებელიც კია ახალ ვირუსებზე საუბარი, თუმცა სამწუხაროდ იტალიაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია „სპალანზანი“ს ინსტიტუტმა გაავრცელა, სადაც ვირუსის არსებობა დაადგინეს.
ეს არის კანარის კუნძულებიდან დაბრუნებული ახალგაზრდა, რომელსაც დაუდგინდა ვირუსის კლინიკური სურათი და სწრაფად იქნა იდენტიფიცირებული.
„ახალგაზრდა მოთავსებულია სამარტოო საკანში. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და კონტაქტის მოკვლევა. კიდევ ორი საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული და მიმდინარეობს დაკვირვება. მიუხედავად იმისა, რომ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში, მსგავსი შემთხვევა უკვე დადასტურდა აშშ-ში.
ამჟამად ევროპაში 17 დადასტურებული შემთხვევაა (14 იყო „სპალანზანის“ განცხადებამდე, ამ დილით), კერძოდ დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. კიდევ 24 პოტენციურად ინფიცირებული ადამიანის შესწავლა მიმდინარეობს. ვირუსი უფრო გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში, სადაც გადაცემა ძირითადად ხდება ინფიცირებულ ცხოველებთან პირდაპირი კონტაქტით. ვირუსი ასევე შეიძლება გავრცელდეს კანის ინფექციურ დაზიანებებთან უშუალო კონტაქტით, ან ხველისა და ცემინების შედეგად, ვისაც აქვს მაიმუნის გამონაყარი. 10 შემთხვევიდან ერთი ფატალურია, მაგრამ შტამი, რომელიც გლობალურად ვრცელდება, უფრო მსუბუქია და ითვლება, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 100-დან ერთს შეადგენს, რაც მსგავსია Covid-19-ის პანდემიის დაწყებისას.
ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს სიმპტომები 5-დან 21 დღეში უჩნდებათ. ვირუსის სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა. უფრო უჩვეულო სიმპტომებში შედის გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე, და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ადგილებში. სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, მაგრამ ჩუტყვავილას ვაქცინა გარკვეულ დაცვას უზრუნველყოფს.
ვაქცინა, „Jynneos“, ლიცენზირებულია მაიმუნის ინფექციების თავიდან ასაცილებლად შეერთებულ შტატებში. ნაჩვენებია, რომ ვაქცინა დაახლოებით 85 პროცენტით ეფექტურია მაიმუნის ინფექციის თავიდან ასაცილებლად.


დოდუკა ბრატულიჩი სპეციალურად ExclusiveTV-თვის რომიდან
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 რამდენად საშიში ინფექციაა „მაიმუნის ყვავილი“ და რას ამბობს ჯანმოს ევროპის ოფისი?
📌 იტალიაში 200 ევროიანი დახმარების შესახებ განკარგულება დამტკიცდა - გაიგეთ ყველა დეტალი!
📌 Attenzione! ვინ და როდის მიიღებს 200 ევროიან დახმარებას, იტალიის სახელმწიფოსგან?!
1794764373
ახალი ამბებიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...
1794761277
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...
1794759304
მსოფლიოირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...































