იტალიაში პური და პასტაც გაძვირდა

იტალიაში, საწვავის ფასის და კომუნალური გადასახადების გაზრდის შემდეგ, ფასმა მოიმატა პურზე და ფქვილპროდუქტებზეც. "რეკორდული" რიცხვი ფერარაში დაფიქსირდა, სადაც 1 კგ პურის ფასი 9.8 ევრო იყო. რუსეთ-უკრაინის ომის გამო, წინასწარი ვარაუდით შესაძლოა ფასებმა 15-დან 30%-მდე მოიმატოს. 

მიუხედავად სოფლის მეურნეობის მინისტრის სტეფანო პატუანელის განცხადებისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, სარდინიასა და ლიგურიის რეგიონების სუპერმარკეტებში მოსახლეობის მხრიდან უკვე შეიმჩნევა გარკვეული პროდუქტის გადამეტებით შეძენის ფაქტები. 

გაზრდილია პასტის ფასიც. ამ მხრივ ყველაზე ძვირი სარდინიის ადმინისტრაციული ცენტრი კალიარია, სადაც ერთი კილო პასტა, 4.7 ევრო ღირს. პური საშუალოდ - 5.31 ევრო. ვენეციაში პურის ფასი 5.52-დან 8.5 ევრომდე მერყეობს. პურის ფასი 6 ევროს სხვა ისეთ დიდ ქალაქებშიც აჭარბებს როგორიცაა მილანი, ბარი, ბოლონია და მოდენა და ა.შ. 

ამ მხრივ ყველაზე ეკონომიურ ქალაქებად ნეაპოლი, კოზენცა და ბენევენტო რჩებიან, სადაც ფასი 2-დან 2.65 ევრომდე მერყეობს.

„ნამდვილად არის ნედლეული და პროდუქტი, რომელთაც კონფლიქტში ჩართულ, ან კონფლიქტთან ძალიან ახლოს მყოფი ქვეყნებისგან ვყიდულობთ და რომლებმაც საკმაოდ საეჭვო კომერციული არჩევანი გააკეთეს, მაგალითად ასეთია უნგრეთი, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენივე წარმოება, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ სუპერმარკეტებს მომარაგების მხრივ პრობლემები არ შეექმნებათ. მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ მესიჯი, რომ მშვიდად იყვნენ და რომ სუპერმარკეტების თაროებზე შტურმის საფუძველი არ არსებობს,“ - აცხადებს სტეფანო პატუანელი.

წყარო

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიაში, მომატებული ფასების გამო, მოსახლეობამ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის ქურდობა დაიწყო

📌 Green Pass-ი - 31 მარტიდან იტალიაში შეზღუდვების ნაწილი უქმდება

📌 იტალიის პოლიცია დღეიდან ელექტროშოკური იარაღის გამოყენებას იწყებს

📌 რატომ აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში - ყალბი პასპორტების საქმე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი

1794673487

სპორტი

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...

საქართველოს ნაკრების

1794671457

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...

გიორგი სოსიაშვილი

1794670023

ახალი ამბები

ალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...

აკაკი ალადაშვილი