იტალიაში პროსტიტუციაში იძულებით ჩართული ემიგრანტები გამოააშკარავეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა გამოავლინეს კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფება, რომელსაც ახალგაზრდა გოგონები მინიმალური ანაზღაურების ფასად ბულგარეთიდან იტალიაში ჩამოჰყავდა. ჯგუფის წევრები გოგონებს ართმევდნენ პასპორტებს, ძალადობდნენ ფიზიკურად, აცხოვრებდნენ გაუსაძლის პირობებში და ქუჩაში პროსტიტუციას აიძულებდნენ.

კატანიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, აყვანილია დაჯგუფების რვა წევრი, აქედან ოთხი ბულგარელია, ხოლო ოთხი - იტალიელი. პოლიცია ეძებს მეცხრე წევრს. ბულგარელებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა შეფარდებული, ხოლო იტალიელები შინაპატიმრობაში იმყოფებიან.

ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ბოკლუკ“ იტალიელი სამართალდამცველების მხრიდან, 2020 წლის ივნისის თვიდან მიმდინარეობდა, მას შემდეგ რაც ორმა ბულგარელმა გოგონამ საჩივარი შეიტანა სხვა უცხოელი ქალის წინააღმდეგ, რომელმაც მათ იმ გზაზე დგომის სანაცვლოდ, სადაც კლიენტურას ელოდნენ, წილი მოსთხოვა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ შეამჩნია პოლიციამ ამ ყველაფერში ორგანიზებული დანაშაულის კვალი და თვალთვალი დაიწყო.

„ბოკლულ“ ბულგარული სიტყვაა და ნაგავს ნიშნავს. სწორედ ასე მოიხსენიებდნენ და ასევე ექცეოდნენ დაჯგუფების წევრები პროსტიტუციაში ჩაბმულ გოგონებს. ისინი ყველანი ერთად, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ და ჯგუფის წევრებისგან იღებდნენ მინიმალურ საკვებს, იმდენს, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ. მათი ძირითადი საკვები კარტოფილი იყო. ვალდებულნი იყვნენ „ემუშავათ“ საღამოს შვიდი საათიდან, დილის ხუთის ნახევრამდე. ლოკდაუნის პერიოდშიც კი. თითოეულ მათგანს „პატრონისთვის“ კვირაში მინიმუმ 1400 ევრო უნდა მიეტანა.

ყველაზე შოკის მომგვრელი იყო უნარშეზღუდული გოგონა, მკვეთრად გამოხატული ფიზიკური პრობლემებით, რომელიც ადგილზე მისულ პოლიციელებს აღნიშნულ ბინაზე დახვდა. გარდა იმისა, რომ შშმ პირი ვალდებული იყო კლიენტებისთვის მომსახურება გაეწია, მას ასევე უნდა შეეთავსებინა მოსამსახურის ფუნქციაც. გოგონა უფლებადამცველების მიერ, სპეციალურ სტრუქტურაში იქნა გადაყვანილი, სადაც უსაფრთხოდ იქნება.

ორგანიზებული დაჯგუფება ბულგარელი წყვილის, ემილ მილანოვის და მილენა მილანოვას მიერ იმართებოდა, ადგილზე სიტუაციის კონტროლს ჯგუფის იტალიელი წევრების საშუალებით ახერხებდნენ.

წყარო: ANSA.IT

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი

1794673487

სპორტი

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...

საქართველოს ნაკრების

1794671457

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...

გიორგი სოსიაშვილი

1794670023

ახალი ამბები

ალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...

აკაკი ალადაშვილი